x
image
მანჩო 777
31 მარტს წლის ყველაზე მნიშვნელოვანი სავსემთვარეობაა- რას შეცვლის ის თითოეული ზოდიაქოს ცხოვრებაში
თუ 31 მარტის ღამეს ცას ახედავთ და ღრუბელიც არ შეგიშლით ხელს, უიშვიათეს მოვლენას - ცისფერ სავსე მთვარეს დაინახავთ, რომელიც ოდითგანვე იღბლისა და წარმატების მომტანად ითვლებოდა. ორი სავსემთვარეობა ერთი კალენდარული თვის განმავლობაში ძალიან იშვიათად ხდება. ამ თვეში ერთი სავსემთვარეობა 2 მარტს იყო, მეორე კი ამაღამ-31 მარტის ღამეს იქნება.




image



ცნობილი ასტროლოგი გილიან კემპი ამბობს, რომ სავსემთვარეობის დადებითი გავლენა მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მაინც როგორი იქნება ის სხვადასხვა ზოდიაქოსთვის და რა ცვლილებებს ჰპირდება თითოეულ ნიშანს?



ვერძი



image



თქვენი თანდაყოლილი მოთხოვნილება - იყოთ აქტიური, ამ კვირაში კიდევ უფრო გაძლიერდება. სავსე მთვარე თქვენი პარტნიორის სახლში იმყოფება, რაც გამოიხატება ურთიერთობების გამძაფრებაში. შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მოულოდნელ ცვლილებებს, რადგან ცვლილებების პლანეტა ურანი ზუსტად თქვენ ნიშანში იმყოფება.

რეკომენდირებულია იყოთ მოქნილები დ შეეგუოთ გეგმების ცვალებადობას.ეს შესაძლებლობას მოგცემთ მინიმუმადე დაიყვანოთ რისკი, ხოლო მოულოდნელობები თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ.


კურო



image


სავსემთვარეობა თქვენ სამუშაო სახლში დგება, ამიტომ გაწერილი დღის წესრიგი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა სასიამოვნოდ. ეს ცვლილებები შეეხება თქვენ სამსახურს. შესაძლებელია სრულიად ახალი სამუშაო ადგილი ან თანამდებობა შემოგთავაზონ. მზად იყავით დადებითი ცვლილებისათვის.



ტყუპები



image


სავსე მთვარე წარმატების ტალღებს უგზავნის თქვენ სასიყვარულო და შემოქმედებით სახლს, რამაც შესაძლებელია ტყუპების პირად ცხოვრებაში დიდი ცვლილებები გამოიწვიოს. ახალი გატაცება ან სასიყვარულო თავგადასავალი აუცილებლად დააკმაყოფილებს თქვენ მუდმივ სურვილს სიახლისა.



კიბო



image


კიბოს შინაგანი სულიერი სიმშვიდე შეიძლება სავსე მთვარემ სულ ოდნავ დაარღვიოს. ემოციები, რომლებსაც თქვენ ღრმად ინახავდით, აუცილებლად გამოვლენ სააშკარაზე და განაცვიფრებენ თქვენ ახლობლებსა და მეგობრებს. მიუხედავად იმისა, რომ შფოთვა და გაუცხოების გრძნობა არაკომფორტულად გაგრძნობინებთ თავს, მთვარის ენერგია მოგცემთ ბიძგს თამამად გაუმკლავდეთ ოჯახში წარმოქმნილ მცირეოდენ უსიამოვნებებს.



ლომი



image


სავსე მთვარე ლომის კომუნიკაციის სახლში იმყოფება, რაც იძლევა ახალი, ნათელი იდეების დაბადების გარანტიას. არ ჩაახშოთ ეს იდეები, თუნდაც ისინი ძალიან თამამი მოგეჩვენოთ: მათ შეუძლიათ კარდინალურად შეცვალოს თქვენი მომავალი. გარდა ამისა, ლომი უფრო მგრძნობიარე გახდება ახლობლების და მეგობრების მიერ გამოთქმული კრიტიკული სიტყვების მიმართ. ამიტომ მას დიდი მოთმინება მართებს, რომ თავი აარიდოს წარმოქმნილ კონფლიქტებს.



ქალწული



image


საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გადაფასება - აი, რა მოხდება სავსე მთვარის მოქმედებით ფინანსების სექტორში. შემოსავლის ახალი წყაროს ძიებამ შესაძლებელია დაუგეგმავი ხარჯები გამოიწვიოს, გაგიჩნდებათ ფულის დახარჯვის სურვილი, თუმცა უნდა გაიაზროთ, რომ იმპულსური ხარჯები- ფინანსური მდგომარეობის გამოსწორების არც თუ ისე კარგი გზაა. უმჯობესია ინვესტიციები განათლებაში ან პროფესიულ გადამზადებაში ჩადოთ-არ ინანებთ.



