x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«სამეული» – ვარდის სახლის პირობებში გახარების საუკეთესო მეთოდით
image


იმისთვის რომ საყვარელი ადამიანის მიერ ნაჩუქარი ვარდები ყოველთვის ჩვენთან იყოს, მხოლოდ სურათზე კი არა, რეალურ ცხოვრებაშიც, შეგვიძლია, წლის ნებისმიერ დროს, სახლის პირობებში გავახაროთ. ერთი წლის შემდეგ, ახალგაზრდა ვარდი კოკრებს გამოიტანს და ცხოვრების ბედნიერი დღეების თბილ და ნაზ მოგონებებს გაგვიღვიძებს... როდესაც ლარნაკში მოთავსებული ვარდები ჭკნობას დაიწყებს, შესაძლებელია კალმების გაკეთება და ვარდის დაფესვიანება. ასე, რომ, ზეიმი მუდმივად გაგრძელდება. რა თქმა უნდა, 100% გარანტია არ არსებობს, მაგრამ ცდად, ნამდვილად ღირს.



კალმის მომზადება


კალამი 20-25 სანტიმეტრის უნდა იყოს. ჩამოაჭერით ვარდს ქვედა ნაწილი ირიბად, ქვედა ფოთლიდან 1, 5-2 სმ-ით ქვევით. გაითვალისწინეთ, რომ ღერო ფანქრის სისქის უნდა იყოს, არც ძალიან სქელი და არც წვრილი. მოაცილეთ მას ეკლები და ფოთლები, დაუტოვეთ ზედა ფოთლები ან ფოთლის ნაწილი, – ეს ფოტოსინთეზისთვის არის საჭირო. ფოთლების მოცილებისას, გამოიყენეთ ბაღის მაკრატელი და ისე მოაჭერით, როგორც სურათზეა ნაჩვენები.image
image

image

ჯადოსნური ხსნარი, «სამეულის» რეცეპტი და ვარდის დარგვა


იმისთვის, რომ კალმიდან ვარდი გაიზარდოს, ის წყალში კი არა, როგორც ამას ბევრი აკეთებს, სპეციალურ ხსნარში უნდა ჩავდოთ. ხსნარის მომზადება მარტივია და არც ინგრედიენტებია რთული საშოვნელი. ეს საშუალება, მხოლოდ ღეროს რეანიმირებას კი არ ახდენს, მას ფესვების გაზრდაშიც ეხმარება.

«სამეულის» რეცეპტი კი ასეთია:


ინგრედიენტები:



თაფლი – 1 ჩ. კ.

ალოეს წვენი* – 2 ჩ. კ.

ხის დაფხვნილი ნახშირი – 1 ჩ. კ.

ოთახის ტემპერატურაზე დაყენებული, წინა დღეს აღებული წყალი – 1 ჭ.


ალოეს წვენი* – მცენარის ფოთლები, ვიდრე წვენს გამოწურავთ, 1 დღე-ღამე მაცივარში შეინახეთ.

I. ინგრედიენტები მოათავსეთ ჭიქაში, ჩაასხით ნახევარზე მეტი წყალი და მოურიეთ, ყველაფერი კარგად რომ გაიხსნას.

II. მოათავსეთ კალმები ხსნარში და გააჩერეთ 6 საათი.

მინი-სათბური


III. ხსნარიდან ამოღების შემდეგ, კალამი უნდა ჩაირგას ყვავილების ან სტანდარტულ სუბსტრატში (მაღაზიებში იყიდება). გრუნტის გარდა მნიშვნელოვანია კარგი დრენაჟი. ამიტომ, ქოთნის ძირში, 2 სმ-ს სიმაღლეზე, კერამზიდი ან კენჭები ჩაყარეთ. გააკეთეთ გრუნტში პატარა ღრმული და მოათავსეთ კალამი. მიწა მიაყარეთ და კარგად ჩაამაგრეთ.

IV. დაუსხით წყალი, ჩამოაცვით ქოთანს პოლიეთილენის პარკი და დადგით თბილ, მყუდრო ადგილზე, მზის სხივებისგან მოშორებით. სახლის პირობებში, ასეთი ადგილი სამზარეულოს კარადის თავია. იქ ყოველთვის თბილი ჰაერი ტრიალებს.

image

image


მოვლა


ნიადაგი ნოტიო უნდა იყოს, ამიტომ რეგულარულად დაუსხით წყალი. კვირაში 3-ჯერ კალამს სუნთქვის საშუალება მიეცით: პარკი გახსენით და ჰაერი შეუშვით. მაგრამ, მთლიანად არ მოხსნათ.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageროგორ დავაფესვიანოთ ვარდი სახლის პირობებში (3 მეთოდი)
ვარდის ყველაზე ლამაზი ჯიშები

ვარდები ეზოში და სახლის ირგვლივ

ნატურალური საშუალებები ვარდების და სხვა მცენარეების სამკურნალოდ და გაძლიერებისთვის

0
1056
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1056
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0