x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134479
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
7 სახის ცომის რეცეპტი ერთ სტატიაში. შეინახეთ,დიასახლისებო!
ცომი ძალიან კაპრიზულია. იდეალური რეცეპტის ძიებაში კი თქვენი სამზარეულო ნამდვილ ლაბორატორიას შეიძლება დაემსგავსოს: წონით, ურევთ, აზავებთ...აღარაფერს ვამბობთ კულინარიული საიტების და წიგნების თვალიერებაში დაკარგულ დროზე.

ამ სტატიაში ძირითად რეცეპტებს შემოგთავაზებთ.


ფენოვანი ცომი

ინგრედიენტები:

500გრ. ფქვილი


200 გრ. კარაქი

250 მლ. კეფირი

1 კვერცხი

მწიკვი მარილი

მომზადება:

ამ ცომის მომზადებისას ყველა ინგრედიენტი, გარდა კარაქისა, ცივი, მაცივრიდან ახალი გამოღებული უნდა იყოს.

1. 450გრ ფქვილისგან გააკეთეთ პატარა გორაკი (დანარჩენი 50 გრამი მუშაობისას დაგჭირდებათ) ცენტრში გააკეთეთ პატარა ჩაღრმავება და ჩაასხით კეფირი და კვერცხი, დაუმატეთ მარილიც. მოზილეთ რბილი ცომი.

image2.კარაქი პატარა ნაჭრებად დაჭერით და მოაფრქვიეთ ფქვილი.

3. გააბრტყელეთ ცომი და ცენტრში მოათავსეთ კარაქის 1/3, დაკეცეთ ცომი კონვერტისებურად, პირები შეუკარით და კარგად გააბრტყელეთ, მხოლოდ ცომი არ გაგეხეთ. გაიმეორეთ ეს პროცესი კიდევ ორჯერ, კარაქის დარჩენილი რაოდენობით. ბოლოს კარგად მოაყარეთ ფქვილი და ცელოფანში შეახვიეთ. შეინახეთ მაცივარში და გამოცხობამდე 30 წთ-ით მაინც გააციეთ.

საყინულეში ეს ცომი 3 თვემდე ინახება.

image


პელმენის ცომი

imageინგრედიენტები:

500 გრ. ფქვილი

2 კვერცხი

200 მლ. ცივი წყალი

1 ს.კ. ზეთი

1/2 ჩ.კ. მარილი


მომზადება:

1.ცალკე ჭურჭელში შევურიოთ კვერცხი, მარილი, წყალი და გავაციოთ.

2.ფქვილში გავაკეთოთ ჩაღრმავება და წვრილ ნაკადად ჩავუშვათ კვერცხიანი სითხე. თანდათან შევურიოთ ფქვილი კიდეებიდან ცენტრისკენ. როცა ცომი ერთგვაროვანი, მაგრამ ჯერ კიდევ წებოვანი იქნება, დავუმატოთ ზეთი და გავაგრძელოთ მოზელა, სანამ ელასტიურ მასას არ მივიღებთ.თუ საჭირო გახდება, დავუმატოთ ცოტა ფქვილიც.

3. მოვათავსოთ ცომი მაცივარში 30 წთ-ით.

4. ეს რეცეპტი ვარენიკების მოსამზადებლადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

image


კლასიკური ბისკვიტი

ბისკვიტი რომ იდეალური გამოვიდეს, რეცეპტის არცერთი პუნქტი არ უგულებელყოთ. არ გამოაღოთ ღუმელი ცხობის დროს და ცხიმი მხოლოდ ფორმის ძირს წაუსვით, რომ ცომი თანაბრად ამოვიდეს.

imageინგრედიენტები:

180 გრ. ფქვილი

4 კვერცხი

100 გრ. შაქარი

15 გ. ვანილინი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი


მომზადება:

1.გააცალკევეთ კვერცხის გულები ცილისგან. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ გულები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2.ცილები გააციეთ და გათქვიფეთ კარგად, ღრუბლისებრი მასის მიღებამდე, შეათქვიფეთ შაქარი და ვანილინი მცირე-მცირე ულუფებით.

3.გულებს დაუმატეთ ცილის მასის 1/3 და თან განუწყვეტლივ ურიეთ. შემდეგ ძალიან აკურატულად, მოფრქვევით ჩააყარეთ ფქვილი დაუმატეთ გამაფხვიერებელიც, ურიეთ ქვევიდან ზევით.

image

4.ბოლოს დაამატეთ დარჩენილი ცილის მასა. ეს ძალიან ფრთხილად და ნელა უნდა გააკეთოთ, რომ ჰაერის ბუშტუკები არ გამოდევნოთ ცომიდან. სწორედ მათ ხარჯზე იწევს ცომი.

