x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
14 ყველაზე უცნაური სამუშაო მსოფლიოში

ბევრი ადამიანისთვის ოფისში მუშაობა რუტინული და მოსაწყენია. თუმცა, იცოდით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ სამუშაოებს ასრულებენ? - რა თქმა უნდა, კარგი ანაზღაურების ფასად. სტატიაში სწორედ 14 ყველაზ უცნაურ სამსახურს გაგაცნობთ მსოფლიოში.







1. მყვინთავები გოლფის ბურთების შესაგროვებლად


ამ პროფესიის ადამიანებს უწევთ, ტბებში ჩაყვინთონ და გოლფის ბურთები იპოვონ. ერთი შეხედვით მარტივი სამუშაო ჩანს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყველა ტბა კარგად მოვლილი არაა და შესაძლოა, ზოგჯერ მის ფსკერზე, წყალმცენარეების გარდა, მყვინთავები გველებსაც გადაეყარონ.

image








2. პროფესიონალი ჩამხუტებელი


თუ გინდათ, რომ ვინმე ჩაგეხუტოთ, მაგრამ მარტო ხართ, შეგიძლიათ პროფესიონალი ჩამხუტებელი დაიქირაოთ. გაოცდებით, უკვე იმდენი კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს ამ მომსახურებას, რომელიც საათში 60 დოლარიდან 80 დოლარამდე ჯდება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ ადამიანების მომსახურებაში მხოლოდ და მხოლოდ ჩახუტება შედის!


image








3. ცხოველების საჭმლის დამტესტავი


ცხოველები ჩვენი ოჯახის წევრები და მეგობრები არიან, ამიტომაც დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჯანსაღ და გემრიელ საკვებს მიირთმევენ. შეგიძლიათ, გამოიძახოთ ცხოველების საჭმლის დამტესტავი! ის შეამოწმებს, ხარისხიანია თუ არა ცხოველის საკვები და შეესაბამება თუ არა სტანდარტებს.

image








4. საწოლის დამტესტავი

არსებობენ ადამიანები, რომლებიც სასტუმროებისთვის და სხვადასხვა კომპანიებისთვის ამოწმებენ, რამდენად კომფორტულია საწოლი, ბალიში და თეთრეული. შესამოწმებელ საწოლზე ძილისთვის კი ფულს მათ ფულს უხდიან! ოცნების სამსახურს ჰგავს, არა?

სინამდვილეში კი, საკმაოდ რთული სამუშაოა.

კარგმა საწოლის დამტესტავმა იცის, როგორ უნდა დაწვეს, რომ გაიგოს, კარგია თუ არა ლეიბი და როგორ დაჯდეს, რომ გაიგოს, საკმარისად ძლიერია თუ არა საწოლის კიდეები.

image








5. ქაღალდის ცხვირსახოცის მყნოსავები


შემჩნეული გექნებათ, რომ ზოგ ქაღალდის ერთჯერად ცხვირსახოცს სასიამოვნო სურნელი აქვს, ზოგსაც - საერთოდ არ აქვს. ეს შემთხვევითობა არ არის, ეს ქაღალდის ცხვირსახოცის მყნოსავების დამსახურებაა. ისინი საგულდაგულოდ ამოწმებენ, რომ პროდუქტს უსიამოვნო სუნი არ ჰქონდეს. მარტივი საქმე ჩანს, თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამ სამსახურის შოვნა ადვილი სულაც არაა!

image








6. სახის შემმოწმებელი


სახის შემმოწმებლები სახის კანის მოვლის კომპანიებში მუშაობენ. ისინი პროდუქტებს კი არ აწარმოებენ, არამედ იკვლევენ იმ მომხმარებლების სახეს, რომლებმაც პროდუქცია გამოიყენეს და ამოწმებენ, გაუმჯობესდა თუ არა ის, ანუ ეფექტურია თუ არა პროდუქტი. ამ სამსახურისთვის სპეციალური უნარები და განსაკუთრებული ცოდნაა საჭირო.

image








7. რიგის დამკავებელი


თუ რიგში დგომა არ მოგწონთ, გამოსავალი ამისთვისაც მოიძებნება. დაიქირაავეთ პროფესიონალი რიგში მდგომელი, რომელიც ადგილს შეგინახავთ. ზოგჯერ რიგში დგომა საათობით გრძელდება, ამიტომ ეს მოსაწყენი და დამღლელი სამუშაოა, რომელიც კარგ ანაზღაურებას იმსახურებს!

