x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ფოტო-გამოფენა "სამშობლოსათვის"
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით და ორგანიზებით გაიხსნა ფოტო-გამოფენა "სამშობლოსათვის". გამოფენის გახსნის ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ჟურნალისტი, ომის ვეტერანი და ამ სამსახურის თანამშრომელი ზაირა მიქაუტაძე.

ეს ღონისძიებები მოედება მთელს საქართველოს. ძალიან კარგია იმისათვის, რომ დღევანდელმა ახალმა თაობამ ზოგადად მაინც იცოდეს ჩვენი ქვეყნის ისტორია.

აქვე შემოგთავაზებთ ლექსს, რომელიც წაიკითხა ერთ-ერთი დაღუპული მეომრის შვილმა.

"ომში გაპარული"


შენ არაერთხელ გაიპარე სიკვდილში, ომში,

პატარა ბიჭი გაიპარე, ახლა ხარ დიდი,

შენ გაეპარე დედ-მამას და მომავალ ცოლ-შვილს,

შენ გაეპარე სიბერეს და სიბერით სიკვდილს.

შენ გაეპარე მყუდრო ლოგინს და მყუდრო ოთახს,

და იმ წუთიდან აღარ იყავ დედის შემბრალე,

შენ სინდისს თურმე საცრისტოლა თვალები ჰქონდა,

და სიკვდილს ალბათ ამიტომაც ვერ დაემალე.

შენ ბავშვმა ნახე სისხლიანი ცხრა ანგელოზი,

ნახე სოხუმი დაცემული, ნახე ჭუბერი,

და შვილებისგან ყელგამოჭრილ საქართველოზე,

ნახე ვეშაპად გაწოლილი დედის ღრუბელი.

არც აფხაზია შენი მკვლელი, არც ჩეჩენია,

სიკვდილს შენ თვითონ დაეძებდი ჯიქურ სარქენად,

ეჰ, შენი მკვლელი პირველ რიგში მამაშენია,

პაატას კვალზე ბავშვობიდან რომ შეგაყენა.

გადატეხილი, მშვენიერი ხარ კვიპაროსი,

ჟამი კი მიდის რია-რიით, ლითანიითაც,

ზოგიც სამძიმარს აგზავნიან იტალიიდან.

ხვალ-ზეგ აფხაზეთს გადავლილი რიცხვის გრიგალი,

დაიხსნის მიწას, ლტოლვილების ცრემლებით ნამულს,

ადექი ბიჭო, ადექი და კვლავ გაიპარე,

შენი სიკვდილი კვლავ სჭირდება შენს ტანჯულ მამულს!

სულ ნორჩი იყავ როცა წახვედი,

უწვერ-ულვაშონი ახატია საფლავის ქვებზე.

საჯიშე ბიჭებს მოესწრაფათ სიცოცხლე მაშინ,

რომ შედიოდნენ ლომებივით ბრძოლისა ველზე!image

0
12
შეფასება არ არის
ავტორი:მაიზერ გელოვანი
მაიზერ გელოვანი
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0