x
image
ირაკლი შავიძე
გუანჩების ტომის ტრაგიკული ბედი
image

ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროდან 115 კილომეტრში მდებარეობს კანარის კუნძულები. ტენერიფეზე და კიდევ რამდენიმე ახლომდებარე მომცრო კუნძულზე ბინადრობდა უცნაური ტომი - გუანჩები. ისინი იქ 3000 წლის წინ დასახლდნენ, მაგრამ არავინ იცის საიდან მოვიდნენ. ესპანელები, რომლებმაც XIV საუკუნეში აღმოაჩინეს ეს კუნძული და შემდგომში დაიპყრეს კიდეც, ელოდნენ იქ აფრიკელების ნახვას, კუნძულზე კი აღმოაჩინეს მაღალი, ევროპეოიდული ტიპის ადამიანები, რომლებიც სკანდინავიელებს და სლავებს უფრო გავდნენ. გუანჩები იყვნენ ქერა ან წითური, ცისფერთვალება გიგანტები, უმრავლესობა მინიმუმ 180 სმ სიმაღლის იყო, თუმცა ძალიან ხშირად ხვდებოდნენ 2 მეტრზე მაღალი გოლიათებიც, შესაბამისად გააჩნდათ დიდი ფიზიკური ძალა და ამტანობა, მათზე ლეგენდები დადიოდა, გარდა ამისა, ყვებოდნენ რომ მათ შეეძლოთ ცხენის სისწრაფით ერბინათ.

სიტყვა „გუანჩი“ ითარგმნება, როგორც ვულკანის შვილი. ძველი ლეგენდის თანახმად, გუანჩები გაჩნდნენ ტეიდეს - ტენერიფეს ყველაზე მაღალი ვულკანის წიაღიდან.


image



გუანჩები ერთადერთი ხალხია მსოფლიოში, ვისაც არ ქონდა ფლოტი, თუნდაც პრიმიტიული. ამასთანავე ისინი შესანიშნავად ცურავდნენ და თავისუფლად შეეძლოთ ერთი კუნძულიდან მეორემდე მიეცურათ. ნავების არქონამ გამოიწვია გუანჩების ტომის სრული იზოლაცია გარესამყაროდან.


image


გუანჩების ერთ-ერთი მთავარი უცნაურობა მათ ენას უკავშირდება: როდესაც გუანჩები ერთმანეთთან ახლოს იმყოფებოდნენ, მხოლოდ პირს ამოძრავებდნენ, ხმას კი არ გამოსცემდნენ, თუმცა მშვენივრად აგებინებდნენ ერთმანეთს, ხოლო თუ ერთმანეთისგან შორს იყვნენ, გუანჩები სტვენით ურთიერთობდნენ, თან უბრალოდ კი არ სტვენდნენ, სტვენით მათ ნებისმიერი სიტყვის და აზრის გადმოცემა შეეძლოთ. იმდროინდელი წყაროების თანახმად, გუაჩებს 15 კმ მანძილზე შეეძლოთ სტვენით ესაუბრათ. არსებობს ადგილობრივი ლეგენდა, როგორ ბრძანა ერთმა უძველესმა ბელადმა ხალხისთვის ენის მოჭრა, ასე რომ გუანჩების უცნაური ენის გაჩენა შეიძლება ამ ლეგენდით აიხსნას. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსად არსებობს სხვა ენა, რომელიც გუანჩების ენას ენათესავებოდეს.

გუანჩებს ქონდათ რელიგია, თვლიდნენ რომ ადამიანები შექმნა ღმერთმა მიწისა და წყლისგან, საკუთარი წარმოშობის შესახებ კი ამბობდნენ, რომ ისინი მზის შვილები არიან.