5.დაყოვნება არ შეიძლება. მოამზადებთ თუ არა, ცომი მაშინვე გამოსაცხობად უნდა შედგათ.

6. ცხვება 190-200 გრადუსზე, 20-30 წუთი.


სწრაფი საფუვრიანი ცომი

ეს ყველაზე ადვილი რეცეპტია ღვეზელებისთვის, ფუნთუშებისთვის თუ პიცისთვის. თუ დრო არ გაქვთ ცომის მომზადებისთვის, ეს რეცეპტი თქვენთვისაა.

image

ინგრედიენტები:

1 ს.კ. საფუარი

2 ს.კ. შაქარი

3 ჭიქ ფქვილი

300 მლ. თბილი წყალი ან რძე

1 ჩ.კ. მარილი

1/3 ჭიქა ზეთი


მომზადება

1. რძე ან წყალი თბილი უნდა იყოს, 35-40 გრადუსი. გახსენით მასში 3 ს.კ. შაქარი და საფუარი.

2. დააფარეთ სუფთა პირსახოცი და დადგით თბილ ადგილას 15-30 წუთით.

image

3.როცა ცომი ამოვა დაუმატეთ ზეთი და მარილი. პატარ-პატარა ულუფებით დაამატეთ ფქვილი( უმჯობესია გაცრილი) და იქამდე ურიეთ, სანამ ცომი ხელს არ მოსცილდება. ისევ დადგით სითბოში 15-20 წთ-ით. ცომმა მინიმუმ1, 5-ჯერ უნდა მოიმატოს.

4.თუ პიცის მომზადებას აპირებთ, ხელით გააბრტყელეთ ცომი საჭირო სისქემდე.დაალაგეთ გულსართი და გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე 10-15 წთ-ით.

5.ფუნთუშები და ღვეზელები მომზადების წინ ტაფაზე 15 წთ-ით კიდევ დაასვენეთ, რომ ზომაშიც მოიმატონ.

image


ფხვიერი ცომი

საუკეთესოა გალეტისთვის, ტარტალეტკებისა თუ ჩიზქეიქისთვის. ძალიან მალე მზადდება. შეგიძლიათ ლიმონის ცედრა, გატარებული ნიგოზი ან კაკაო დაამატოთ, სურვილის მიხედვით.

image

ინგრედიენტები:

3 ჭიქა ფქვილი

250 გრ. კარაქი

15 გრ. ვანილინი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

2 კვერცხი

მწიკვი მარილი


მომზადება

1. კარგად აურიეთ შაქარი და დარბილებული კარაქი.

2.დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები. მოზილეთ ელასტიური ცომი და დაასვენეთ 30 წთ-ით მაცივარში.

3.გამოჭერით სასურველი ფორმები და გამოაცხეთ 180-200 გრადუსზე 20-30 წთ-ის განმავლობაში.

image


ცომი თხელი ბლინებისთვის

2 ჭიქ ფქვილი

5 კვერცხი

2 ს.კ. ზეთი

2, 5 ჭიქა რძე

მარილი და შაქარი გემოვნებით

image

მომზადება

მიქსერით ან სათქვეფით აურიეთ ყველა ინგრედიენტი ზეთის გარდა. ზეთი ყველაზე ბოლოს დაამატეთ. გააჩერეთ 15 წთ-ით და კიდევ აურიეთ. ცხელ ტაფაზე დაასხით ცოტა, კარგად მოავლეთ ტაფას და გამოაცხვეთ.



ფაფუკი ოლადების ცომი

ეს ოლადები იდეალურია, გაითვალისწინეთ, ყველა ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს.

image

ინგრედიენტები:

0, 5 ლ. კეფირი ( მაწონი)

2 კვერცხი

0, 5 ჭიქა შაქარი

2, 5 ჭიქ ფქვილი

1, 5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი


მომზადება

1.კარგად ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი, დაუმატეთ კეფირი, მარილი და ბოლოს ნელნელა შეურიეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი. უნდა მიიღოთ არაჟნისებური კონსისტენციის ცომი.

2. გააჩერეთ 30 წთ-ით და აღარ ამოურიოთ.

3.როცა ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდება, შეგიძლიათ ცხობა დაიწყოთ. ფრთხილად ამოიღეთ ცომი, რომ ჰაერის ბუშტუკები არ დააზიანოთ.

3. ცხვება დაბალ ცეცხლზე. თავდახურული. როცა ამოაბრუნებთ აღარ დააფაროთ.


რაც მთავარია, გახსოვდეთ:ცომი მომზადებისას ყველაზე მთავარი ინგრედიენტი კარგი განწყობაა. თქვენი განწყობა თქვენს კერძზეც აისახება.




0
1294
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0