x
კალაძე ხაბეიშვილს: მილანში თმის შესაჭრელად თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე

image

კალაძე ხაბეიშვილს:"მილანში თმის შესაჭრელად თანხა ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე"

თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს წევრის ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს.

"მილანში თმები შევიჭერი ქალაქის ბიუჯეტით. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ბილეთებში დავხარჯე ბიუჯეტიდან აღებული თანხები, იქ კიდევ ვიღაცეები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ამაზე ქალაქის ბიუჯეტის თანხები იქნა დახარჯული, მერე თმები შევიჭერი... არაფერი შეხვედრები არ ყოფილა, ისე უბრალოდ წავედი გასართობად, მერე ღამის კლუბშიც ვიყავი, მერე კიდევ გავუხსენებ და წერილობით მოგაწვდით. ოპოზიციის ბრალდება სასაცილოა. კახა კალაძეს მივლინებაში კი არა.... არ მინდა ამაზე საუბარი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ხაბეიშვილმა თბილისის მერი კახა კალაძე ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა. ხაბეიშვილმა ამის დამადასტურებელი დოკუმენტები დღეს პრესკონფერენციაზე წარადგინა.

0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:თორნიკე ქამაშიძე
თორნიკე ქამაშიძე
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0