x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ცხენის ხინკალი, გუფთა, ქაბაბი და ვირის ხორცის ბლინები - დაჯარიმებულ საწარმოთა სია
image
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცისა და ხორცპროდუქტების ნიმუშების შემოწმებისას, 9 შემთხვევაში ცხენისა და ვირის ხორცი გამოავლინა. სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სახეობრივი კვლევის (ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა. შვიდ ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო ორ ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი.


მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა დაევალათ, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიკვლევადობის პრინციპით შეამოწმა ი/მ „დავით წოწკოლაურის“ კუსტარული წარმოება, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები და დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელიც დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა.


ანალოგიური შემთხვევები რამდენიმე თვის წინაც გამოვლინდა, მაშინ 12 ობიექტი დაჯარიმდა.


image



ამავე თემაზე: კვების ობიექტების სია, სადაც კერძებს ცხენისა და ვირის ხორცით ამზადებენ


0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0