x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
 დღეს  რუსთავი 2"-ის ეთერში  ახალი  მუსიკალური მეგაშოუ  "მხოლოდ ქართული" იწყება

დღეს რუსთავი 2"-ის ეთერში ახალი მუსიკალური მეგაშოუ "მხოლოდ ქართული" იწყება. პროექტმა საქართველოს ყველა რეგიონში უკვე იმოგზაურა. როგორც "რუსთავი 2"-ის მთავარი რეჟისორი და ახალი პროექტის რეჟისორი ნიკა ლომიძე ამბობს, ეს იქნება მუსიკალური კონკურსი, სადაც კონკურსანტები მხოლოდ ქართულ სიმღერებს შეასრულებენ. მისი თქმით, მეგა შოუ"მხოლოდ ქართული" ჩვეულებრივად, მუსიკალური კონკურსის პრინციპს ეფუძნება, კომკურსანტები მიიღებენ ჟიურის სამართლიან შეფასებას. ხოლო მაყურებელსერთი ტელეფონიდან მხოლოდ ერთი ზარის გაშვების უფლება ექნება. ნიკა ლომიძხის თქმით, ჟიურისა და მაყურებლის ხმები გაიყოფა. მისივე თქმით, კასტინგებით სულ 10 ფინალისტი შეირჩევა, მაყურებელი კი 8 ლაივ კონცერტს იხილავს. როგორც ცნობილია, კასტინგის ჟიურის წევრები მარინა ბერიძე, სოფო ნიჟარაძე და გიორგი უშიკიშვილი არიან. ორი ჟიურის წევრის ვინაობა კი ამ დრომდე უცნობია პროექტის რეჟისორის თქმით, მათგან ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ყველა ტურზე შეიცვლება. ნიკა ლომიძე აცხადებს, რომ მაყურებელს ერთმანეთისგან განსხვავებული ტურები ელის, კონკურსანტებს კი ლაივ კონცერტებზე თავის მოსინჯვა ყველა ჟანრში მოუწევთ და ქართველი თუ არაქართველი მელომანებისთვის მხოლოდ ქართულ სიმღერებს შეასრულებენ. შოუს რეჟისორი ამბობს, რომ მაყურებელს საინტერესო სანახაობა ელოდება.

image

0
35
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0