x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
რა მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს კუნძულ რამრიზე?-ეს ფაქტი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა
image



1945 წლის 19 თებერვალს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ბირმის კამპანიის მიმდინარეობისას, მოხდა დაუჯერებელი და საშინელი ფაქტი: კუნძულ რამრიზე ბრძოლის დროს იაპონელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ „ქედიანი“ ნიანგები.

ოპერაცია „მატადორი“ კუნძულ რამრიზე 14 იანვარს დაიწყო. ბრიტანული არმიის ზეწოლის შედეგად იაპონელ ჯარისკაცებს თანდათან კუნძულის სიღრმისკენ უხდებოდათ უკანდახევა. 17 თებერვალს საბრძოლო მოქმედებები შეწყდა და იაპონლებმა კუნძულის სამხრეთისკენ გადაინაცვლეს. გზად ჭაობი უნდა გაევლოთ.



image




ბრიტანელები აღარ უტევდნენ მტერს, რადგანაც არ ჰქონდათ ჭაობიან ადგილებში ბრძოლისათვის საკმარისი აღჭურვილობა, ამიტომაც მხოლოდ შორიახლო მიჰყვებოდნენ იაპონლებს, თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, ბრიტანელებმა სპეციალურად შეუშვეს იაპონლები ჭაობებში.

იაპონლებს ურთულესი გზის გადალახვა და გველებთან, მორიელებთან და კოღოებთან გამკლავება უწევდათ, თუმცა ყველაზე საშინელი რამ წინ ელოდათ: 19 თებერვლის ღამეს იაპონელ ჯარისკაცებს „ქედიანმა“ ნიანგებმა შეუტიეს. უნდა აღინიშნოს, რომ ნიანგების ეს სახეობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და აგრესიულია, მათი ზოგიერთი წარმომადგენელი სიგრძეში 7 მეტრამდე იზრდება, წონა კი 2 ტონამდე აღწევს.



image



ჭაობში შესული იაპონელი ჯარისკაცების რიცხვი 1000-მდე იყო, იმ საშინელ ღამეს 22 ჯარისკაცი და 3 ოფიცერი გადაურჩა, დანარჩენები ნიანგებმა შეჭამეს.


image



ეს შემთხვევა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც „უდიდესი უბედურება, რომელიც დაკავშირებულია ნიანგებთან მთელ მსოფლიოში“ და „ყველაზე მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ნიანგების თავდასხმის შედეგად“

0
1273
4-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
1273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0