x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508476
დაიტანჯე უაზრო და არაეფექტური დიეტებით?მაშინ გაეცანი ჩემს ისტორიას და ნახე როგორ გამოვძერწე საკუთარი თავი! (ჩემი რეალური შედეგის ფოტოებით)
image

გამარჯობა.ალბათ როგორც ყველას შენც გინდა ლამაზად გამოიყურებოდე...მაშინ სწორად მოსულხარ.მოგითხრობთ საკუთარ ისტორიას, გაეცანით და გაითვალისწინეთ რამოდენიმე ეფექტური ღცევები, მოთმინება იქონიე და მერწმუნე შედეგიც არ დააყოვნებს...

თავდაპირველად წონას არ ვაქცევდი ყურადღებას, რადგან კატასტროფულად მსუქანი არასდროს ვიყავი.არაფერში მაწუხებდა.შემდეგ გავიდა წლები და რაც უფრო წამოვიზარდე, მით უფრო მეტად დავფიქრდი ჩემს სხეულზე.არაა აუცილებელი მაინც და მაინც მაშინ დავიწყოთ სხეულზე ზრუნვა, როდესაც უკვე საკუთარ ფეხებს ვეღარ ვუყურებთ, მოხრა გვიჭირს და შნუროკსაც კი ვეღარ ვიკრავთ დაუხმარებლად.მეც გვიან მოვედი აზრზე თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

ყოველთვის მინდოდა მოხდენილად ჩამეცვა, მოტკეცილი შარვლები, ტოპები, შორტები, მოკლე ქვედაბოლოები, გამოყვანილი მოტმასნილი კაბები...თუმცა ეს ყოვილივე ძალიან ფორმაში ყოფნას მოითხოვს, შესაფერის ფორმაში კი არ ვიყავი, თეთრი შურით მშურდა მათი, ვისაც თავისუფლად შეეძლოთ ჩაეცვათ ნებისმიერი სახის ტანისამოსი და ჩემსავით საათობით არ ჭირდებოდათ შერჩევა რომ ჩემი სიმსუქნე შეუმჩნეველი დარჩენილიყო და მოხდენილად ჩამეცვა.


ერთხელაც მკაცრად გადავწყვიტე რადაც არ უნდა დამჯდომოდა გავმხდარიყავი და სასურველ ფორმაში ჩავმჯდარიყავი.როდესაც როცა გინდა, რასაც გინდა და რამდენსაც გინდა იმდენს ჭამ, ერთიანად მთელი ამ ჩვევების შეცვლა ძნელია, ამიტომ ჩემი ცხოვრების წესი ნელნელა, ეტაპობრივად შევცვალე შემდეგნაირად:

1.წყლის დროულად დალევა:

პირველ რიგში შევეცადე ჭამის დროს წყალი არ დამელია, რაც ძალიან გამიჭირდა, თუმცა რთული არაფერია ამაში.უფრო სწორად გავერკვიე ინტერნეტში როდის და რა რაოდენობის წყალი უნდა მიმეღო და გავითვალისწინე კიდეც.წყალი უნდა მიიღო ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ჭამიდან არაუმოკლეს 1 საათისა.რაოდენობა კი დამოკიდებულია თქვენს სიმაღლესა და წონაზე.(მერყეობს2ლ-დან 3.5-მდე)

2.პური და ცომეული:

პურის გარეშე ვერასდროს ვკმაყოფილდებოდი და ვერც წარმომედგინა ოდესმე უპუროდ თუ გავძლებდი, დაჟე შემეძლო საჭმელი არ მეჭამა და მთელი დღის განმავლობაში პურით დავკმაყოფილებულიყავი.რაღა თქმა უნდა ნელნელა შევამცირე პურის რაოდენობა, 1-1 ნაჭრობით და საბოლოოდ საერთოდ ამოვიღე მენიუდან.

3.შაქარი/მარილი:

აუცილებლად, რაც ტკბილი იყო:ნამცხვარი, ქაში, პეჩენია და ასე შემდეგ, ძალიან ტკბილი მიყვარდა, რა კერძიც მარილს მოითხოვდა ძალიან მარილიანი. ეს კი საშინელი შეცდომაა...თავისთავად ნელნელა მოვუკელი მათ გამოყენებას და მინიმუმამდე დავიყვანე.მითუმეტეს როდესაც საჭირო რაოდენობით წყალს სვავ, მარილის მიღება არაა სასურველი, რადგან იგი წყალს აკავებს და ორგანიზმს აშუპებს და არ გამოდევნის გარეთ მიღებულ სითხეს.ჯანმრთელობისთვის რომ საწამლავია ეს კი მგონი ყველამ იცის.ასე რომ ძალიან მცირე რაოდენობით გამოვიყენებდი, ისიც მომზადების დროს, გამზადებულ კერძზე მარილის მოყრა რაც ჩემი ჩვევა იყო, სამუდამოდ დავივიწყე, საბოლოოდ კი საერთოდ ამოვიღე მენიუდან, ნაცვლად კერძს ლიმნის წვენს ან ვაშლის ძმარს მოვასხავდი.

