x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
ძვ.წ. 1-ლი საუკუნის მსოფლიოში მომხდარი ომების სრული სია

image



ძვ.წ. 93 წ. - გადარას ბრძოლა. ნაბატეველების სამეფომ დაამარცხა ჰასმონეანელების დინასტია.


ძვ.წ. 91 - 88 წწ. - სოციალური ომი. რომის რესპუბლიკამ დაამარცხა იტალიის ქალაქების გაერთიანება მარსის და სამნიუმის წინამღძოლობით.


მითრიდატე პონტოელი




ძვ.წ. 89 - 63 წწ. - მითრიდატეს ომები. რომის რესპუბლიკამ საბოლოოდ მაინც დაამარცხა პონტოს სამეფო.


ძვ.წ. 89 - 85 წწ. - პირველი მითრიდატული ომი. რომის რესპუბლიკამ და ბითინიას სამეფომ დაამარცხა პონტოს სამეფო და ბერძენი აჯანყებულები.


ძვ.წ. 88 - 87 წწ. - სულას პირველი სამოქალაქო ომი.


სულა


ძვ.წ. 87 - 85 წწ. - სომხურ-პართიული ომი. არმენიის სამეფომ დაამარცხა პართიის იმპერია.


სომხური არმია



ძვ.წ. 84 წ. - კანას ბრძოლა. ნაბატეველების სამეფომ დაამარცხა სელევკიდების იმპერია.


ძვ.წ. 83 - 82 წწ. - მეორე მითრიდატული ომი. რომის რესპუბლიკამ კვლავ სძლია პონტოს სამეფოს.


ძვ.წ. 82 - 81 წწ. - სულას მეორე სამოქალაქო ომი. ოპტიმატებმა დაამარცხეს პოპულარები.


ძვ.წ. 74 - 63 წწ. - მესამე მითრიდატული ომი. რომის იმპერიამ და მისმა მოკავშირემ ბითინიის სამეფომ დაამარცხეს პონტოს სამეფოსა და არმენიის სამეფოს გაერთიანებული ჯარები.


ძვ.წ. 73 - 71 წწ. - მესამე მონათა ომი (სპარტაკის აჯანყება). რომის რესპუბლიკამ დაამარცხა გაქცეული მონების არმია სპარტაკის მეთაურობით.


სპარტაკი



ძვ.წ. 66 - ჩვ.წ. 217 წწ. - რომაულ-პართიული ომები. ომების ვრცელი სერია, რომელშიც საბოლოოდ რომის რესპუბლიკამ დაამარცხა პართიის იმპერია.


ძვ.წ. 65 წ. - პომპეის საომარი კამპანია იბერიასა და ალბანეთში. რომის რესპუბლიკის არმიამ დაამარცხა იბერიის სამეფოს და კავკასიური ალბანეთის ჯარები.


იბერიელი (ქართლელი) ჯარისკაცი რომაელის წინააღმდეგ


ძვ.წ. 58 - 50 წწ. - იულიუს კეისარის გალიური ომები. რომის რესპუბლიკამ დაამარცხა გალიური, ბელგიური, ბრიტანული, აკვიტანიური, გერმანიკული და იბერიული ტომები.


იულიუს კეისარი რომაულ ჯართან ერთად


ძვ.წ. 55 - 54 წწ. - იულიუს კეისარის რომაული ლაშქრობა ბრიტანეთში. რომის რესპუბლიკამ და ტრინოვანტებმა დაამარცხეს ბრიტონები.


ძვ.წ. 53 - 51 წწ. - პართიული ომი (მარკუს ლიცინიუს კრასუსის). პართიის იმპერიამ დაამარცხა რომის რესპუბლიკა.


მარკუს ლიცინიუს კრასუსი



ძვ.წ. 49 - 45 წწ. - კეისრის სამოქალაქო ომი. იულიუს კეისარმა და პოპულარების მხარდამჭერებმა დაამარცხეს რომის სენატი და ოპტიმატები.


ძვ.წ. 44 - 30 წწ. - რომის სამოქალაქო ომები.


ძვ.წ. 44 წ. - პოსტ-კეისარული ანუ კეისრის შემდგომი სამოქალაქო ომი.


ძვ.წ. 44 - 42 წწ. - განმათავისუფლებელი სამოქალაქო ომი. მეორე ტრიუმვირატმა დაამარცხა ლიბერატორები.


ძვ.წ. 44 - 36 წწ. - სიცილიური აჯანყება. რომის რესპუბლიკამ დაამარცხა სექტუს პომპეიუსი და მისი ჯარები.


ძვ.წ. 41 - 40 წწ. - ფულვიას სამოქალაქო ომი. რომის რესპუბლიკამ დაამარცხა ფულვიას და ლუციუს ანტონიუსის ჯარები.


ძვ.წ. 40 - 33 წწ. - ანტონიუსის პართიული ომი.


ანტონიუსი



ძვ.წ. 32 - 30 წწ. - რომის რესპუბლიკის ბოლო ომი. რომის რესპუბლიკამ და ოცტავიანეს მხარდამჭერებმა დაამარცხეს პტოლემეს ეგვიპტე და მარკუს ანტონიუსის მხარდამჭერები.


ძვ.წ. 29 - 19 წწ. - კანტაბრიული ომები. რომის იმპერიამ დაამარცხა კანტაბრი და ასტურესი.


ძვ.წ. 19 წ. - გარამანტების წინააღმდეგ ომი. რომის იმპერიამ დაამარცხა გარამანტები.


რომაელი ლეგიონერები




ავტორი: თორნიკე ფხალაძე



0
363
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0