x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მომაჯადოებელი ადგილები დედამიწაზე
ამ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ულამაზესი და მომაჯადოებელი ადგილი დედამიწაზე.

ვაადუს კუნძული(vaadhoo island), მალდივი- მალდივის არქიპელაგი მოიცავს 1900 მცირე კუნძულს ინდოეთის ოკეანეში, მათგან მხოლოდ 220-ია დასახლებული. მალდივი კუნძულები თავისი ზღაპრული სილამაზით გამოირჩევა და ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს მასპინძლობს. ამ კუნძულებს შორისაა ვაადხუს კუნძული, მას ვასკვლავებიან ზღვასაც უწოდებენ(sea of stars), ნაპირზე გამორიყული პლანქტონები სანაპიროს ჯადოსნურ იერს ანიჭებს და ისე გამოიყურება თითხოს წყალი ვარსკვლავებს ირეკლავს, ლურჯად მოელვარე ნაპირი მართლაც საოცარი სანახავია.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

image



საკურას ბაღები, იაპონია- იაპონელები უკვე წლებია რაც საკურას ყვავილობის დღესასწაულს აღნიშნავენ, ეს ყვავილი იაპონური კულტურის სიმბოლოცაა, მთელი მსოფლიოს მაშტაბით ხალხი მოუთმენლად ელის საკურას აყვავებას.ამ დროს საკურას ბაღებს უამრავი ადამიანი სტუმრობს. ღამიღ ხალხი ლამპიონებით განათებულ საკურას ბაღებში გამოდის და პიკნიკებს აწყობს. აღსანიშნავია, რომ იაპონიაში დაახლოებით 200 სახეობის საკურა ხარობს და თითოეული მათგანი გამორჩეული და განსხვავებულია.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


ბრიუგე, ბელგია- ევროპის ერთ ერთი ულამაზესი ქალაქია, შუასაუკუნეების სტილის ამ ულამაზეს ქალაქში თანამედროვე შენობებს და ავტობანებს ვერსად შეხვდებით, ქალაქი განსაკუთრებით ცნობილია შოკოლადით და ვაფლით, ქუჩებში უამრავი შოკოლადის მაღაზიაა, ქალაქს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს, ბრიუგე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშიც შედის, სწორედ ამიტომ ხელისუფლება გამუდმებით ახდენს ძველი ნაგებობების რესტავრაციას, ქალაქში უამრავი მუზეუმი, ეკლესია და სამრეკლოა, ღამის, ლამპიონებით განათებული ბრიუგე კი სრულიად სხვა ქალაქი ხდება და რომანტიულ განწყობას გიქმნით. ბრიუგეს ხედები ვენეციასაც მოგაგონებთ, აქ შეგიძლიათ იქირაოთ გონდოლა და კრუიზი მოიწყოთ.


imageimageimageimageimageimageimageimage


კუნძული ბორა-ბორა 30 კილომეტრკვადრატი ფართობის მქონე კუნძულია წყნარ ოკეანეში, საფრანგეთის პოლინეზიის საზოგადოების კუნძულების დასავლეთ ნაწილში. ბორა-ბორა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურისტული ღირშესანიშნაობაა, ამჟამად ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად ტურიზმზეა დაფუძნებუი. ძველ დროში კუნძულს პორა-პორა-მაი-ტე-პორა-ს ეძახდნენ, რაც ტაიტურ დიალექტზე ღმერთების მიერ შექმნილს ნიშნავს, ეს სახელი კი მოგვიანებით მიიღო. ბორა-ბორას ჩრდილო აღმოსავლეთით შექმნილია ხელოვნური კუნძული
მოტუ-მარფო.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage
ბექას კუნძული (Beqa island) ახალი ზელანდია- ბექას კუნძული ერთ-ერთია ბიჯის ულამაზესი კუნძულებიდან, სწორედ ამ კუნძულზე მდებარეობს სამოთხის სანაპირო(Paradise beach), 12 ჰექტარზე განლაგებული ხელუხლებელი ტროპიკული ტყეები, თეთრი სანაპირო, პატარა ჩანჩქერები, მიწისქვეშა წყლები, სათევზაო რიფები და ფირუზისფერი წყალი ქმნის ბექას კუნძულის ულამაზეს და დაუვიწყარ ლანდშაფტს. imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

ჰუაჩაჩინა(Huacachina)პერუ- ეს არის პატარა სოფელი სამხრეთ-დასავლეთ პერუში, ეს არის ქვიშის უდაბნოში ჩაძირული პატარა ოაზისი. სოფლის მოსახლეობა დაახლოებით ასი კაცია, თუმცა სოფელს ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს.


imageimageimageimageimageimageRio Secreto მექსიკა- ეს არის ახალაღმოჩენილი მიწისქვეშა მდინარე მექსიკაში, რომელიც მისი დაუჯერებელი სილამაზით მოგაჯადოვებთimageimageimageimageimageimage


ვაიტომოს ციცინათელების გამოქვაბული-ულამაზესი გამოქვაბული ახალ ზელანდიაში, სადაც ბინადრობენ ციცინათელები.


imageimageimageimageimageimage

კუნძული სანტორინი - კუნძული საბერძნეთში მდებარეობს, ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია დედამიწაზე, თეთრი შენობები, ლურჯსახურავებიანი შენობები, ულამაზესი ქუჩები და წისქვილები, ეს არის სანტრორინი, ულამაზესი და ყველაზე გასხვავებული კუნძული დედამიწაზე.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


image

იამაიკა-მდებარეობს დიდი ანტილიიის არქიპელაგში, 144კილომეტრით სამხრეთ კუბიდან. სახელი იამაიკა ნიშნავს გაზაფხულს, ის ზომით მესამე კუნძულია კარიბის ზღვაში. იამაიკაში განსაკუთრებით პოპულარულია მუსიკა და ცეკვა. ადგილობრივები ყოველწლიურად ატარებენ ფესტივას"ჯონკონუ"ეს არის საშბაო აღლუმი, რომელის დროსაც სხვადასხვაგვარ კოსტიუმებში გამოწყობილი ხალხი ქუჩებში ცეკვავს და სხვადასხვა წარმოდგენებს აწყობს. საქვეყნოდაა აღიარებული იამაიკური ლიტერატურა, ცეკვა, მხატვრობა, დრამა და მოქანდაკეობა. იამაიკის კუნძულები კი ულამაზესი და არაჩვეულებრივი ადგილია დასვენებისთვის.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


მეტეორა, საბერძნეთი- ეს არის სამონასტრო კომპლექსი საბერძნეთში, პინტოს მთის აღმოსავლეთით, თესალიის ქალაქ კალამბაკასთან, ეს არის ყველაზე დიდი სამონატრო კომპლექსი საბერძნეთში, მონასტრები აშენებულია მთის სვეტების თავებზე, სახელი მეტეორა წარმოდგება სიტყვისგან მეტეორიზო, რაც სიმაღლეზე ასვლას ნიშნავს, სიმაღლის გამო მეტეორას ღრუბლებში მოლივივე მოასტრებსაც უწოდებენ, კომპლექსი 24 ეკლესია-მონასტრისაგან შედგება.




imageimageimageimageimageimageimage


















































































































0
112
შეფასება არ არის
ავტორი:ANNA B
ANNA B
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0