x
image
jango
მცხეთის საავტომობილო ხიდი სახელს იცვლის ?
image

ინფრასტრუქტურის სამინისტროც ცნობით, ნარეკვავი-მცხეთის რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მტკვარზე ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული. აღნიშნული ხიდი თბილისის მხრიდან მცხეთის სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარში, სამთავროს დედათა მონასტერსა და სამთავროს ტაძარში მიმავალი მღვდელმსახურებისა და მლოცველებისათვის ქალაქთან დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა.

ხიდს დღემდე არ აქვს თავისი სახელი და მას (ე.წ. პომპეუსის ხიდის მიმდებარედ) მდებარეობის გამო "პომპეუსის" ხიდი შეარქვეს.

აპრილის თვეში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიიღო შეტყობინება კომპანია Google - გან, ხიდი რომელიც (ე.წ. პომპეუსის ხიდის მიმდებარედ) მდებარეობს უნდა ჰქონდეს თავისი სახელი და სწორად უნდა იყოს აღნიშნული Google -ს რუკაზე.


ამჟამად რეგისტრირებულია მხოლოდ ერთი სახელი, The Iron Princess (Zhorzholiani Bridge). რკინის პრინცესა ( ჟორჟოლიანის ხიდი ). კულტურის სამინისტროს ინფორმაციით ხიდის ეს სახელი თავად Google -ს ქართველი წარმომადგენლის მხიდან არის მოწოდებული და იმ არგუმენტით არის გამყარებული, რომ არსებობს საქართველოში მცხოვრები გოგონა, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარს ეს ხიდი და განსაკუთრებული მიზეზი აქვს ამ ხიდზე გადავლის. სახელი "რკინის პრინცესა" კი მისი ხასიათიდან წარმოიშვა.

კულტურის სამინისტროს განცხადებით, კომპანია Google-ს ნამდვილად შეუძლია რუკაზე ცვლილების შეტანა, მაგრამ ოფიციალურად სახელის მინიჭების განხილვა, დასაბუთება და დამტკიცება სჭირდება.

ჩვენ რათქმაუნდა განვიხილავთ Google -ს შემოთავაზებას და ხიდის სახელსაც, რომელიც მოწოდებულია. ჩვენ ასევე დისტანციურად გავესაუბრებით ადამიანს, რომელმაც ამ ცვილებაზე განაცხადი გააკეთა. თუმცა როცა საქმე ხიდის სახელის დარქმევას ეხება, აქ გადაწყვეტილებას რამდენიმე ადამიანი არ იღებს, ეს კოლექტიური საკითხია და ამას დიდი დროც სჭირდება. ქართული ხელოვნება Google -ს ვირტუალურ მუზეუმში სწორედ რამდენიმე ქართველი წარმომადგენლის დახმარებით გაეშვა და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ასეთი ნიჭიერი ხალხი გვყავს ასეთ კომპანიაში. რათქმაუნდა მათი შემოთავაზებები განხილვის გარეშე არ ჩაივლის, ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

0
108
1-ს მოსწონს
ავტორი:jango
jango
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0