x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ქალი ვარ და ასეთი სირცხვილი არ განმიცდია“ - ქეთი დოლიძე
image


რეჟისორი ქეთი დოლიძე სექსუალური შევიწროვების ფაქტებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში საკუთარ პოზიციას აფიქსირებს და მიიჩნევს, რომ პაპუნა უგრეხელიძე არ უნდა გადამდგარიყო. რეჟისორი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. გთავაზობთ მის სტატუსს:


„ლეკვი ლომისა სწორია...“ " საქართველოს თამარ მეფე ჰყავდა"!
საქართველოში ქალს პატივს სცემენ!!! ეს არ არის და არ იყო ლიტონი სიტყვები!!!

მე არასდროს არ მიგვრძვნია ჩაგვრა, დამცირება, ძალადობა, რადგან თავისუფალ და ძლიერ ადამიანად გამზარდეს!



ახლა მე ვაცხადებ! მინდა მამაკაცები დავიცვა! ის ბაქხანალია, რაც აქ დაიწყო, წარმოუდგენელია! ამის უკან დიდი ფული დგას! არასდროს არ შევეგუები იმ უზნეო და ბილწი პლაკატებით თბილისის ცენტრში გაავებული გოგონების, ქალების პროტესტს! რა კავშირი აქვს ამას ან თავისუფლებასთან, ან პატივისცემასთან, ან ადამიანურობასთან!


პაპუნა უგრეხელიძე არ უნდა გადამდგარიყო, არა! საიდან ეს სიბოროტე?! იმ ქალბატონს, ვინც ეს დააბრალა, არც ოჯახი აქვს, არც შვილი ყავს?! ვინაა საერთოდ?!


ქალი ვარ და ასეთი სირცხვილი არ განმიცდია?! რას აკეთებთ?! ვისი გეშინიათ?! რა ხდება?!

ტრადიციის გათელვა, ბილწსიტყვაობა, უზნეობა ნორმად იქცა?!?!?! რუსთავი 2-ს სერიალიდან, ჩვენი ეთერიდან, ფილმებიდან ამდენი გინება, უკიდეგანო ბოროტება როგორ გახდა მისაღები?!

ქალები რომ კაცებივით იგინებიან, ეს რატომ გახდა მისაღები?!
მე თავისუფალი ადამიანი ვარ და ვერ ავიტან ვერავის დაჩაგვრას!
დავიცვათ ჩვენი მამაკაცები ამ თავსმოხვეული, შეკვეთილი აგრესიისგან!!!
ეჰეი!!!!! გეყოფათ! – წერს ქეთი დოლიძე.


image

0
341
6-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
341
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0