x
მეტი
  • 21.09.2018
  • სტატია:80770
  • ვიდეო:333089
  • სურათი:438166
ლიტვა არის პირველი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ქართული სიტყვით მოიხსენიებს

image5 აპრილს ლიტვის სახელმწიფო ენების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ოფიციალურად გამოიყენოს ქართული სიტყვა "საქართველო" რუსულენოვან სიტყვა "გრუზიასთან" ერთად საქართველოს ხსენებისას.

"კომისია განაგრძობს დასახელების კონკრეტული ფორმულირების საკითხს, მოგვიანებით კი მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ სიტყვა "საქართველო" ლიტვური ენის ლინგვისტური თავისებურებების მიხედვით ჩანაცვლდეს" - განაცხადა საქართველოს საელჩომ ლიტვაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ ნაბიჯით ლიტვა პირველი ქვეყანაა, რომელიც საქართველოს ქართული სიტყვით მოიხსენიებს.

"საქართველოს საელჩო მიესალმება ლიტვის რესპუბლიკის ამ ნაბიჯს, რაც განსაკუთრებით სიმბოლურია საქართველოსა და ლიტვას შორის მჭიდრო და მეგობრული თანამშრომლობის ფონზე", - დასძინა საელჩომ.

"ეს იქნება უნიკალური ჟესტი ლიტვის რესპუბლიკის მხრიდან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას მიეძღვნა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების პირველი წლისთავი, რომელიც 2018 წლის 26 მაისს აღინიშნება, "- განაცხადა საელჩომ.

0
182
3-ს მოსწონს
ავტორი:ჩუმარდო
ჩუმარდო
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0