x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134517
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
რატომ არის თვითმფრინავის სკამები ყოველთვის ლურჯი - ის, რაც აქამდე არ იცოდით
ოდესმე მიგიქცევიათ ყურადღება თვითმფრინავის სკამების ფერისთვის? ისინი თითქმის ყოველთვის ლურჯია და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება იყოს სხვა ფერის. ზოგი ადამიანის აზრით, ეს ფერი ცასთან ასოცირდება, მაგრამ ასეთი მარტივი ახსნა სრულიადაც არაა საკმარისი!


სტატიაში პასუხს გაეცნობით ამ კითხვაზე და სხვა საინტერესო ფაქტებსაც გაიგებთ.


მაშ ასე,


რატომ არის თვითმრინავის სკამები თითქმის ყოველთვის ლურჯი?image

პირველად ლურჯი სკამები თვითმფრინავში რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ დიზაინერებმა ამ ფერზე შეაჩერეს არჩევანი. როგორც ბრიტანელი მეცნიერები ამბობენ, ხალხის უმეტესობა ლურჯ ფერს სიმშვიდესთან და უსაფრთხოებასთან აიგივებს, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია იმ მგზავრებისთვისაც კი, რომლებსაც აეროფობია არ აწუხებთ. ასევე, კვლევების მიხედვით, ხალხის 90% სამგზავრო თვითმფრინავს კომპანიის არჩევისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბრენდის ფერს.


image

სხვა მიზეზებიც არსებობს: ამ ფერში ნაკლებად ჩანს ლაქები, ჭუჭყი და მტვერი, ამიტომაც ხშირი გამოყენებისთვის კომპანიისთვის მოსახერხებელია.


საინტერესო ფაქტი: 1970იან და 1980იან წლებში ზოგმა ავიაკომპანიამ სცადა, წითელი სკამები გამოეყენებინა თვითმფრინავში. თუმცა, დადგინდა, რომ წითელმა ფერმა მგზავრებში აგრესიის დონე გაზარდა.


ქსოვილი თუ ტყავი?

image


თვითმფრინავის სკამები შესაძლოა იყოს ქსოვილის ან ტყავის. ეს დამოკიდებულია იმაზე, ფრენა დიდხნიანია თუ მოკლეხნიანი. თუ თვითმფრინავში მგზავრი რამდენიმე საათის განმავლობაში უნდა იყოს, ასეთი მგზავრობისთვის ქსოვილის სკამია განკუთვნილი, რომ ადამიანმა კომფორტულად დაისვენოს და ძილიც მოახერხოს.

მოკლეხნიანი მგზავრობისთვის კი ტყავის სკამებია იდეალური. ის წყალგამძლეა და სასმლის ლაქასაც კი არ იტოვებს.


რატომ არ არის ფანჯრები სკამებთან?

image


ოდესმე მჯდარხართ ფანჯარასთან, მაგრამ მაინც ვერაფერი დაგინახავთ ადგილიდან გარეთ? როგორ ფიქრობთ, რატომ?

როგორც აღმოჩნდა, ეს იმიტომ ხდება, რომ ავიაკომპანიები ცდილობენ, თვითმფრინავში მაქსიმალურად მეტი ადგილი დაატიონ. არსებობს წესები, რის მიხედვითაც უნდა განალაგონ სკამები, მაგრამ ამ წესეს არავინ იცავს.




ბედნიერ ფრენას და მოგზაურობას გისურვებთ!





0
1376
2-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1376
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0