x
image
ნინო ბაისონაშვილი
ინტერნეტგამოცემები, რომლებიც ანტითურქული განწყობის გაღვივებას დეზინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ საქართველოში
სოციალურ ქსელ“ფეისბუქში“ გასულ წელს, ოქტომბერში, ზოგიერთმა ინტენეტგამოცემამ გაავრცელა დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, საქართველოს მოქალაქე ქურთუკის ქურდობისთვის მოკლეს. ეს გამოცემებია: digest.pia.ge, alia.ge, geonews.ge, geomediapress.ge, cyc.ge, ასევე npa.ge. აღსანიშნავია, რომ ხსენებული სააგენტოები საკმაოდ ხშირად ავლენენ ანტითურქულ განწყობას. ინფორმაცია გარდაცვლილი ქართველის შესახებ ეფუძნება მოძრაობა “ქართულ მარშთან“ დაახლოებული პირის, ლევან ხიდიშელის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს სოციალურ ქსელში ჰათშეგით: “თურქეთი მტერია“.

image


მედიის განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში შექმნილი გამოცემა “მითების დეტექტორი“ წერს, რომ ფოტოზე ასახულია ეთნიკურად თურქი მამაკაცი, რომელიც სასტუმრო “Ozsa“-ს მესამე სართულიდან გადმოხტა და, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაცია თურქეთში მოკლული ქართველის შესახებ უარყო, როგორც თურქეთის საელჩომ, ისე სასტუმროს ადმინისტრაციამ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ფოტოზე თურქეთის მოქალაქე იყო ასახული და არა ნაცემი ქართველი. მოგვიანებით ლევან ხიდიშელმა სტატუსი წაშალა, თუმცა სიახლე სწრაფად გავრცელდა და არაერთი სიძულვილისშემცველი კომენტარი მოჰყვა ზოგადად თურქი ხალხის მისამართით.

image


image

მივიწყებული დეზინფორმაცია რადმდენიმე დღის წინ “გააცოცხლა“ და ხელახლა გამოაქვეყნა რუსული წარმოშობის სააგენტომ სახელად -“ Geowebs.ru“, რითიც კიდევ ერთხელ შეძლო ანტითურქული “ისტერიის“ გამოწვევა სოციალურ ქსელში და ფესიბუქმომხმარებელთა გარკვეული ნაწილის გაღიზიანება სიცრუის ტირაჟირების გზით. ცალსახაა, რომ, მსგავსი გამოცემების საშუალებით, მიმდინარეობს არცთუ წარუმატებელი ანტითურქული პროპაგანდა და გარკვეული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საქართველოში ანტითურქული განწყობის შექმნას. ასევე ყურადღებას იპყობს ის ფაქტიც, რომ აღნიშნული საიტები იშვიათად, შეიძლება ითქვას, თითქმის არასდროს არ უთმობენ დროს რუსეთის ქმედებებს ქვეყნის ოკუპირებულ ნაწილში.





26
412
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
412
  
2018, 6 აპრილი, 19:11
მართალი ხართ , ხატია, მეგობარი რას ნიშნავს? ქვეყნებს თავისი ინტერესები ამოძრავებთ, მაგრამ მედია სიცრუის ტირაჟებას არ უნდა ახდენდეს, ბატონების წყრომა ამან რატომ გამოიწვია, ჩემთვის გაუგებარია
2018, 6 აპრილი, 17:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 6 აპრილი, 13:00
ძალიან მაცინებთ , ყოველგავრი არგუმენტის გარეშე.. ,,ისე , ისტორიაში არ ხარ ჩახედული, რელიგიაში არ ხარ ჩახედული, იურისპრუდენციაში არ ხარ ჩახედული ,,- გადაცვეთილი მეთოდებია და ჩემზე არ წრის აბა დღემშვიდობისა
2018, 6 აპრილი, 13:00
თქვენ წარმოიდგინეთ საფრანგეთი, საბერძნეთი და იტალიაცაა სტატისტიკაში მოცემული...
2018, 6 აპრილი, 12:58
რუსეთში ბევრად მეტია.
რაა სასაცილო, თითოეულ დაღუპულზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს მოკვლევა.
გეტყობათ იურისპრუდენციაში, რომ არ ხართ ჩახედული.
2018, 6 აპრილი, 12:55
რუსეთში დახოცილთა შესახებ რას გვეტყვით , რამდენია , ბევრი ცოტა თუ არცერთი ?
2018, 6 აპრილი, 12:54
ჰჰაჰაჰაა , გრიფი ადევს ხომ ? :დ
2018, 6 აპრილი, 12:53
სამწუხაროდ გრიფი ადევს და გასაჯაროება
მე არ შემიძლია, ზემდგომების ნებართვის გარეშე.
გამოდის მე ბრმა ვყოფილვარ :))
2018, 6 აპრილი, 12:32
ეს გამოცემები ცალსახა მისიით არის შექმნილი და მუსაობენ თავიანთი მიმართულებით, ეს ბრმა უნდა იყო, რომ ვერ შენიშნო. სტატისტიკას თუ მომაწვდით, მადლობელი დაგრჩებით
2018, 6 აპრილი, 12:27
მე ვიცი ეს ბიჭი თურქი რომაა და სასტუმროდან, რომ გადმოხტა.
ხშირად გამოცემები ეყრდნობიან წყაროს მითითებით სხვა გამოცემის ინფორმაციას და ასე ცალსახად მათი დეზინფორმაციის გამავრცელებლად მოხსენიება არაა ეთიკური-ამისთქმა მინდოდა პირველივე კომენტარიდან.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10