x
მეტი
  • 10.12.2018
  • სტატია:83566
  • ვიდეო:334389
  • სურათი:441502
დონალდ ტრამპი: რუსეთთან ურთიერთობის დალაგება კარგია,ვინც ამას არ ეთანხმება ყველა რეგვენია

image

დონალდ ტრამპმა 3 აპრილს თეთრ სახლში ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრა გამართა.ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, ესტონეთის პირველმა პირმა კერსტი კალიულაიდიმ და ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა აშშ-ს პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს, რომ ამერიკამ ბალტიის რეგიონის საჰაერო თავდაცვის სისტემები უფრო მეტად გააძლიეროს.

image

მეორე დღეს გაიმართა საქმიანი ლანჩი და პრესკონფერენცია სადაც აშშ-ს პრეზიდენტმა რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გამოთქვა:

image

-ალბათ არცერთი ჩემი წინამორბედი არ იყო ასეთი მკაცრი რუსეთის მიმართ, როგორც მე, დონალდ ტრამპი, თუ რუსეთთან ურთიერთობას დავალაგებთ ეს იქნება ძალიან კარგი და არა ცუდი.თითქმის ყველა ეთანხმება ამას, ვინც ამას არ ეთანხმება ყველა რეგვენია, დიდი შანსია, რომ მე მქონდეს კარგი ურთიერთობა რუსეთთან და დაიმახსოვრეთ აი რა:რუსთთან ურთიერთობა კარგია, ჩინეთთან ურთიერთობა კარგია, სხვა ქვეყნებთანაც და მათ შორის თქვენ სამ სახელმწიფოსთან.

image

ტრამპს ჰკითხეს პუტინი მეგობრად მიაჩნია თუ მტრად.

image

-ვფიქრობ, რომ რუსეთთან და პრეზიდენტ პუტინთან კარგი ურთიერთობა მექნება, და თუ ეს შევძელი ეს იქნება დიდი წარმატება. თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს არ მოხდეს. ვინ იცის?"

image

ტრამპმა პრეს-კონფერენციაზე კიდევ რამდენიმე საინტერესო მოსაზრება გამოთქვა:

image

-ბევრი ქვეყანა არ იხდის(იგულიხმება თავდაცვის ხარჯები ნატო-ში). გერმანიაც კი 1% -საც არ იხდის. გერმანია აშენებს გაზსადენს (იგულისხმება "Nord Stream-2" ) რუსეთიდან და ამ ენერგომატარებლისთვის მილიარდი დოლარის გადახდას აპირებს. და კითხვას ვსვამ, რა მოხდა? როგორ ახორციელებს გერმანია რუსეთისთვის ასეთი დიდი ოდენობის თანხის გადახდას გაზსადენის მშენებლობაში? ეს არ არის კარგი."

image

-აქედან გამომდინარე, არსებობს ბევრი რამ, რაც მე გავაკეთე.. და არა მხოლოდ 60 დიპლომატის გაძევება. გერმანიამ ოთხი, საფრანგეთმა ოთხი, ჩვენ 60. არავის უფრო მკაცრი არ ყოფილა რუსეთის მიმართ"-დასძინა ტრამპმა.

image

და ბოლოს:"იქედან წასვლა გვინდა(იგულისხმება სირია), მინდა შინ დავაბრუნო ჩვენი ჯარისკაცები, მინდა დავიწყო ჩვენი ქვეყნის აღორძინება. დადგა დრო. ჩვენ ძალიან წარმატებულად ვმოქმედებდით "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერს ვაჯობოთ სამხედრო ძალებით, მაგრამ ზოგჯერ სახლში დაბრუნების დროა. ამაზე სერიოზულად ვფიქრობთ."

0
126
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0