x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
რატომ დაიწყო აჯანყება იმერეთსა და გურიაში 1819-1820 წლებში? დეტალები ისტორიიდან
რუსეთის საიმპერატორო კარმა მიზნად დაისახა გაეზარდა იმერეთიდან მიღებული სახაზინო შემოსავალი, ამის ერთ-ერთ საშუალებად საეკლესიო რეფორმის გატარება მიიჩნიეს, რომლითაც საეკლესიო გლეხები, სახაზინო გლეხები ხდებოდნენ. ეპარქიების შემცირებასთან ერთად უნდა შემცირებულიყო სამღვდელოების რიცხვიც. 1819 წელს ეგზარქოსმა- თეოფილაქე რუსანოვმა დაიწყო საეკლესიო რეფორმის გატარება იმერეთში.პირველ რიგში უნდა მომხდარიყო საეკლესიო ქონების აღწერა.

რეფორმით უკმაყოფილო იყო მაღალი სამღვდელოება, რომელიც კარგავდა მონოპოლიას საეკლესიო ქონებისა და ეკლესიის შემოსავლის მართვა-მფლობელობაზე. უკმაყოფილო იყო დაბალი სამღვდელოებაც, რადგან ეპარქიების შემცირებით მათი ნაწილი უმუშევარი რჩებოდა . გამსაკუთრებით უკმაყოფილო იყო გლეხობა, რომელსაც საეკლესიო გადასახადი 2-3-ჯერ ეზრდებოდა. ამასთან ერთად გადასახადს ნატურით კი არა ფულით ითხოვდა . საეკლესიო რეფორმით უკმაყოფილო იმერეთის მოსახლეობა 1819 წლის ივნისში აჯანყდა.

ივლისში აჯანყება დაიწყო რაჭაშიც .

მოსახლეობა რეფორმის შეწყვეტას და იმერეთიდან თეოფილაქე რუსანოვის გაძევებას ითხოვდა. 1819 წლის ივლისში გენერალმა ვულიანომოვმა თბილისიდან იმერეთში მიმართვა გააგზავნა. იგი იმერეთის მოსახლეობას პირდებოდა, რომ საეკლესიო რეფორმა აღარ განხორციელდებოდა და რუსანოვსაც გაიწვევდნენ იმერეთიდან. იმერეთში აჯანყება დროებით შენელდა, თუმცა აჯანყებულებს იარაღი არ დაუყრიათ. თბილისიდან იმერეთში გაგზავნილი ჯარის მეთაურმა იმერეთის მოსახლეობას "ცოდვების მონანიება" და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე დაფიცება მოსთხოვა, რაზეც მოსახლეობამ უარი განაცხადა და აჯანყება განახლდა, საბოლოოდ კი იმერეთის მეფედ აჯანყებულებმა ივანე აბაშიძე გამოაცხადეს.image


1820 წლის მარტში იმერეთის ახლად დანიშნულმა მმართველმა პოლკოვნიკმა ივანე პუზირევსკიმ შეიპყტო ღრმად მოხუცებული მიტროპოლოტები დოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე გენათელი, ასევე ივანე აბაშიძე.ივანემ გაქცევა მოახერხა და თავი გურიას შეაფარა. მიტროპოლიტები შეიპყრეს ყოვლად უმსგავსო ფორმით. მათ თავიდან წელამდე ჩამოაცვეს ტომრები და შეუკრეს ხელები . თბილისისკენ მიმავალი, სურამთან გარდაიცვალა ჯარისკაცებისგან სასტიკად ნაცემი მიტროპოლიტი-დოსითეოსი, ხოლო ექვთიმე რუსეთში გადაასახლეს, სადაც მალევე ვარდაიცვალა.image

გურიაში გაქცეულმა ივანე აბაშიძემ ქაიხოსრო გურიელს მიაშურა, იმერეთის მმართველმა ივანე პუზირევსკიმ, ქაიხოსრო გურიელს ივანე ანაშიძის გაცემა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. ამის შემდეგ პუზირევსკი გურიაში შეიჭრა, სადაც იგი პირადი შეურაცხყოფისთვის გურულმა აზნაურმა ბოლქვაძემ მოკლა. პუზირევსკის ნაცვლად დაინიშნა ზგორელსკი. მღელვარება დაიწყო სამეგრელოშიც.

1820 წლის ზაფხულში ივანე აბაშიძე გურიიდან იმერეთში დაბრუნდა და ისევ რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. გრძელდებოდა აჯანყება რაჭაშიც.

0
131
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0