x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133854
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508145
რა თვისებებით გამოირჩევიან სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები?

სასწორის ნიშანია ჰაერი, იგი ვენერას მფარველობის ქვეშაა. გამოირჩევა რბილი, მშვიდი ხასიათითა და ნათელი გონებით, ვენერა უხვად აჯილდოვებთ მათ სიყვარულის ნიჭით, ელეგანტურობითა და მომხიბვლელობით. ისინი ადვილად პოულობენ ჰარმონიას ცხოვრებაში, მაშინაც კი როცა ძალიან უჭირთ. არ უყვართ ჩხუბი, უსიამოვნებები, გართულებები.


image


ყოველთვის ცდილობენ გახსნან უსიამოვნებათა კვანძი, თუნდაც სრულიად მარტივი გზით. მათთვის ყველაზე უფრო ძვირფასია სიმყუდროვე, სიმართლის მოყვარული ადამიანები არიან, მაგრამ თუ სიმართლისათვის ბრძოლაა საჭირო, მალე თმობენ ბრძოლის ველს.


image



ამ ნიშნით დაბადებულები ბედს განებივრებულები ჰყავთ, უყვართ თავაზიანობა, ტაქტი, მხიარული ხასიათი და გულკეთილობა. ისინი შესანიშნავი ადვოკატები, დიპლომატები, ჟურნალისტები, მსახიობები არიან.


image


მათ ძალიან უყვართ გვიანობამდე ძილი, საჩუქრები, ტკბილეული; მათი მთვარი მიზანია სიყვარული... სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა, ისინი ყოველთვის დადებითები, მზრუნველები, სასიამოვნოები არიან.


ასევე, დაგაინტერესებთ:

როგორები არიან ტყუპების ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები?

რა ელით მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებს?

როგორები არიან ლომის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები?

დადგა თხის რქის პერიოდიც, საინტერესოა, რა თვისებები ახასიათებს მას?

დაიწყო მშვილდოსნების დრო... რა თვისებები გამოარჩევთ მათ სხვა ნიშნებისაგან?

რა თვისებები გამოარჩევთ მერწყულებს?

0
410
4-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
410
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0