x
image
lady.ge
ბედი და ასტროლოგია -ნაწილი მეორე

imageმაშ ასე ვაგრძელებთ, სტატიების ციკლს საიმისოდ რომ ასტროლოგიაში უფრო საფუძვლიანად და ფართოდ გავერკვეთ. საიმისოდ რომ ადამიანმა საკუთარი პირადი რუკის ე.წ "წაკითხვა" ისწავლოს, აუცილებელია მან ეს რუკა შეადგინოს ჯერ. რუკის შესადგენად გამოგადგებათ სხვადასხვა საიტი მაგალითად
http://www.astro-online.ru/ რომელზეც თქვენი პირადი მონაცემების მიხედვით შეძლებით რუკის შედგენას. imageთუმცა რუკის შედგენის შემდეგ, უკვე პლანეტების რაობასა და მათ ასპექტირებაში უნდა გაერკვეთ (ანუ გაიგოთ თუ რომელი პლანეტა რას განაგებს, რა გავლენას ახდენს ჩვენზე და ა.შ). ეს ყველაფერი კი ეტაპობრივად უნდა ისწავლოთ. თუმცა მანამდე მე ვეცდები მარტივად აგიხსნათ თუ რა და როგორ მუშაობს. ადამიანის ხასაიათს განაპირობებს ორი უმთავრესი პლანეტის სინთეზი, ეს არის მზე (მაგ. დაიბადეთ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით ე.ი მზით მშვილდოსანი ხართ) და მთვარე რომლის განლაგებასაც თქვენ პირადი რუკით გაიგებთ, მთვარე განაპირობებს ადამიანის ქვეცნობიერ ბუნებას, მზე კი ცნობიერს, ამიტომ თუ თქვენ ვერძი ხართ და ამ დროს აღმოაჩენთ რომ ვერძისთვის დამახასიათებელი სიფიცხე ნაკლებადაა თქვენ ხასიათში გამოხატული, იმის გარკვევას კი ნუ იჩქარებთ შემთხვევით აყვანილი შვილი ხომ არა ხართ ოჯახში, პირად რუკას გადახედეთ და ნახავთ რომ მთვარე აუცილებლად რომელიმე მშვიდ ზოდიაქოს ნიშანში გექნებათ (მაგ. კურო, თხის რქა, თევზები და ა.შ). არსებობენ ე.წ "კეთილი" და "ბოროტი" ანუ დამსჯელი პლანეტები, რომელთაც ადამიანის ცხოვრებაში მკაცრი მასწავლებლის როლი აკისრიათ. აქედან გამომდინარე მათი მეშვეობით ხდება ჩვენს თავს სხვადასხვა სახის განსაცდელები, იქნება ეს უიღბლო ურთიერთობები (ვენერას ასპექტები), ფინანსური პრობლემები (სატურნის სფერო) თუ მოულოდნელი ცვლილებები (სფერო რომელსაც განაგებს პლანეტა ურანი). სწორედ ამ პლანეტების ასე ვთქვათ "დამოკიდებულებას" ვკითხულობთ პირადი რუკის მეშვეობით და შესაბამისად ადამიანის ბედისწერაზე მსჯელობაც საკმაოდ ადვილი ხდება. თუმცა აქვე დაიმახსოვრეთ ერთი უმთავრესი პრინციპი, რომელსაც ასტროლოგია ეფუძნება " სამყაროში, ყველაფერი კორექციას ექვემდებარება" - ანუ არ არსებობს პრობლემა გამოსავალის გარეშე! როცა ვიცით რაშია ჩვენი ნაკლი (რასაც პირადი რუკის მეშვეობით ვადგენთ) მასზე მუშაობა და პრევენციული ზომების მიღებაც გაცილებით ადვილი ხდება.


გაგრძელება იქნება..

3
3305
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
3305
  
2012, 4 ივლისი, 19:09
2009იანი
2012, 4 ივლისი, 19:09
აუმითხარით 27 დეკემბერს დაბადებული დილის 7 30 ზე როგორი ზოდიაქო აქვს
0 1 3