x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დეცენტრალიზაცია განათლების სისტემის ყოველდღიური გამოწვევაა


image
მიუღებელია და ამავე დროს უარგუმენტოა მოსაზრება, რომ ყვე­ლა რე­ფორ­მა მტკივ­ნე­უ­ლია. მართალია რე­ფორ­მე­ბის გარკვეული ნაწილი , რომელიც რაღაც კუთხით ცვლის ცხოვრების ჩვეულ წესსა და აწესებს ახალ შემზღუდავ ბარიერებს ბუნებრივად მტკივ­ნე­უ­ლია , მაგრამ არა იმდენად რომ მოკლევადიან პერსპექტივაში სერიოზული უკურეაქცია მოგვცეს .
რეფორმას ნებისმიერ სფეროში აქვს განსხვავებული ქეისი და წინასწარ გათვლილი ეფექტურობის მაქსიმალური მაჩვენებელი . მითუმეტეს თუკი საქმე ეხება რეფორმას განათლების სისტემაში. უნდა შევთანხმდეთ იმაზე რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში იდეა გათვლილია გრძელვადიან პერსპექტივაზე და ნებისმიერი საპილოტე პროექტი თუ პროგრამა ორიენტირებულია ინოვაციური, თანამედროვე, მარტივად აღქმადი განათლების სისტემისა განერგვაზე . ზოგადად განათლების სისტემა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით, შეიძლება წარმატებული იყოს, როგორც დეცენტრალიზებული მოდელის პირობეში, ასევე წარმატებული შეიძლება ყოფილიყო ცენტრალიზებული მოდელის პირობებშიც კი , თუმცა აღნიშნული სტრატეგიების ეფექტურობისა და მიზნობრიობის მაჩვენებელი სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარეობენ . იქნება ეს სტატისტიკური მაჩვენებლები, საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა თუ სხვა . ის თუ რამდენად იყო არგუმენტირებული ცენტრალიზებისა თუ დეცენტრალიზების მომხრეთა პოზიციები ეს ცალკე მსჯელობის საკითხია. რა თქმა უნდა სკეპტიკურად იყო განწყობილი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, მაშინ როცა მკვეთრი ნაბიჯები იდგმებოდა განათლების სისტემის დეცენტრალიზაციის კუთხით.საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული დეცენტრალიზაციის რეფორმის აუცილებლობის იდეას ზოგადად ყველა ეთანხმებოდა, მაგრამ განხორციელების გზებთან მიმართებაში სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს შორის არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა. ერთ- ერთი მტკივნეული რეფორმის დეცენტრალიზაციის შედეგად სკოლის დონეზე მმართველ სტრუქტურულ რგოლებს შორის კომპეტენციების გადანაწილების დაკვირვბის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სამეურვეო საბჭოების შექმნითა და ფუნქციების არსებული ფორმით გადანაწილების გზით, თეორიული თვალსაზრისით ჩვენ მივიღეთ დემოკრატიის ძალიან მაღალი დონის მოდელი – მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები ჩართული არიან ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, როგორებიცაა სკოლის ბიუჯეტის დამტკიცება და მისი შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენა, სკოლის შინაგანაწესის დამტკიცება, სასკოლო სასწავლო გეგმის შეთანხმება, დისციპლინური კომიტეტისა და სააპელაციო საბჭოს ფორმირება,
სკოლის დირექტორის არჩევა და მისი შრომის ანაზრაურების ოდენობის განსაზღვრა, თანხმობის გაცემა ბიუჯეტის მაღალპროცენტიან ხარჯვაზე,
და სხვა. ასევე დემოკრატიის მაღალი ხარისხის გამოვლინებად უნდა
ჩავთვალოთ პედაგოგიური საბჭოს საქმიანობა. კერძოდ ეს ორგანო, დირექტორის მონაწილეობით, შეიმუშავებს სკოლის ფუნქციონირებისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს - სასკოლო სასწავლო გეგმას და სამეურვეო საბჭოს თანხმობით ამტკიცებს მას. რა თქმა უნდა რეფორმის დაანონსებისთანავე გაჩნდა ილუზია იმისა რომ დეცენტრალიზაციის ამგვარი პროექტი ვერ იმუშავებდა და ვერ იქნებოდა იმგვარად ეფექტური, რომ მოეხდინა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სრული დემოკრატიზაცია, ფუნქცია მოვალეობათა ეფექტური გადანაწილება . რა თქმა უნდა მაშინდელი რეფორმა დღესაც ვერ პასუხობს იმ გამოწვევას რა გამოწვევის წინაშეც დგას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ რეფორმა იყო შეცდომა .