x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
მსუბუქი, მარტივი და უგემრიელესი პასკა "პანეტონე" ხვანჭკარასთან ერთად
პასკა

"მდიდრული პური" ასე ითარგმნება იტალიურიდან პასკა "პანეტონე". გირჩევთ, სცადოთ სააღდგომოდ ამ რეცეპტით პასკის გამოცხობა - ნამდვილად არ ინანებთ... ტრადიციულად, ღვინოს ჩვენ შეგირჩევთ.

ინგრედიენტები:

ქიშმიში - 170 გ;
თეთრი რომი - 20 მლ;
ცხელი წყალი - 20 მლ;
კვერცხი - 3 ცალი;
ვანილი 1 შეკვრა;
თაფლი - 40 გ;
ცუკატები - 130 გ;


image

ფქვილი - 540 გ;
შაქარი - 150 გ;
მშრალი საფუარი - 5 გ;
მარილი - 2 გ;
1 ლიმონის ცედრა;
დარბილებული კარაქი - 250 გ;
გამდნარი კარაქი - 1 ს/კ;
ცივი კარაქი - 1 ს/კ;

მომზადების წესი:

1. ქიშმიშს დაასხით 2 ს/კ თბილი წყლისა და რომის ნაზავი;

2. ფქვილში ბლენდერის მეშვეობით აურიეთ საფუარი, შაქარი, მარილი, ლიმონის ცედრა, ვანილი.შეგიძლიათ გამოიყენოთ ვანილის გახეხილი ჩხირიც: პასკა მეტად არომატული გამოვა.

ცალკე ათქვიფეთ კვერცხი თაბილ წყალთან და თაფლთან ერთად.

image3. მშრალი მასა შეურიეთ კვერცხისა და თაფლის მასა ბლენდერის მეშვეობით. ცომი ერთგვაროვანი უნდა გამოვიდეს. ნელ-ნელა ჩაუმატეთ დარბილებული კარაქი, თითო კოვზით და თან შეუჩერებლად თქვიფეთ.

4. ერთმანეთში აურიეთ გაფუებული ქიშმიში, ცუკატები და გამდნარი კარაქი, მიღებული მასა შეურიეთ ცომს.

5. მოათავსეთ მიღებული ცომი მოზრდილ ჯამში, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი. ცომს დაახლოებით 15 საათი დაჭირდება გასაფუებლად, უნდა მოიმატოს სამჯერ, ამიტომაც წინასწარ განსაზღვრეთ ჯამის ზომა.

განაგრძეთ კითხვა

0
53
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0