x
image
გემი დალანდი
ექიმი გვირჩევს: ,,ხველა,სოკო,ანთება გაქრება,თუ..."
ამ სურნელოვან სანელებელს ხშირად იყენებენ კულინარიაში, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ მას სამკურნალო თვისებებიც აქვს. სწორედ მიხაკის ამ თვისებების შესახებ გიამბობთ ამ სტატიაში.

imageმიხაკი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, რომლებიც წარმოუდგენლად სასარგებლოა. მას ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. მიკახი შეიცავს ისეთ მინერალებს, როგორიცაა რკინა, მარგანეცი, კალიუმი, სელენი, მაგნიუმი, А, С, К ვიტამინები და ბეტა-კაროტინი.


10 რეცეპტი მიხაკის გამოყენებით

1.ანალგეტიკი და ანტისეპტიკი


მიხაკი ხსნის კბილების და ღრძილების ტკივილს, ყელის ანთებას. საჭიროა მოხარშოთ რამდენიმე მიხაკი მდუღარე წყალში და შემდეგ ცოტა ხნით გააჩეროთ. მიღებული ხსნარი გამოივლეთ პირის ღრუში. ანალოგიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ მიხაკის ზეთი, რომელსაც დაზიანებულ ღრძილზე ან კბილზე ისვამენ. ძალიან შველის ჭრილობებს და დამწვრობებს.

image

2.სისხლის მიმოქცევა

მიხაკი შესანიშნავად წმენდს სისხლს ტოქსინებისგან და აუმჯობესებს მის მიმოქცევას.ამასთან, ახდენს იმუნიტეტის სტიმულაციას. აადუღეთ 1 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ 1 ჩ.კ. მიხაკი და ადუღეთ კიდევ 10 წუთი. გააგრილეთ, გაწურეთ და მიიღეთ არაუმეტეს 3 ჭიქისა დღეში.

image

3.გამოაქვს ლორწო

ზემოთ აღწერილი მეთოდით მომზადებული ჩაი საუკეთესო საშუალებაა ხველის დროს. ხელს უწყობს ამოხველებას და ამცირებს ლორწოს რაოდენობას ფილტვებში.

image

4.აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას

მიხაკი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას. ხელს უწყობს ნერწყვის და საჭმლის მონელებისთვის აუცილებელი ფერმენტების გამოყოფას, რაც ცხიმების წვას აძლიერებს image

5.გაციების პროფილაქტიკა

თუ ეპიდემიის დროს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მონახულება გიწევთ, პირში მიხაკის რამდენიმე ღერო ჩაიდეთ და ღეჭეთ. ეს გაციებისგან დაგიცავთ და თქვენი იმუნიტეტის სტიმულაციასაც მოახდნეს.

image

6.აუმჯობესებს საჭმლის მონელებას

მიხაკი საჭმლის მონელების ნორმალიზებას ახდენს, რადგან ხელს უწყობს საჭირო ფერმენტების გამოყოფას.ხსნის გულისრევის შეგრძნებას, დისკომფორტს კუჭში, შეკრულობას. გვეხმარება წყლულის დროსაც, ამისთვის მისი ზეთის სახით მიღებაა საჭირო. გახსენით 1 ს.კ. მიხაკის ზეთი 1 ჭიქა თბილ წყალში და მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე, 1 თვის განმავლობაში.

image

7.ფარისებრი ჯირკვალი

მიხაკი ძალიან სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვისაც. ის ახდენს როგორც ჰიპოთირეოზის, ისე ჰიპერთირეოზის პროფილაქტიკას. ამ შემთხვევაშიც მიხაკის ნაყენი უნდა მიიღოთ, დაამზადეთ ისე, როგორც მე-2 პუნქტშია აღწერილი.

image

8.ქალური ციკლის ნორმალიზება

მიხაკი-შესანიშნავი ქალური მკურნალია. თუ ციკლის დარღვევები გაქვთ, მოამზადეთ სამკურნალო ნახარში: აადუღეთ 500 მლ. წყალი, ჩაყარეთ მასში 7-8- თავი ხახვის ფურცელი და 2 ჩ.კ. მიხაკის ღერები. ადუღეთ 10 წუთი, გაწურეთ, დაუმატეთ 2 ჩ.კ. ვაშლის ძმარი. მიიღეთ დღეში 150 მლ. დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუმცა გახსოვდეთ, ციკლის დარღვევისას რეკომენდებულია პირველ რიგში სპეციალისტს მიმართოთ.

image

9.სოკო

მიხაკის ზეთი შესანიშნავი საშუალებაა ფრჩხილის და კანის მიკოზის დროს.ამას გარდა, ფრჩხილებსაც ამაგრებს.

image

10.უძილობა

ეს სანელებელი შესანიშნავი საშუალებაა უძილობის დროსაც. პატარა ქისაში ჩაყარეთ მიხაკის ღერები და თავთან დაიდეთ. თუ მიხაკის სუნი არ მოგწონთ და გაღიზიანებთ, რათქმაუნდა ამის გაკეთებას არ გირჩევთ.

image


0
1110
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0