გრძელვადიან პერსპექტივაში ნებისმიერი რეფორმა, რომელმაც რაღაც მაინც შეცვალა პროგრესული განვითარების კუთხით დღეს არსებული გამოწვევების ფონზე საჭიროებს ფუნქციურად გამდიდრებას . სკოლების დეცენტრაკიზაციის რეფორამა არ დამთავრებულა სკოლებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტატუსის მინიჭებითა და მათთვის საბანკო ანგარიშების გახსნით, არც სკოლებში ფუნქციური რგოლების შექმნით . ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დეცენტრალიზაცია განათლების სისტემის ყოველდღიური გამოწვევაა,
ვიღაცისთის ხარვეზია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა, ვინაიდან თავად არის შეუჩვეველი რეფორმების ამგვარ სიხშირეს და სიახლეების ამგრავ შემოდინებას . ბუნებრივია რომ პრობლემები და გარკვეულწილად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები იწვევს დაბნეულობას, გასაგებია რომ ტექნიკურად და პრაქტიკულად სქემით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება (რაღაც კუთხით) შეუძლებელია ხშირად არარსებული ტექნიკური ბაზისა თუ ნაკლებად ადაპტირებული სამუშაო გარემოს გამო, მაგრამ იმ ფონზე როცა რეფომრაა ჯერ კიდევ დახვეწის პროცესში არავის არ უნდა უკვირდეს ტექნიკური შინაარსის ხარვეზები .
დარწმუნებული ვარ წლების შემდეგ, გრძელვადიან პერსპექტივაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემა დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს განათლების სისტემაში განხორციელებულ წარმატებულ რეფორმათა შორის .
ბევრი სკეპტიკურად ხედავს მინისტრის ინოვაციულ მიდგომას თუნდაც პროფესიული განათლების წახალისების კუთხით .მოგეხსენებათ ახალი ინიციატივის ფარგლებში დიდი ალბათობით შესაძლოა საბაზო საფეხურის მოსწავლეს მიეცეს უმაღლესი გამათლების მიღების უფლება იმ შემთხვევაში თუკი მოსწავლე დაეუფლება პროფესიულ განათლებას . ამგვარი მიდგომით ესეც გრძელვადიან პერსპექტივაში მოგვცემს იმგვარ შედეგს, რომ "მოგებული" დარჩეს როგორც სახელმწიფო (ქვეყანაში გაჩნდება პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური კადრი ) , ასევე მოსწავლე (მიღებული პროფესიული და უმაღლესი განათლება ) .
ვფიქრობ დროულია შემცირდეს სახელმწიფო უმაღლესი აკრედიტირებული სასწავლებების რაოდენობა და თუნდაც მათ ბაზაზე გაიხსნას პროფესიული სასწავლებლები. მეტიც, მიზანშეწონილია თუკი პროფესიული სასწავლებლები გაიხსნება ყველა მუნიციპალურ ცენტრში, თვითმმართველ ქალაქსა თუ თვითმმართველ თემში , რათა ახალგაზრდებს მიეცეთ საშუალება ადგილზე, საკუთარ რაიონშივე მიიღონ პროფესიული განათლება .
ეს იქნება ძალიან დიდი ნაბიჯი, გადადგმული ქართული საგანმანათლებლო სისტემის რეინკარნაციის მიზნით .
ამავე დროს მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო სისტემებში პროფესიული სასწავლებლების პოპულარიზაიის მიზნით ფართომასშტაბიანი და მოცულობითი კამპანიის წარმოება, რათა მასწავლებელმაც, მშობელმაც და მოსწავლემაც გაიაზროს რომ არაა სირცხვილი გამოხვიდე სკოლიდან საბაზო საფეხურის დაძლევისთანავე და მიიღო პროფესიული განათლება. ქვეყანას ჭირდება პროფესიონალი კადრები ყველა მიმართულებით

ერთია განახორციელო ინოვაციური, თანამედროვა, ადაპტირებული, საერთაშორისო დონეზე აპრობირებული პროგრამა /პროექტი/ რეფორმა და მეორეა ის თუ რამდენად მზად არის საზოგადოება დახვდეს ამ რეფორმას და სწორად გაიგოს და აღიქვას ის .
სამწუხაროდ ჯერ
კიდევ საზოგადოება, როგორც ჩანს, არ არის მზად უპასუხოს ყოველდღიურ გამოწვევას არცერთ სფეროში .
სამწუხაროდ საზოგადოება ჯერ კიდევ თავსმოხვეული საბჭოთა მენტალიტეტით ვერ ეგუება პროგრესულ იდეების ამგვარ შემოდინებას და სწორედ ამიტომ ნებისმიერი სახის რეფორმა ჩვენში მტკივნეულია ... . .

#მეტირეფორმაგანათლებას

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ბექა ვირსალაძე
ბექა ვირსალაძე
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0