x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ინდრას სვეტის საიდუმლო
image
ინდოეთში, დელისთან ახლოს, შიმაიხალორში, მდებარეობს სვეტი, რომელიც სუფთა რკინისგანაა ჩამოსხმული და რომელიც თითქმის არ ჟანგდება აგერ უკვე 16 საუკუნეა. ის ცნობილია ინდრას სვეტის სახელით. საინტერესოა, რომ კლიმატი ინდოეთში ძალიან ტენიანია და ეს სვეტი უკვე დიდი ხნის დაჟანგული უნდა იყოს.

არსებობს ამ სვეტის წარმოშობის რამდენიმე თეორია. ძირითადი ვერსია იმაში მდგომარეობს, რომ ეს სვეტი ჩამოასხეს ჩვეულებრივი რკინისაგან, რომელსაც ძალიან მცირე რაოდენობით ჰქონდა მინარევები, მაგრამ გაუგებარია, როგორ შეძლეს ამის გაკეთება პრაქტიკულად პირველყოფილმა ადამიანებმა. ბუნებაში არ არსებობს რკინა სუფთა სახით, არც ეს სვეტია ჩამოსხმული სუფთა რკინისაგან, მასში რკინის შემცველობა 99, 5 % -ია, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ დღევანდელ პირობებშიც კი ძალიან ძნელია რკინის შემცველობის ამ პროცენტამდე აყვანა. სვეტის სიმაღლე 7, 5 მეტრია, დიამეტრი 48 სმ.

ინდრას სვეტმა სახელი გაითქვა იმით, რომ შეუძლია ადამიანების სხვადასხვა დაავადებებისგან განკურნება, ამისათვის საჭიროა მასზე ხელების შემოხვევა. ზოგიერთს კი სჯერა, რომ თუ ამ სვეტს ხელებს შემოხვევს და სურვილს ჩაიფიქრებს, აუცილებლად აუსრულდება. უნდა აღინიშნოს, რომ სვეტის გარშემო მეცნიერებმა ძლიერი მაგნიტური ველი აღმოაჩინეს.

სვეტზე არის წარწერა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ის აღმართული იქნა აზიის ხალხებზე გამარჯვების აღსანიშნავად და რომ ეს მოხდა ჩანდრაგუფთას მეფობის დროს, ეს კი დაახლოებით 376-415 წლებია, თუმცა გაურკვეველია, რა მეთოდით იქნა ეს წარწერა სვეტზე დატანილი, შეიძლება ამოკაწრეს, სანამ ლითონი ჯერ კიდევ თბილი იყო, შეიძლება მოგვიანებით ამოკვეთეს, ამის თქმა არავის შეუძლია.image
თავდაპირველად სვეტი ქალაქ მათხურაში, ვიშნუს ტაძრის წინ იდგა და მხოლოდ მოგვიანებით, 1050 წელს გადაიტანეს იქ, სადაც ამჟამად დგას.


ამჟამად სვეტი შემოღობილია, რადგანაც უამრავ ადამიანს სურს მისი მოხვევა, კოცნა, ან მცირე ნატეხის ჩამოჭრა, თუმცა ეს ყველა მსურველს მაინც ვერ აკავებს.image

უნდა აღინიშნოს, რომ ინდრას სვეტმა ჭურვის მოხვედრასაც გაუძლო, ისე, რომ თითქმის არ დაზიანებულა.image

არსებობს ვერსია, რომ ეს სვეტი უცხოპლანეტელებმა დადგეს და მის შიგნით არის გზავნილი ადამიანებისადმი, თუმცა ჯერ ვერ დაადგინეს, მართლა არის რაიმე სვეტის შიგნით თუ არა. ეს საოცარი სვეტი ჯიუტად ინახავს თავის საიდუმლოს და არ აპირებს ის ვინმეს გაუზიაროს.

0
129
2-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი შავიძე
ირაკლი შავიძე
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0