x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის ამედეო კლემენტ მოდილიანის ფრაზები
image

მოდილიანის მთავარი მემკვიდრეობა ძირითადად მოიცავს ნახატებს და ესკიზებს, ყველა ნაწარმოების მთავარი აზრი ადამიანია.მოდილიანის ცხოვრების პერიოდში მისი შემოქმედება არ გახდა პოპულარული, მისმა ნამუშევრებმა მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა წარმატება, აღსანიშნავია მისი რამოდენიმე ფრაზაც:

„ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ ჩვენს ტვინზე, მაგრამ მაინც სწორედ ტვინი ხელმძღვანელობს და გვაკონტროლებს, ყველაფერს მისი შუამავლობით ვაკეთებთ“

„გარემოებამ, უფრო სწორად გარემოების შეცვლამ, ამინდის ცვლილებამ, ყოველივე ამან, ვშიშობ არ გამოიწვიოს ჩემი რიტმისა და განწყობის შეცვლა. ვნახოთ, დროთ განმავლობაში კიდევ შეიძლება აღმოცენდეს ჩემში რაღაც და აყვავდეს“

„მუშაობა რომ შევძლო, მე ცოცხალი არსება მჭირდება, მე უნდა ვხედავდე მას ჩემ წინაშე“


„ჩემი აზრით, ადამიანი მთელი სამყაროა, ზოგჯერ ყოველგვარ სამყაროზე უკეთესიც“

ადამიანი - აი, რა მაინტერესებს! ადამიანის სახე ბუნების უმაღლესი ქმნილებაა. ჩემთვის ის ამოუწურავი წყაროა“

„უნდა ქმნიდე როგორც ღმერთი, ფლობდე, როგორც მეფე და მუშაობდე როგორც ტყვე“


image

„ბედნიერება მკაცრსახიანი უმშვენიერესი ანგელოზია“

„შევხვდი ქალს, რომელიც ხშირად მესიზმრებოდა. ვფიქრობ, ჩემი ნამდვილი სიყვარული ვიპოვე“ - ამადეო მოდილიანი ჟანა ებიუტერნზე

image

განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისი ერთ-ერთი პრაზა:

„როცა შევიცნობ თქვენს სულს, მაშინ დავხატავ თქვენს თვალებს“

image


0
321
2-ს მოსწონს
ავტორი:სალომე ვაშაკიძე
სალომე ვაშაკიძე
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0