x
image
alex999
Mediator image
მსოფლიოს ყველაზე იდუმალი წიგნი - “The Rohonc Codex”

ისტორიამ ბევრი იდუმალი წიგნი დაუტოვა კაცობრიობას, მაგრამ ერთი მკვეთრად გამოირჩევა. ეს არის რონონკის კოდექსი. წიგნი, რომლის გაშიფვრაც დღემდე ვერ მოხერხდა, გამოყენებულ იქნა ხელოვნური ინტელექტიც, თუმცა დადებითი შედეგი ვერ იქნა მიღებული.


image


ენათმეცნიერებმა ძალიან ბევრი კვლევა ჩაატარეს ამ იდუმალი წიგნის შესახებ, მაგრამ საერთო აზრი ვერ ჩამოაყალიბეს. თითოეულ მათგანს წიგნის სიმბოლოების შესახებ ინდივიდუალური აზრები გააჩნდათ, აქედან გამომდინარე წიგნის ამოხსნის მცდელობა დროებით შეჩერებულ იქნა.


image

The Rohonc Codex - სახელწოდების წიგნის წარმომავლობა და თარიღი თავის იდუმალებას კვლავ ინარჩუნებს. წიგნი, ქალაქ რონონკში მდებარე უნგრეთის სამეცნიერო აკადემიაში XIX საუკუნის დასაწყისში ჩააბარეს. მისი საიდუმლოება განაპირობებულია ამოუხსნელი ანბანიდან გამომდინარე. თანამედროვე ანბანების 90% შედგება 20-50 მდე სიმბოლოსგან(ასო), მაგრამ რონონკის კოდექსზე გამოყენებულია 200-ზე მეტი სიმბოლო. წიგნი 448 გვერდისგან შედეგება და ამოუხსნელი ანბანიდან გამომდინარე, შესაძლოა ტრილიონობით სიტყვა იყოს გამოყენებული ამ იდუმალებით აღსავსე წიგნში. ენათმეცნიერები XIX საუკუნიდან მოყოლებული, დღემდე ცდილობენ ამ საიდუმლოს ამოხსნას, თუმცა საერთო აზრი ვერ ჩამოაყალიბეს. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტმაც ვერ მოახერხა წიგნისთვის საიდუმლოების ფარდა აეხადა.


წიგნის წარმოშობის შესახებ გაკეთებული შეფასებების თანახმად, შესაძლოა ეკუთვნოდეს რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთს ან კიდევ ინდოეთს - თუმცა ესეც მხოლოდ მეცნიერების აზრია.


image


თუ გსურთ ამ წიგნის შესახებ ინფორმაციის მიღება და მისი გაშიფრვირს სურვილი გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მოიძიოთ ოფიციაურ გვერდებზე და გადმოიწეროთ ასლი. წარმატებებს გისურვებთ!







სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



{თქვენთვის საინტერესო}


1. იცით თუ არა, რომ... სუპერ ფაქტები (II ნაწილი)

2. 10 განსაკუთრებულად ლამაზი ადგილი ჩვენს პლანეტაზე

3. მსოფლიოდ ცნობილი, 10 ყველაზე ცოდვილი ქალაქი ჩვენს პლანეტაზე

4. "პირველი მომენტები, რომელიც ჩვენ დედამიწაზე დავტოვეთ" - ჩვილების ჯადოსნური ფოტოები

5. ყველაზე ცეცხლოვანი მათემატიკის მასწავლებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან


2
617
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
617
  
2018, 10 აპრილი, 23:05
კაი იქნებოდა ვინმეს რომ ცოდნოდა
2018, 10 აპრილი, 23:00
რა საინტერესოა, ნეტა რა წერიააააა....
0 1 2