x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
მარწყვის და თეთრი შოკოლადის უგემრიელესი დესერტი ცხობის გარეშე

imageimage


image

ინგრედიენტები:

ორცხობილა 250გ


კარაქი ან ქოქოსის ზეთი-80გ

მარწყვის ფენისთვის:

მარწყვი-300გ

შაქარი-50 გ

ჟელატინის ფხვნილი-5გ

ცივი წყალი-30გ

ნაღები(35%)-200გ

თეთრი შოკოლადის ფენისთვის:

თეთრი შოკოლადი-200გ

ნაღები 35%-350გ

ჟელატინის ფხვნილი-5გ

ცივი წყალი-30გ


1.მოვამზადოთ მარწყვის მუსი, მარწყვი დავჭრათ, დავაყაროთ შაქარი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე სანამ შაქარი არ გაიხსნება, როდესაც მასა გაგრილდება დავაბლენდეროთ. პარალელურად ჟელატინს დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 10 წუთით, შემდეგ კი შევურიოთ მარწვის მასას.

2.ორცხობილა ძალიან წვრილად დავფშვნათ და ავურიოთ გამდნარი კარაქი, შემდეგ კი გადავიტანოთ დაახლოებით 20სმ ფორმაში და მჭიდროდ დავპრესოთ.

3.თეთრი შოკოლადის მუსი ისევე მზადდება, როგორც მარწყვის. თეთრ შოკოლადს დავასხათ 150გ ნაღები, გავადნოთ ორთქლზე და დავამატოთ ჟელატინი. ავთქვიფოთ ნაღები შესქელებამდე და შევურიოთ შოკოლადიანი მასა.

4.მასა დავასხათ ორცხობილის ფენას და 15-20 წუთით შევდგათ მაცივარში.

5.ავთქვიფოთ ნაღები შესქელებამდე, ნაღები აუცილებლად ცივი უნდა იყოს, დავამატოთ მარწყვის მასა და ვთქვიფოთ მანამ, სანამარ მივიღებთ ერთგვაროვან მასას.

6.მარწყვის მუსი დავასხათ თეთრი შოკოლადის ფენას.

7.ნამცხვარი შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათით ან მთელი ღამით, მზა დესერტი მოვრთოთ მარწვით.

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:ANNA B
ANNA B
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0