x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კოსმოსში „დავიწყებული“ რუსი კოსმონავტი.( მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, იური გაგარინის შემდეგ)  
image




1994 წლის 3 თებერვალს შედგა რუსი კოსმონავტის პირველი გაფრენა ამერიკული კოსმოსური ხომალდით . ეს იყო სერგეი კრიკალიოვის გაფრენა ხომალდით „დისკავერი“ . ორბიტაზე ხომალდს სავენტილაციო სისტემა გაუფუჭდა . ამერიკელებს ჰქონდათ ასეთი ინსტრუქცია: ნებისმიერი გაუმართაობის შეტყობინება დედამიწაზე და მითითებების დალოდება. სანამ ჰიუსტონში მსჯელობდნენ რა ექნათ, სავენტილაციო მილებში დაგროვებულმა კონდესატმა გაყინვა დაიწყო, სასწრაფოდ იყო ზომები მისაღები.



image


კრიკალიოვს არ სურდა ჩარევა. მაგრამ როდესაც ასტრონავტებმა ჰკითხეს: „შენ როგორ მოიქცეოდი?“ _ სერგეიმ უპასუხა: „ შევაკეთებდი“. შემდეგ კი ადგა და _ გააკეთა.







1990 წლის დეკემბერში კრიკალიოვმა მზადება დაიწყო სადგურ „Мир“-ზე მეცხრე ექსპედიციაში მონაწილეობისთვის. „Союз ТМ-12“ გაშვებული იქნა ანატოლი პავლეს ძე არცერბარსკის მეთაურობით, ბორტინჟინერის კრიკალიოვის და ბრიტანელი ასტრონავტის ჰელენ შარმანის მიერ 1991 წლის 19 მაისს. ერთი კვირის შემდეგ შარმანი დაბრუნდა დედამიწაზე პირველ ეკიპაჟთან ერთად. ხოლო კრიკალიოვი და არცერბარსკი

სადგურ «Мир»-ზე დარჩნენ.




image




მათ ზაფხულის განმავლობაში ღია კოსმოსში ექვსი გასვლა განახორციელეს, ამასთანავე ჩაატარეს მრავალრიცხოვანი სამეცნიერო ექსპერიმენტები და სადგურის ტექნიკური სარემონტო სამუშაოები.



image




1991 წლის მაისში მეორედ გაფრენისას სერგეი კრიკალიოვი ვერც კი იფიქრებდა, რომ დედამიწაზე მომხდარი მოვლენები მას „კოსმოსში ჩატოვებდა“. 1991 წლის 19 მაისს მან ეკიპაჟთან ერთად «Союз ТМ-12» -ით სტარტი აიღო ორბიტალურ სადგურ «Мир»-ისკენ. კოსმოსური ექსპედიციის ეკიპაჟმა ყველა საფრენი დავალება წარმატებით შეასრულა. მაგრამ 1991 წლის აგვისტოს მოვლენებმა თავისი კორექტივები შემოიტანა.

საჭოთა კავშირის დაშლამ ქვეყნის დამანგრეველი ცვლილებების ჯაჭვი გამოიწვა. მნიშვნელოვნად შემცირდა კოსმოსური პროგრამების ბიუჯეტი. სხვა ქვეყნებთან არსებული ვალდებულებები კი შეუსრულებელი დარჩა. საერაშორისო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში კოსმოსში უნდა გაფრენილიყო ავსტრიელი და ყაზახი კოსმონავტები. იგეგმებოდა, რომ ისინი სხვადასხვა ეკიპაჟის შემადგნლობაში იქნებოდნენ. გადაწყდა გაეერთიანებიათ ფრენები და ორბიტაზე გავიდა ერთი კოსმოსური ხომალდი, რომელშიც მიწაზე დაბრუნებისას ადგილი ყველასთვის არ მოიძებნებოდა.









კრიკალიოვს ორბიტალურ სადგურზე დარჩენა მოუწია შემდეგი კოსმოსური ხომალდის მოფრენამდე. დაგეგმილი ხუთი სამუშაო თვის ნაცვლად მას კოსმოსურ ორბიტაზე კიდევ თიტქმის ნახევარი თვე მოუწია მუშაობის გაგრძელება ( სულ თითქმის ერთი წელი).






მაშ ასე, ჩვენი ცნობილი კოსმონავტი კოსმოსში დარჩა იმიტომ, რომ ქვეყანა, რომელიც იშლებოდა, ვერ უზრუნველყოფდა ახალი რობინზონის დაბრუნების შესაძლებლობას.



image



კრიკალიოვმა სტარტი აიღო საბჭოთა კავშირიდან, ხოლო 1992 წლის მარტში დაბრუნდა უკვე სულ სხვა ქვეყანაში _ რუსეთში. ამ გაფრენისთვის საბჭოთა კავშირის გმირმა ს. კ. კრიკალიოვმა კოსმონავტებიდან პირველმა მიიღო რუსეთის გმირის წოდება და გადაეცა მედალი „ოქროს ვარსკვლავი“ №1.




image




1992 წელს NASA-ს ხელმძღვანელობამ განაცხადა იმის თაობაზე, რომ მრავალჯერადი გამოყენების ამერიკული ხომალდით რუსი კოსმონავტი გაფრინდება. კრიკალიოვი იმ ორ კანდიდატს შორის იყო, რომელიც რუსეთის კოსმოსურმა სააგენტომ გააგზავნა STS-60-ის ეკიპაჟთან ერთად წრთვნებზე. კრიკალიოვი მონაწილეობდა ფრენაში STS-60 — პირველ ერთობლივ ამერიკულ-რუსულ ფრენაში მრავალჯერადი გამოყენების ხომალდით (шаттл Discovery). 1994 წლის 3 თებერვალს დაწყებული STS-60-ის გაფრენა მეორე იყო Spacehab (Space Habitation Module) -ის მოდულთან და პირველი გაფრენა WSF (Wake Shield Facility) -ის მოწყობილობით.




