x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
სიმინდის ყანაში გაჩენილი ვულკანი

image
მექსიკაში, სოფელ პარიკუტინში, ადგილობრივმა გლეხმა, დიონისიო პულიდომ სიმინდის ყანაში აღმოაჩინა უჩვეულო ხვრელი, დაახლოებით 5 მეტრის დიამეტრის. პულიდოს ოჯახი მას ნაგვის ჩასაყრელად იყენებდა. ხვრელი თითქოს უძირო იყო, რაც არ უნდა ჩაეყარათ, ყველაფერი ქრებოდა.

1943 წლის თებერვალში სოფელში მიწისქვეშა ბიძგები გახშირდა, თანაც მიწიდან უჩვეულო ხმაური ამოდიოდა.19 თებერვალს 300 მიწისქვეშა ბიძგი დააფიქსირეს, 20 თებერვალს კი პულიდომ აღმოაჩინა, რომ მისი „სანაგვე ურნა“ გამსკდარიყო და იქედან საშინელი გუგუნი ისმოდა. ერთი დღის შემდეგ ამ ადგილზე 10 მეტრიანი ბორცვი გაჩნდა, ერთ კვირაში მთა 150 მეტრამდე გაიზარდა და იქედან კვამლი და გავარვარებული შლაკები იფრქვეოდა, აფეთქების ხმა კი 350 კმ მანძილზე ისმოდა. მალე ვულკანიდან ლავის ამოფრქვევა დაიწყო, წლის ბოლოსთვის კი მისმა სიმაღლემ 336 მეტრს მიაღწია. ახალდაბადებულ ვულკანს პარიკუტინი დაარქვეს, სოფლის პატივსაცემად, რომელიც 1944 წლის ივნისში უკვე აღარ არსებობდა, ვულკანის მტვერმა დაფარა კიდევ ათამდე მეზობელი დასახლებული პუნქტი, თუმცა მსხვერპლი არ ყოფილა. ადგილობრივებს მოუწიათ 30 კმ მოშორებით გადასახლება და იქ ცხოვრების თავიდან დაწყება.image
პარიკუტინის ვულკანი 9 წელი მოქმედებდა და 1952 წელს „დაიძინა“. იმ დროისათვის მისი სიმაღლე 2774 მეტრი იყო.

ადგილობრივები ყოველ წელს აღნიშნავენ ვულკანის დაბადების დღეს, ამ ადგილს უამრავი ტურისტი აწყდება, ყველა ჩქარობს, საკუთარი თვალით იხილოს უსიცოცხლო, მთვარისებრი ლანდშაფტი, რადგანაც იქაურობას უკვე თანდათან მცენარეული საფარი ფარავს. ლავით გადაშავებული მინდვრის შუაგულში შემორჩენილია ნახევრად დანგრეული ეკლესია. image
ადგილობრივ გამცილებლებს შეუძლიათ მსურველები ვულკანის კრატერამდე მიაცილონ.image
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ვულკანის გაჩენამ გამოიწვია ანომალური ენერგეტიკული ველის გააქტიურება, რაც განაპირობებს ამ ადგილის მისტიურობას და მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდისimage

0
432
5-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
432
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0