x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გოგონამ "ფეისბუქის" პირდაპირ ეთერში მეგობარ მამაკაცს ესროლა(ვიდეო)

imageაშშ-ში, ჰიუსტონში(შტატი ტეხასი) მოხდა უბედური შემთხვევა, Facebook-ის პირდაპირი ეთერის დროს.


სამმა მეგობარმა 3 აპრილის გვიან ღამით გადაწყვიტა შთაბეჭდილება მოეხდინათ მეგობრებზე სოციალურ ქსელში და რაც შეიძლება ბევრი "მოწონება" დაეგროვებინათ.

მანქანაში ჯდომის დროს სამი მეგობარი პირდაპირ ეთერში იყო ჩართული "ფეისბუქზე", გოგონამ ხელში აიღო პისტოლეტი, ჯერ ეკრანს მიუშვირა, შემდეგ კი შეატრიალა იარაღი მეგობრებისკენ რა დროსაც გაუვარდა.ტყვია დევიდ ჰოლმსს თავში მოხვდა.

დევიდ ჰოლმსი სისხლისგან იცლებოდა და იმის მაგივრად, რომ მძიმედ დაჭრილი მეგობრისთვის დახმარება აღმოეჩინათ, გოგონა, რომლის სახელია კასანდრა ნიკოლ დამპერი და კიდევ ერთი მამაკაცი მანქანიდან გადახტნენ.

image

ამჟამად დევიდ ჰოლმსი ჰოსპიტალშია გადაყვანილი, იგი რეამინაციაშია აპარატზე შეერთებული, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

საიტზე GoFundMe-ზე ჰოლმსის სიცოცხლის გადასარჩენად მოქალაქეებმა მთელი მსოფლიოდან უკვე გადარიცხეს 30 000 დოლარი, მათ შორის არის მსხვერპლის ბავშვობის მეგობარი, ცნობილი კანადელი სპორსტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი აკადემიურ ნიჩბოსნობაში მაიკლ ევანსი.

რაც შეეხება 25 წლის კასანდრა ნიკოლ დამპერს, მას, დროებით თავისუფლების სანაცვლოდ 25 000 დოლარი გირაოს გადახდა დაეკისრა.

image

იხილეთ ვიდეო

image

Facebook-live- არაერთხელ მომხდარა სიკვდილის ან უბედური შემთხვევის ამსახველი სცენის მოწმე.

შეგახენებთ, შარშან ჩეხეთში გოგონები პირდაპირი ეთერის დროს ავტოავარიაში მოყვნენ, მათგან ერთი დაიღუპა, ხოლო ამა წლის თებერვალში ამერიკელმა მუსიკოსმა საკუთარი სიკვდილი ვიდეოზე გადაიღო

0
78
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0