x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ქართულ ოცნებას "ზონდერები" ესხმიან თავს

imageრაც დრო გადის და არჩევნები ახლოვდება, ქართულ პოლიტიკაში ვითარება უფრო იძაბება. იმატა არეულობებმაც, ივანიშვილის ხალხთან შეხვედრის დროს რამდენჯერმე უკვე მოხდა არეულობა. ბიძინა ივანიშვილს პირადად რო ებრძვიან ეს ყველასთვის გასაგებია. ღსრულების ეროვნულმა ბიურომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2012 წლის 20 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაადო ბიძინა ივანიშვილის აქციების 100%-ს სს "ქართუ ჯგუფში", აქციების 100%-ს სს ქართუ ბანკში, აგრეთვე აქციების 21.7%-ს სს "პროგრეს ბანკში. ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დღეს გორის რაიონის სოფელ მერეთში იმყოფებოდა. ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობას დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც გორის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა გამოიწვიეს. ე.წ. ზონდერები ფიზიკურად გაუსწორდნენ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა, დათო ცერცვაძეს, გიორგი შიოშვილს, გოდერძი მახარაშვილის ასაკოვან მამას, რომელიც ცუდად გახდა და ლიზი შავლოხაშვილს, რომელსაც „ქართული ოცნების“ მაისური ეცვა. სოფელი მერეთი გორის რაიონში საოკუპაციო ზოლთან 200 მეტრში მდებარეობს. ასევე ქართულმა ოცნებამ უპასუხა შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასირაკლი ჩიქოვანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეომასალას ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციად აფასებს. როგორც ის ჟურნალისტებისთვისმიცემულ კომენტარში აღნიშნავს, პარტია "თავისუფალი დემოკრატები" ისევე, როგორც კოალიცია "ქართული ოცნება", არის ღია ორგანიზაცია, რომელიც ყოველთვის მოქმედებს კანონის ფარგლებში და მსგავსი ინფორმაციები მათთვის საინტერესო არ არის. "სამწუხაროა, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრები შესაძლოა, ამ პროვოკაციის მსხვერპლნი იყვნენ", - აღნიშნა ჩიქოვანმა.

1
159
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:jango
jango
159
  
2012, 28 ივნისი, 17:14
ბინძურ "კაცს" ბინძური მეთოდებითვე უნდა ებრძოლო რომ დაამარცხო!!!–ასეთია კანონზომიერება და რეალობა.რა არის ამაში ან გასაკვირი,ან ახალი????
0 1 1