4.შემწვარიდან მოხარშულებზე:

ძალიან მიყვარდა შემცვარი კერძები:კატლეტები, სასისკები, დაპიწკინებული კარტოფილი და ასე შემდეგ.წვნიანებს ყოველთვის მშრალ და შემწვარს ვამჯობინებდი.ნელ-ნელა ესეც შევცვალე და გადავედი მოხარშულებზე.მივეჩვიე მოხარშულ გრეჩიხას, კარტოფილს, კვერცხს, მუხუდოს, ყვავილოვან კომბოსტოს, ქათმის ფილეს და ასე შემდეგ, რომელსაც არომატისთვის ლიმონის წვენს ან ვაშლის ძმარს მოვასხავდი.ბევრისთვის შეიძლება უცნაურია, თუმცა ძმარი ძალიან მიყვარს, ლიმონიც, ასე რომ ჩემთვის პრობლემა არ იყო.და რაღათქმა უნდა მივეჩვიე ბოსტნეულის წვნიანებს:ბორში იქნებოდა ეს, უბრალო სუპი თუ რაიმე სხვა.ასევე სალათები.ძალიან სასარგებლოა ბოსტნეულის სალათა, კიტრი იქნება ეს, პამიდორი, სალათის ფოთლები, კომბოსტო, სტაფილო თუ სხვა, თქვენთვის სასურველი მწვანილებით შეკმაზული და ძმარი ან ლიმონიც თავისუფლად შეგიძლიათ მოასხათ.

5.საუზმე:

არასდროს არ ვსაუზმობდი...სკოლაშიც, ჩემთვის განკუთვნილ კარაქიან პურებს ჩუმად ჩემ ძმას ვაჭმევდი, ვითომ მე ვჭამე :D ჩემი პირველი ჭამა იყო მინიმუმ 2ის შემდეგ... რაც ძალიან დიდი შეცდომაა.ორგანიზმს შია, არ იცის როდის მიაწვდი საჭმელს და სამაგიეროდ როდესაც შეჭამ ყველაფერს იმარაგებს.ასე რომ აუცილებლად ისაუზმეთ, რა თქმა უნდა ლაითად.თუ არ შეგიძლიათ საუზმობა რაიმე ხილისგან თუ ბოსტნეულისგან მომზადებული ეგრედწოდებული ''სმუზი'' მაინც მიირთვით რომელიც ძალიან სასარგებლოა. ან სასურველია რაიმე ფაფა, გერკულესის, გრეჩიხის, ბრინჯის ფანტელების ან სხვა რაიმე თქვენი სურვილისამებრ.წყალზე მომზადებული, მე არც ვხარშავდი გერკულესს, ძალიან იტლიზნება და ვერ ვჭამ, ადუღებულ წყალს დავასხავდი და 5-10 წუთში მზადაა.ოღონდ იყიდება გერკულესი სპეციალურად რომელიც არც საჭიროებს მოხარშვას და აღნიშნული მეთოდით მზადდება.თუ მხოლოდ გერკულესი მაინც დიდად ვერ მიეჩვიეთ, შეგიძლიათ მე მაგალითად ძალიან გემრიელად მივირთმევხოლმე ცოტაოდენ ქიშმიშთან ერთად.ყველას ორგანიზმი ინდივიდუალურია, ზოგისთვის ყოველდღე გერკულესი არაა სასურველი, ასე რომ დღეგამოშვებით შეგიძლიათ სხვა ფაფით შენაცვლოთ.

6:ჭამის განრიგი:

ვჭამდი როცა მინდოდა, და რამდენიც მინდოდა.ეს რაღათქმა უნდა ძალიან ცუდია.შეადგინეთ თქვენთვის სასურველი განრიგი და ყოველთვის ერთი და იგივე დროს მიირთვით.და არა 1-2ჯერ, სასურველია 3-4 ჯერ დღეში, დამიჯერეთ, უცნაურად ჯღერს თუმცა ესე უფრო კარგად გინვითარდებათ ნივთიერებათა ცვლა ანუ მეტაბოლიზმი და შედეგედაც იკლებთ.ჭამის შუალედი უნდა შეადგენდეს 2-დან 3-მ საათს.და სასურველია საღამოს 6-ის მერე, 7-ის მერე მაინც არანაირი საჭმელი, თუმცა ორგანიზმის შიმშილი არ შეიძლება და თუ მაინც შეგაწუხათ, 0%-ანი ხაჭო ან კეფირი, ან სულაც სტაფილო ჩაახრამუნეთ :) უშაქრო ჩაი კი თავისუფლად შეგიძლიათ მიიღთვათ ნებისმიერ დროს დაწოლამდე 1 საათით ადრე.უმჯობესია მწვანე ჩაი, და თუ კუჭი არ გაწუხებთ ჯინჯერის ფხვნილიც ჩაყაროთ ცოტა შეგიძლიათ, ან თვითონ ჯინჯერი ჩააწრათ, ან ლიმონი ჩააწუროთ.

