x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა მემორიალზე, რატომ არაა პარტიზანების გვარები

image საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლებში გასული საუკუნიდან ათასობით ქართველია დაღუპული, დაწყებული სამაჩაბლოდან და აფხაზეთით დამთავრებული.
თბილისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული ქართველი და საქართველოს მოქალაქე სხვა ეროვნების მებრძოლთა მემორიალია.
ძალზე საწყენია პირადად ჩემთვის, როგორც ქართველისათვის, რომ მათ შორის არცერთი ქართველი პარტიზანის გვარი, რომ არაა ამოტვიფრული.
ჩემთვის ყველა გმირია ვინც საქართველოს ტერიტორიული ერთიანობას შესწირა თავი, მათ შორის პარტიზანები იქნებიან "თეთრი ლეგიონიდან", "ტყის ძმებიდან", "სამურაებიდან" თუ სხვა პარტიზანული რაზმებიდან.
მარტო გალის მოვლენების დროს 18 პარტიზანი შეეწირა შევარდნაძის ავანტიურას- დაებრუნებინათ კონტროლი გალის რაიონზე.
შინაგანი ჯარი მალევე გაიყვანეს, როგორც კი დაიწყო საბრძოლო მოქმედებები და შინაგანი ჯარების მოუმზადებელმა კონტიგენტმა ცოცხალი ძალის დანაკარგი განიცადა. მთელი ბრძოლის სიმძიმე მაშინ პარტიზანებს დააწვა მხრებზე, რომელსაც წარმატებით გაართვეს თავი, სანამ ადგილობრივმა მოსახლეობამ არ დატოვა გალის რაიონი და ენგურზე არ გადმოვიდა უკანასკნელი ქართველი პარტიზანები აკავებდნენ სეპარატისტების და მათი მხარდამჭერების იერიშებს.
ამ ოპერაციას 18 ქართველი პარტიზანი შეეწირა, საერთო ჯამში კი ქართულმა პარტიზანულმა დაჯგუფებებმა თითქმის ორასამდე გულანთებული მებრძოლი დაკარგეს აფხაზეთში მოქმედებისას.
უმეტესობა არ იყო სამხედრო განათლების და გამოცდილების, მაგრამ სამშობლოს სიყვარულმა ააღებინა მათ ხელში იარაღი.
დიდი უმადურობაა სახელმწიფოს მხრიდან, რომ ეს ადამიანები, ვინც ყველაზე ძვირფასი–საკუთარი სიცოცხლე დადო საქართველოსათვის არ იყოს მემორიალზე ამოტვიფრულ გვარებში.
მე შემეძლო გვარები აქაც დამეწერა, მაგრამ არ დავწერე შეგნებულად, რათა საფრთხე არ შემექმნა მათი ნათესავებისათვის გალის რაიონში გადაადგილებისას.

0
89
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0