გუანჩები ძირითადად ცხოვრობდნენ ბუნებრივ გამოქვაბულებში, თუმცა ქვის სახლებსაც აშენებდნენ. მათთვის სახლები მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი იყო, ცხოვრების უდიდეს ნაწილს კი ღია ცის ქვეშ ატარებდნენ.


image
აღსანიშნავია, რომ კუნძულზე აღმოჩენილია საფეხურებიანი პირამიდები, რომლების ქვეშაც გუანჩებს კორიდორებისა და გამოქვაბულების მთელი სისტემა ქონდათ, თუმცა უცნობია, გუანჩებმა ააშენეს ეს პირამიდები თუ არა.


image

გუანჩების კიდევ ერთი უცნაურობა უკავშირდება სპეციალურ დაწესებულებას - მონეს. იქ აგზავნიდნენ ახალგაზრდა ქალებს და ამზადებდნენ გასათხოვებლად. ამ დროს გოგონებს გაძლიერებულად კვებავდნენ, სანამ დაახლოებით 100 კგ წონას არ მიაღწევდნენ. ტანწერწეტი ქალები იქ პოპულარობით არ სარგებლობდნენ.

გუანჩები ერთ-ერთი იმ ხალხთაგანია, ვინც მუმიებს ამზადებდნენ. ამ მუმიებს შემდეგ ისინი გამოქვაბულებში, საკუთარ საცხოვრებლებთან ახლოს ასვენებდნენ.


image


გუანჩების საზოგადოება იყოფოდა დიდებულებად, მეომრებად და გლეხებად. უნდა დაქორწინებულიყვნენ ერთი და იგივე კასტის ადამიანები, თუ საკუთარი კასტიდან აღარ იყო დარჩენილი შესაფერისი კანდიდატურა, მაშინ შეიძლება და-ძმასაც ექორწინა.

გუანჩებს ყავდათ მმართველები - მენსეი. ძალაუფლება გადადიოდა არა მამიდან შვილზე, არამედ უმცროს ძმაზე, მენსეის შვილი ძალაუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუკი მამამისს ძმა არ ჰყავდა.


image


გუანჩები მიწათმოქმედები და მეჯოგეები იყვნენ. ცხვრების, თხებისა და ღორების გარდა მათ ჰყავდათ უზარმაზარი ძაღლები - ბარდინო. თავად გუანჩებისაგან განსხვავებით, ამ ძაღლების შთამომავლები დღესაც მრავლად ცხოვრობენ ტენერიფეზე.


image


გუანჩებს არ იცნობდნენ რკინას, იარაღს ისინი ხისა და ქვისგან ამზადებდნენ. გარდა ამისა, გამოირჩეოდნენ უჩვეულო მშვიდობისმოყვარობით და ყოველთვის ცდილობდნენ, ხელში იარაღი არ აეღოთ. მათი უზრუნველი ცხოვრება ალბათ დიდხანს გაგრძელდებოდა, 1360 წელს ესპანელი დამპყრობლები რომ არ მიდგომოდნენ კუნძულს. გუანჩები თავგანწირვით იცავდნენ თავს და ესპანელებს კუნძულის დასაპყრობად 134 წელი დასჭირდათ. საბოლოოდ 20 000 გუანჩიდან, ვინც ესპანელების გამოჩენამდე ცხოვრობდა კუნძულზე, რამდენიმე ადამიანიღა გადარჩა, რომლებიც მონად გაყიდეს. ასე გაანადგურეს ევროპელებმა კიდევ ერთი განვითარებული, თვითმყოფადი ცივილიზაცია.

გუანჩების დატოვებული წარწერები დღემდე ვერ გაშიფრეს, მათი წარმოშობის ისტორია კვლავაც გაურკვეველია. კუნძულზე დღემდე საუბრობენ გუანჩების ენაზე, მაგრამ ისიც თანდათან დავიწყებას ეძლევა, თუმცა კანარის კუნძულელები თვლიან, რომ მათ ძარღვებში ძველი გუანჩების სისხლი ჩქეფს. ისინი ამტკიცებენ: ნამდვილი კანარელები ისინი არიან, ვისი წინაპრებიც აქ 500 წლის წინ ცხოვრობდნენ და თუ სადმე, კუნძულზე შეხვდებით მაღალ, წითურ ადამიანს ცისფერი თვალებით, ეჭვი არ შეგეპაროთ, თქვენს წინაშე ძველი გუანჩების შთამომავალია !



image

0
420
2-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0