x
image
რუსო ჩარექიშვილი
რა დაავადებებს იწვევს უძილობა? ეს დღემდე არ იცოდით

ძილი, რომ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ამაზე არავინ კამათობს, თუმცა იშვიათად თუ შევხვდებით ადამიანს, რომელიც თავის დროზე წვება დასაძინებლად. ზოგი გვიან დაძინებას იმდენადაა შეჩვეული, რომ როგორც არ უნდა უნდოდეს ვერ დაიძინებს, მანამ სანამ თავისი დრო არ მოუვა. დროთა განმავლობაში ასეთ ადამიანებს ერღვევათ რეჟიმი, თავს გრძნობენ ცუდად, მუდმივად უხასიათოდ არიან, აწუხებთ თავის ტკივილი, ამ ყველაფრისგან შეშინებულები კი იწყებენ ექიმრეთან სიარულს, იტარებენ უამრავ გამოკვლევას, თუმცა არც კი ფიქრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ეს ყველაფერი გამოწვეული იყოს მხოლოდ და მხოლოდ უძილობით.imageგაინტერესებთ რას იწვევს უძილობა? გთავაზობთ ჩამონათვალს:

1. სტრესის ჰორმონების დონის ზრდას- მთელი დღის განმავლობაში ადამიანი უხასიათოდაა, თუმცა მიზეზს ვერ ხვდება, უფრო სწორად მიზეზი არც აქვს, ერთადერთი, რას ჩვენ ცუდ ხასიათს იწვევს უძილობაა.image
2. თავის ტკივილი - ხშირი უძილობის საბოლოო შედეგად მივიღებთ თავის ძლიერ ტკივილს. ასეთ დროს რამდენი წამალიც არ უნდა დავლიოთ, ტკივილი არ ყუჩდება, მსგავს თავის ტკივილს შველის მხოლოდ და მხოლოდ გამოძინება.image3. წნევის მატება - უძილობა იწვევს არტერიული წნევის მატებას.image
4. ნერვული სისტემის დაავადება - უძილობა უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენ ნერვულ სისტემაზე, რაც იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, ხასიათის უცაბედ ცვალებადობას, იწვევს გონებაგაფანტულობას, მძიმე სტრესს.image5. იმატებს სისხლში ინსულინის რაოდენობა და ირღვევა გლუკოზის შეთვისების უნარი, რაც ზრდის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს.image



0
447
2-ს მოსწონს
ავტორი:რუსო ჩარექიშვილი
რუსო ჩარექიშვილი
447
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0