სასწორი



image


სავსე მთვარე თქვენი ნიშნისთვის ცვლილებების ნამდვილ კატალიზატორს წარმოადგენს, რომელიც ან პირადად თქვენ შეგეხებათ, ან თქვენ ურთიერთობებს. შესაძლებელია რამდენიმე ვარიანტი - მოხდება ცვლილება პირად ურთიერთობებში, სამსახურში ან თქვენ გადაწყვეტთ ძირფესვიანად შეიცვალოთ გარეგნული იმიჯი.



მორიელი



image


სავსე მთვარის გავლენით მორიელის საიდუმლო, მეთორმეტე სახლში მოხდება სულიერი აღმასვლა, რის წყალობითაც თქვენ შეძლებთ უმაღლეს დონეზე შეიგრძნოთ გარესამყაროსთან კავშირი.

უარყოფს რა მოძველებულ ფილოსოფიურ შეხედულებებს, მორიელი თავს იგრძნობს ისე, თითქოს ჩიტივით თავისუფალია. შეიძლება უეცარი მოულოდნელობაც შეგემთხვეთ, თუმცა საბოლოოდ შეიგრძნობთ, რომ უკანდასახევი გზა მოჭრილია და ცვლილებების დრო დადგა... ბრწყინვალე იდეები თითქოსდა არსაიდან ჩნდება.



მშვილდოსანი



image


მეგობრებთან დამოკიდებულება და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობა შეიძლება ცვლილებებს დაექვემდებაროს, რადგან სავსემთვარეობა ააქტიურებს მეგობრობის სახლს და სოციალურ კავშირებს. თქვენ ირგვლივ ჩნდება ახალი, სასიამოვნო ადამიანები, რომლებიც გასაოცარი ტალანტით ან უცნაური ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. მათთან თანამშრომლობამ რომ სასარგებლო შედეგი მოიტანოს, არ თქვათ უარი გარკვეულ კომპრომისებზე.



თხის რქა



image



სავსე მთვარე კარიერის სექტორში თხის რქას პრობლემების მოწესრიგებას ჰპირდება. გადახედეთ ყველა შესაძლებლობას და იყავით მზად ცვლილებებისათვის. მთვარის ენერგია თქვენ კარიერაში მნიშვნელოვან გარღვევევს მოიტანს, თუკი არ შეშინდებით და ახალ სამუშაოზე უარს არ იტყვით.



მერწყული



image


სავსემთვარეობა თავისუფლებისა და თავგადასავლების მეცხრე სახლში აუცილებლად შემოიტანს კორექტივებს ან შეცვლის თქვენ ფილოსოფიურ მტკიცებულებებს. მერწყული არ უშინდება ექსპერიმენტებს და არაა წინააღმდეგი მცირეოდენი სულიერი რევოლუციისა.

მერწყულის მიერ დიდი ხნის წინ დაგეგმილი მოგზაურობა ან სწავლის გასაგრძელებლად წასვლა შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს, მაგრამ ეს ცვლილელები აუცილებლად მოგიტანთ თვითდაჯერებულობას და საკუთარი თავისადმი რწმენას შეგმატებთ.



თევზები



image


სიყვარული და ფული - სწორედ აქაა მოსალოდნელი სავსემთვარეობით გამოწვეული ცვლილებები ტრანსფორმაციის მერვე სახლში.

გარდატეხა მოსალოდნელია ურთიერთობების ყველა სფეროში- იმპულსური ნაბიჯები პირად ან საზოგადოებრივ ურთიერთობაში შესაძლებლია თქვენთვის საინტერესო იყოს, მაგრამ ის გარკვეულ რისკთანაა დაკავშირებული.

სცადეთ რამე ახალი და საინტერესო, თუმცა მთელი ცხოვრების თავდაყირა დაყენება არ ღირს. თავი შორს დაიჭირეთ გრძელვადიანი ვალდებულებებისაგან და მერწმუნეთ, ყველაფერი კარგად იქნება.


3
115
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
115
  
2018, 1 აპრილი, 0:46
:)))) ცაგარელსაც შემოეფრთხო აუდიტორია :)
2018, 1 აპრილი, 0:34
ყველაზე ძალიან რა კატეგორიაც მეზიზღებოდა, ისიც ვცადე..კვლავ უშედეგოდ. ისღა დამრჩენია ეროტიკაზე გადავიდე :D
2018, 31 მარტი, 22:35
დებიუტს გილოცავ, მანჩო :*
0 1 3