გააკეთა რა 130 ბრუნვა ორბიტის გარშემო და იფრინა რა 5 286 215 კილომეტრი, 1994 წლის 11 თებერვალს ხომლალდმა „Discovery“

დაშვება განახორციელა კენედის სახელობის კოსმოსურ ცენტრში (შტატი ფლორიდა). კრიკალიოვი გახდა პირველი რუსი კოსმონავტი, რომელმაც ამერიკული კოსმოსური ხომალდით განახორციელა ფრენა.









image







ფრენის დროს ამერიკულ კოსმოსურ ხომალდზე საგანგებო შემთხვევა მოხდა _ მწყობრიდან გამოვიდა ელექტრონიკა და ჰაერგამტარი საშუალებები. ამერიკის მხრიდან პროტესტის მიუხედავად (შემოთავეზებული იყო დედამიწიდან მეორე ხომალდის გაგზავნა) რუსმა კოსმონავტმა შეძლო აღდგენა და ხომალდის ხელსაწყოების ამუშავება. ამან როგორც ამერიკული მხარის, ასევე რუსეთის აღფრთოვანება და უკიდურესი გაოცება გამოიწვია.



STS-60 -ის ფრენის შემდეგ კრიკალიოვი რუსეთში დაბრუნდა თავის სამსახურში. ის პერიოდულად მიემგზავრებოდა მივლინებით ლინდონ ჯონსონის სახელობის კოსმოსურ ცენტრში ჰიუსტონში, რათა ემუშავა ფრენათა მართვის ცენტრში რუსეთ -ამერიკის ერთობლივი ფრენების მიმდინარეობისას სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში. კერძოდ, ის მონაწილეობდა STS-63, STS-71, STS-74, STS-76-ის გაფრენების მიწაზე დაბრუნების უზრუნველყოფაში.




კრიკალიოვი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველ ეკიპაჟში იყო დანიშნული და 1998 წლის დეკემბერში პირველი იმყოფებოდა ხანმოკლე მისიით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ხომალდით «Индевор».



კრიკალიოვს იცნობენ და მისით აღფრთოვანებული არიან მთელს მსოფლიოში ( ზოგ ქვეყანაში მთელი სამუზეუმო სტენდებია რუსი კოსმონავტისდმი მიძღვნილი).

image

ამერიკელმა რეჟისორმა მაიკლ ბეიმ 1998 წელს გადაიღო ფილმი „არმაგედონი“, სადაც კარიკატურულ ფორმაში ნაჩვენები იყო რუსი კოსმონავტი-პოლკოვნიკი ლევ ანდროპოვი, რომელიც მარტოდმარტო ცხოვრობს კოსმოსურ სადგურზე (შეშლილი, გაუპარსავი, ნასვამი, „ტელეგრეიკით“ და „უშანკა“ ქუდით, ურტყამს ხელსაწყოებს, საწვავის მიწოდების ჩამკეტ ხრახნს ხსნის რკინის ჯოხით, აფეთქებს კოსმოსურ სადგურს), _ თუმცა საბოლოოდ სწორედ ის გადაარჩენს ყველა ამერიკელ კოსმონავტს თავისი მოქმედებებით - დაარტყამს რა მარეგულირებელ ქანჩს ხომალდის ძრავის გაფუჭებულ კომპიუტერზე. ამ პერსონაჟის საფუძველად სწორედ კრიკალიოვია აღებული.



image





დღესდღეობით სერგეი კრიკალიოვი მუშაობს „მანქანათმშენებლობის ცენტრალურ სამეცნიერო -კვლევითი ინსტიუტის“ გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ საპილოტო პროგრამების განხრით და არის ყველაზე ცნობილი კოსმონავტი მსოფლიოში იური გაგარინის შემდეგ.

აქ იხილეთ ვიდეო მასალა:

http://intermedia.ge/vid/491075-კოსმონავტი-რომელიც-დარჩათ-კოსმოსში/



იხილეთ ასევე:

1. ცოცხალი ბავშვი - ჩაყოლებული ამოშენებულ კედელში...

image

2. სასიკვდილო შოუ პირდაპირ ეთერში. რა იყო ეს -ტრაგიკული შემთხვევითობა თუ თვითმკვლელობა?

image

3. მიწის ქვეშ გატარებული 17 წელი და... მაღაროელი ცოცხალი იპოვეს. დაუჯერებელი სასწაული!

image

1
1862
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1862
  
2018, 2 აპრილი, 11:52
მართალია ამას გულდასმით მალავდნენ, მაგრამ ათამდე საბჭოთა კოსმონავტია დაღუპული კოსმოსური კვლევებისას მომხდარი კატასტროფების გამო ხომალდებზე.
0 1 1