x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508447
რატომ დაიწყო აჯანყება 1804 წელს ქართლის მთიანეთში? დეტალები ისტორიიდან
1804 წელს ქართლის მთიანეთში რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ დიდი აჯანყება დაიწყო. იგრძნობოდა რუსი ჯარისკაცების თვითნებობა და თავაშვებულობა: მოსახლეობის შეურაცხყოფა, ცემა, დამცირება, ქალების გაუპატიურება...ჩვეულებრივ ამბად ქცეულიყო. იყო შემთხვევები, როცა რუსმა ჯარისკაცებმა ქალები უღელში შეაბეს და მათრახებით ცემეს. სამუშაოდ გასული მთიულებიდან, რუსმა ჯარისკაცებმა ცემით მოკლეს 23 კაცი.



image



1804 წელს მაისს მთიულები აჯანყდნენ, მათ მოკლეს რუსი კაპიტან-ისპრავნიკი, დახოცეს რუსი ჯარისკაცები. 1804 წლის მაისში პავლე ციციანოვმა არაგვის ხეობაში ქართველთა ლაშქრის გაგზავნა ბრძანა. არაგვის ხეობაში ლაშქარი მართლაც მივიდა, მაგრამ არაგველები ერევანში სალაშქროდ აღარ წასულან და 1804 წლის ივნისში რუსეთის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყეს. აჯანყების მოთავეთა შორის გამოირჩეოდნენ ლევან ნაზღაიძე, შიო ბურდული..., მათ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის აღდგენა უნდოდათ. მოციქულები გაუგზავნეს იმერეთში მყოფ იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებს. 1804 წლის ივნისში იულონი და ფარნაოზი, ასევე ლევან იულონის ძე გაემართნენ აჯანყებულებთან შესაერთებლად, რუსებმა გადაკეტეს არაგვის ხეობისკენ მიმავალი გზები, იულონმა და ფარნაოზმა აჯანყებულებთან შეერთება ვერ შეძლეს და ისევ იმერეთში დააპირეს დაბრუნება. სურამთან რუსთა რაზმი, რომელსაც ქართველი თავადი გიორგი ამირეჯიბი მეგზურობდა, თავს დაესხა ბატონიშვილებს, რუსებმა იულონი შეიპყრეს, ფარნაოზი და ლევან ბატონიშვილი გაიქცნენ, ახალციხეში გადავიდნენ, საიდანაც კახეთს შეაფარეს თავი.





image




1804 წლის აჯანყებულებმა აიღეს სტეფანწმინდა და დუშეთის სამხედრო გზა აჯანყებულთა ხელში აღმოჩნდა. რუსების ჯარი აჯანყებულებმა მძიმე მდგომარეიბაში ჩააგდეს. პავლე ციციანოვმა ერევანს ალყა მოხსნა და საქართელოში დაბრუნდა. მან შექმნილი მდგომარეობის შესახებ აცნობა იმპერატორ ალექსანდრე პირველს, რომლის ბრძანებითაც ჩრდილო კავკასიიდან არაგვის ხეობისაკენ წამოვიდა რუსეთის ჯარი, სულ 3000 ჯარისკაცი, რომლებიც 1804 წლის ოქტომბერში ანანურთან შეუერთდნენ ციციანოვის მთავარ ძალებს. ფარნაოზ ბატონიშვილნა სპარსეთში გაქცევა სცადა, მაგრამ ყაზახის მიდამოებში იგი რუსებმა შეიპყრეს.


image



რუსებმა დიდი სისასტიკით ჩაახშეს აჯანყება, როგორც არაგვის ისე ქსნის ხეობაში. დიდი რაოდენობით ქართველი სიკვდილით დასაჯეს . შეპყრობილი იულონი და ფარნაოზ ბატონიშვილები რუსეთში გადაასახლეს. შეიპყრეს და ციხეში გამოკეტეს ბატონიშვილების მომხრე თავადები. სულ ციხეში აღმოჩნდა აჯანყების 300-ზე მეტი მონაწილე.

2
420
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
420
  
2018, 2 აპრილი, 8:46
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 2 აპრილი, 8:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2