x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
"ფაროსანა საქართველოში ხელოვნურად შეიქმნა"
image რუსეთის "ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური" ამტკიცებს, რომ საქართველოში ხელოვნურად შეიქმნა აზიური ფაროსანა, რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებულნი საქართველოსა და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში.

2 აპრილიდან რუსეთი გეგმავს გარკვეული პროდუქციის იმპორტირების აკრძალვას ოკუპირებულ აფხაზეთში "კრიტიკული ფიტოსანიტარული მდგომარეობის" გამო.

რუსეთის "ფედერალური ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახური" იუწყება. რუსულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რათა თავიდან აიცილოს რუსეთის ტერიტორიაზე ფაროსანას, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან, გავრცელების ალბათობა.

24-25 მარტს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადასტურდა რეგიონში ყავისფერი მარმარილოს ფაროსანას არსებობა.


"ჯერჯერობით, აფხაზურ მხარეს არ შეუძლია იმის გარანტია მოგვცეს, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება. არ არის გამორიცხული, რომ საქმე გვქონდეს ბიოლოგიური იარაღის გამოყენებასთან. არსებობს რამდენიმე ამერიკული ბიოლოგიური ლაბორატორია საქართველოში და ჩვენ არ ვიცით, რას აკეთებენ ისინი", - განაცხადა რუსეთის "ფედერალური ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის" სპიკერმა.

ქართული მედიის ცნობით, შარშან აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დაახლოებით 25 მილიონი რუსული რუბლი ($ 4.3 მილიონი) დახარჯა აზიური ფაროსანის წინააღმდეგ ბრძოლის დროს, მაგრამ ყოველგვარი წარმატების გარეშე, რადგან მათი რაოდენობა უკვე გაორმაგდა.

გაურკვეველია თუ რამდენ ხანს გაგრძელდება აკრძალვა, რადგან აზიური ფაროსნების რიცხვი სწრაფად იზრდება, რის გამოც აღმოფხვრის პროცესის ხანგრძლივობა ჭიანურდება და ზოგჯერ წლებსაც კი საჭიროებს.

2016 წელს პირველად იტყობინებოდა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული აფხაზეთი ყავისფერი მარმარილოს ფაროსანას "გამოჩენაზე", რამაც თხილის მოსავალს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, ადგილობრივი მოსახლეობის ერთადერთ შემოსავალს.

0
98
1-ს მოსწონს
ავტორი:ჩუმარდო
ჩუმარდო
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0