x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტესტი- გამოიცანით ფრაზები ქართული მხატვრული ფილმებიდან(ნაწილი 2)
image
ქართული კინოს დაბადების თარიღად 1908 წელი ითვლება, როდესაც ვასილ ამაშუკელმა ფილმების გადაღება დაიწყო, მასვე ეკუთვნის 1912 წელს გადაღებული „აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, რომელიც აქამდე შემორჩენილი პირველ ფილმად ითვლება, რაც შეეხება მხატვრულ ფილმს, 1919 წელს იქნა გადაღებული "ქრისტინე", რომელიც გერმანე გოგოტიძეს ეკუთვნის.


მას შემდეგ 100 წელზე მეტი გავიდა, განსაკუთრებით ქართული ფილმების აღორძინება შეინიშნება გასული საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან, მოდის რეჟისორების ახალი ტალღა, ზედიზედ იქმნება ფილმები, რომლებმაც საერთაშორიშო აღიარება მოიპოვეს სხვადასხვა კინოფესტივალებზე.

image

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გასაგები მიზეზების გამო მკვეთრად შემცირდა კინოპროდუქციის წარმოება, ხელახალი გამოცოცხლება დაიწყო ახალ ათასწლეულში, 2013 წელს ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონური ფილმი "მანდარინები" ნომინირებული იყო "ოქროს გლობუსის" და "ოსკარის " ნომინაციაზე, როგორც საუკეთესო უცხოური ფილმი.



image

ქვემოთ იხილავთ სახალისო ტესტ-ვიქტორინას -ფრაზები ცნობილი ქართული მხატვრული ფილმებიდან, 12 კითვით და ორი სავარაუდო პასუხით.

გაერთეთ, წარმატებას გისურვებთ და გაუზიარეთ

მეგობრებს!ტესტის შემდეგ თქვენ იხილავთ პასუხების ვიდეოკოლაჟს.












იხილეთ ვიდეო პასუხი


იხილეთ აგრეთვე პირველი ნაწილი:ტესტი- გამოიცანით ფრაზები ქართული მხატვრული ფილმებიდან

2
464
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
464
  
2018, 30 მარტი, 23:27
ერთი..
2018, 30 მარტი, 11:10
ერთი ვერ გამოვიცანი
0 1 2