x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩინელი "ჯეკი-მფატრავი" 11 ქალის მკვლელობის გამო სიკვდილით დასაჯეს

image

ჩინელ "ჯეკი-მფატრავს" სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილი მიუსაჯა 11 ქალის გაუპატიურების და მკვლელობის გამო.

54 წლის გაო ჩენიუნი 2016 წლის აგვისტოში აიყვანეს საკუთარ სასურსათო მაღაზიაში, მანამდე მისი ბიძა წვრილმანი დანაშაულისთვის დააკავეს, დნმ-ს ანალიზის აღების შემდეგ ექსპერტიზამ დაამტკიცა, რომ დაკავებული მამაკაცის გენეტიკული კოდი ძალზე ახლოს იყო ქალის მკვლელთან, რომელსაც სამართალდამცავები ეძებდნენ, ექსპერტიზა ჩაუტარდა მის ყველა უახლოეს ნათესავს, რის შემდეგაც გაო ჩენიუნი დააკავეს.

მამაკაცმა 11 ქალის მკვლელობა აღიარა, მათგან ყველაზე უმცროსი 8 წლის იყო, დანაშაულები მან 1988 -დან 2002-წლამდე ჩაიდინა, სერიულ მანიაკს 28 წლის განმავლობაში ეძებდნენ.

image

2018 წლის 30 მარტს ბაინის ოლქის სასამართლომ(პროვინცია განსუ)სერიულ მანიაკს-მკვლელს სიკვდილი მიუსაჯა, ადგილობრივებმა მას "ჩინელი ჯეკი-მფატრავი" შეარქვეს, იმის გათვალისწინებით, თუ რა მეთოდით კლავდა მსხვერპლს.

image

image კრიმინალური სიახლეები იხილეთ აქ

0
160
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0