image







8. წყლის სასრიალოს დამტესტავი


ამ ადამიანების სამუშაო ადგილი ძირითადად აკვა-პარკებია და მათ ევალებათ, შეამოწმონ, რამდენად უსაფრთხოა წყლის სასრიალო, რამდენი წყალი სჭირდება მას, რამდენად სწრაფია და ა.შ.

image








9. გველის შხამის გამომწოველი

გველის შხამზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო იზრდება, მას ბევრი რამისთვის იყენებენ, ყველაზე ხშირად კი - გველის შხამის ანტიშრატის დასამზადებლად. არსებობენ ადამიანები, რომლებიც საათებს ატარებენ იმაში, რომ გველებს (მხოლოდ კონკრეტულ სახეობებს) შხამი გამოაშვებინონ და სპეციალურ კონტეინერში შეინახონ. ეს გმირები უამრავ ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებენ.

image







10. სხეულის რომელიმე ნაწილის მოდელი


როგორც ჩანს, არ გჭირდებათ, გქონდეთ იდეალური გარეგნობა, რომ გახდეთ მოდელი. თუ მიმზიდველი ხელი ან ტერფი გაქვთ, უკვე შეგიძლიათ სამსახურის პოვნა. ის კომპანიები, რომლებსაც რეკლამებში მხოლოდ სხეულის რომელიმე ნაწილის გამოჩენა სურთ, სიამოვნებით დაგიქირავებენ.

image








11. ჭიების შემგროვებელი


ამ სამუშაოს შესრულებისთვის გარეთ ყოფნა უნდა გიყვარდეთ.

როცა ვინმე სათევზაოდ მიდის, მას ჭიები სჭირდება თევზის სატყუარად, რაც ბევრ მაღაზიაში იყიდება. დაფიქრებულხართ, ვინ აგროვებს ამ ჭიებს? დიახ, ამას სპეციალური სამსახურის მქონე ადამიანები აკეთებენ.

image








12. მწერების დამტესტავი


ალბათ, გინახავთ შოუები, რომლებშიც ერთ-ერთი მოთხოვნა სიმამაცის გამოჩენა და მწერების დაგემოვნებაა. კომპანიები სპეციალურად ქირაობენ ადამიანებს, რომლებიც შოუმდე ამოწმებენ და რწმუნდებიან, რომ ეს მწერები ჯანმრთელობისთვის საზიანოები არ არიან. მართალია, ეს სამსახური საკმაოდ რისკიანია, მაგრამ მწერების დამტესტავებს კარგი ანაზღაურებაც აქვთ.

image








13. შიშველი მოდელი


საკუთარი შიშველი სხეულის ჩვენება სხვა ადამიანისთვის არალეგალური ან ძალიან ინტიმურია. მაგრამ არა იმ მოდელებისთვის, რომლებიც ამას ხელოვნების სახელით აკეთებენ. ამ საქმიანობისთვის საჭიროა არაა, გქონდეთ იდეალური სხეული, უბრალოდ, გჭირდებათ თავდაჯერებულობა და უნარი, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში გაძლოთ ერთ პოზაში.

image








14. იღლიის მყნოსავი


იღლიის მყნოსავები დეზოდორანტების მწარმოებელ კომპანიებში მუშაობენ და ამოწმებენ პროდუქციის ხარისხიანობას. ისინი დღეებს ატარებენ ცხელ ოთახში ან გარეთ და ზოგჯერ საათში 60 იღლიაზე მეტს ყნოსავენ. მათი მიზანია, გაიგონ, რამდენად ეფექტურია დეზოდორანტი. ისინი მოხსენებებს წერენ და ეხმარებიან სამყაროს უკეთესი სუნის ქონაში.

image











–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:


1. გამოვლინდა 20 ყველაზე ზარმაცი ერი მსოფლიოში

image


2. 10 უცნაური რამ, რაც პაპისთვისაა დამახასიათებელი

image


3. 12 ქვეყანა, სადაც ყველაზე იაფად და სასიამოვნოდ შეძლებთ მოგზაურობას

image



0
280
4-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0