7.ვარჯიში:

რათქმა უნდა ვისაც არასოდეს არ უვარჯიშია, ძალიან ძნელია ვარჯიში, ნუ დაწყება, მერე რომ დაიწყებ და შედეგსაც ხედავ შენ თვითონ ვეღარ ჩერდები :)

როდესაც ვიკლებთ, მითუმეტეს თუ 5 კილოზე ზევით და ბევრი გვაქ დასაკლები, აუცილებელია ვარჯიში.თავდაპირველად გასახდომი, ანუ ''კარდიო'' ''ზუმბა'' ვარჯიშები, ვინც არ იცით თუ რას ნიშნავს ეს, შეგიძლიათ იუთუბზე ნახოთ, უამრავია.დაიწყეთ დილა ვარჯიშით.ჯერ სულაც გარეთ გადით და სიარულით დაიწყეთ, ლახტით იხტუნავეთ და ასე შემდეგ.ვარჯიშის დრო დაიწყეთ 5 წუთიდან და ნელნელა ეტაპობრივად გაზარდეთ. როდესაც საკმაოდ დაიკლებთ და ცოტა ხორცს დაყრით, უმაგრესია კუნთის ვარჯიშები.მათ სწორად შესრულებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამიტომ ჩამოგითვლით რამოდენიმე ეფექტური ვარჯიშის სახელებს რომლის სწავლაც თავისუფლად შეგიძლიათ იუთუბზე.დაიწყეთ 5-დან და უმატეთ ნელნელა თქვენი შესაძლებლობისდაგამომდინარე. ჩაწერთ how to do right და შემდეგ ვარჯიშის სახელს:

1:Sit Ups (იგივე პრესები)

image

2.Push Ups (აჯიმანიები, თუ გაგიჭირდათ შეგიძლიათ მუხლის დადებით შეასრულოთ)

image

3.Crunches(წამოწევები, რამდენადაც შევძლებთ, არა ბოლომდე!)

image4.Mountain Climbers(მთაზე მცოცავი, ნუ ესე ქვია მოძრაობიდან გამომდინარე :)

image5.Lying Leg Raises(დაწოლილი, ფეხების აწევა, უმაგრესია ქვედა მუცლისათვის :)

image6.planks(პლანკები, ნუ შეხედეთ პოზას და გაცერდით შეძლებისდაგვარად დიდხანს, დაიწყეთ 5-10 წამიდან)

image7.Squats(ჩაჯდომები, გამოკვეთილი საჯდომისათვის :)

imageეს მხოლოდ ნაწილია უამრავი ვარჯიშისა, თუმცა ჩემი ფავორიტები და ჩემი აზრით ყველაზე სასარგებლო.

გაითვალისწინეთ, ამ ყველაფერს დრო უნდა და მოთმინება იქონიეთ.არ მესმის გოგონების რომლებიც გაიძახიან, ვაიმე ხვალ ქორწილი მაქვს 5-10 კილო უნდა დავიკლო, ხვალ დაბადების დღეა უნდა დავიკლო და ასე შემდეგ.გახსოვდეთ, მთელი ცხოვრების ნასვამ-ნაჭამს 1-2 დღეში ვერ დაიკლებთ! იქონიეთ ნებისყოფა და შედეგიც არ დააყოვნებს, და რაც მთავარია არ დაკარგოთ მოტივი.სასწოორს რაც შეხება არც ეგაა მიზანშეწონილი ყოველ წამში იწონოთ, შედეგს თქვენ თვითონ შეატყობთ, სასწორის გარეშე.

მოკლედ ამ ყველა ზევით ჩამოთვლილი წეს-ჩვეულებების შესწავლის და ორგანიზმში შესისხლ-ხორცების შედეგად სასურველ შედეგსაც მივაღწიე.დასტურად გთავაზობთ ამ პერიოდში დრო და დრო გადაღებულ ჩემ საკუთარ სურათებს, გვიან დავიწყე გადაღება, თუმცა შედეგი მაქვს თუ არა ამაში თქვენ თვითონ დარწმუნდებით:

1.image

2.image3.

image4.

image5.

imageP.S.იმედია ცენზურა ან რაიმე წესი არ დამირღვევია.ასე რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! თუ რაიმე კითხვა გაქვთ და შემიძლია რამით დაგეხმაროთ, დიდი სიამოვნებით, წარმატებები ყველას!


0
1823
3-ს მოსწონს
ავტორი:DianaMaverick
DianaMaverick
1823
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0