x
მეტი
  • 22.10.2018
  • სტატია:81870
  • ვიდეო:333866
  • სურათი:439135
გამოვლინდა მსოფლიო ლიდერების ხელფასები - ის 1 დოლარიდან 2 მილიონ დოლარამდე მერყეობს

სხვა ადამიანების ხელფასები ყოველთვის იწვევს ცნობისმოყვარეობას. კოლეგები და მეგობრებიც კი არ ჩქარობენ, გაგვანდონ, რამდენი აქვთ ხელფასი. თუმცა, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ანაზღაურება საიდუმლოს აღარ წარმოადგენს. სტატიაში 13 ქვეყნის ლიდერის ხელფასს გაეცნობით წლის განმავლობაში.








დონალდ ტრამპი - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი


1 დოლარი წელიწადში


დონალდ ტრამპმა უარი თქვა თავის საპრეზიდენტო ხელფასზე - 400 000 დოლარზე წელიწადში (33 000 დოლარი თვეში, 1 095 დოლარი დღეში), ის მხოლოდ 1 დოლარს იღებს საპრეზიდენტო ხელფასიდან (ნაკლების აღების უფლებას კანონი არ აძლევს). ტრამპის ქონება 3 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამიტომაც მას პრეზიდენტის ანაზღაურების გარეშეც შეუძლია ცხოვრება და მუშაობა.


ტრამპამდე ჰერბერტ ჰუვერი და ჯონ ფიცჯერალდ კენედიც უფასოდ მუშაობდნენ.


საშუალოდ მინიმალური ხელფასი აშშ-ში თვიურად 1 160 დოლარია.

image








პეტრო პოროშენკო - უკრაინის პრეზიდენტი


12 220 დოლარი წელიწადში


უკრაინის პრეზიდენტი წელიწადში 12 220 დოლარს გამოიმუშავებს (1 018 დოლარი თვეში, 33 დოლარი დღეში). Forbes-ის მიხედვით, პოროშენკო უკრაინაში სიმდიდრით მეექვსე ადგილზეა. მისი ქონება 1.3 მილიარდ დოლარს შეადგენს.


საშუალოდ მინიმალური ხელფასი უკრაინაში 133 დოლარია.

image








სი ძინპინი - ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი


20 500 დოლარი წელიწადში


სი ძინპინი წელიწადში 20 500 დოლარს გამოიმუშავებს (1 716 დოლარი თვეში, 56 დოლარი დღეში), მას ხელფასი 2015 წლიდან აქვს და ამ პერიოდში ის 62%-ით გაიზარდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს, მის ცოლსა და ქალიშვილს არანაირი ბიზნესი არ გააჩნიათ, მაგრამ მათი უახლოესი ნათესავების ქონება 376 მილიონ დოლარს აღწევს.


საშუალოდ მინიმალური ხელფასი ჩინეთში 150-დან 300 დოლარამდეა და დამოკიდებულია თითოეული პროვინციის კანონზე.

image








საული ნიინისტე - ფინეთის პრეზიდენტი


146 700 დოლარი წელიწადში


ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყნის პრეზიდენტის ხელფასი, რომელიც უკვე მეორედ აირჩიეს თანამდებობაზე, 146 700 დოლარს შეადგენს წელიწადში (12 225 დოლარი თვეში, 402 დოლარი დღეში).


საშუალოდ მინიმალური ხელფასი ფინეთში კანონით განსაზღვრული არაა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ის დაახლოებით 2 000 დოლარია.

image








ვლადიმერ პუტინი - რუსეთის პრეზიდენტი


151 000 დოლარი წელიწადში


ვლადიმერ პუტინს წელიწადში 151 000 დოლარი აქვს ხელფასი (12 586 დოლარი თვეში, 414 დოლარი დღეში).


საშუალოდ მინიმალური ხელფასი რუსეთში 140 დოლარია.

image








ტერეზა მეი - დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი


198 500 დოლარი წელიწადში


ეს ქალბატონი მკაცრად განკარგავს ქვეყანას და 198 500 დოლარს გამოიმუშავებს წელიწადში (16 542 დოლარი თვეში, 544 დოლარი დღეში). ის ფეხსაცმელების დიდი მოყვარულია, აქვს მისი უდიდესი კოლექცია, თითოეული წყვილი გამჭირვალე ყუთშია მოთავსებული, ამიტომაც არ უწევს იმაზე დიდ ხანს ფიქრი, რომელი ფეხსაცმელი შეარჩიოს ამა თუ იმ დღისთვის.


საშუალოდ მინიმალური ხელფასი დიდ ბრიტანეთში 1 569 დოლარია.

image







ემანუელ მაკრონი - საფრანგეთის პრეზიდენტი


211 500 დოლარი წელიწადში


საფრანგეთის ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტის ხელფასი 211 500 დოლარს შეადგენს წელიწადში (17 628 დოლარი თვეში, 580 დოლარი დღეში). პოლიტიკურ კარიერამდე მაკრონი ძალიან წარმატებული იყო საბანკო ინდუსტრიაში. მან ზედმეტსახელიც კი მიიღო - "ფინანსების მოცარტი" და მისი კომისია 1 მილიონ დოლარზე მეტს ითვლის წელიწადში.


საშუალოდ მინიმალური ხელფასი საფრანგეთში 1 758 დოლარია.

image








ჯიმი მორალესი - გვატემალის პრეზიდენტი


232 000 დოლარი წელიწადში


ყოფილი კომიკოსი და მსახიობი, ჯიმი მორალესი, გვატემალის პრეზიდენტი, ყველაზე მაღალანაზღაურებადი პრეზიდენტია ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ის 232 000 დოლარს გამოიმუშავებს წლიურად (19 300 დოლარი თვეში, 634 დოლარი დღეში). რაც პრეზიდენტი გახდა, ჯიმი მორალესმა უარი თქვა ხელფასის 60% პროცენტზე და ეს თანხა ქველმოქმედებისთვის გადადო.


საშუალოდ მინიმალური ხელფასი გვატემალაში დაახლოებით 200 დოლარია.

image








ანგელა მერკელი - გერმანიის კანცლერი


263 000 დოლარი წელიწადში


ანგელა მერკელის წლიური ხელფასი 263 000 დოლარია (22 000 დოლარი თვეში, 720 დოლარი დღეში). მან უარი თქვა ადმინისტრაციულ საცხოვრებელში ცხოვრებაზე და ჩვეულებრივ 5-სართულიან შენობაში ცხოვრობს ბერლინში.


საშუალოდ მინიმალური ხელფასი გერმანიაში 1 780 დოლარია.

image








ჯანსტინ ტრუდო - კანადის პრემიერ-მინისტრი


267 000 დოლარი წელიწადში


კანადის პრემიერ მინისტრის წლიური ხელფასი 267 000 დოლარია წელიწადში (თვეში 22 285 დოლარი, დღეში 733 დოლარი). გასულ წელს არდადეგები ჯანტინ ტრუდომ ბაჰამის კუნძულებზე გაატარა, თანხები მისმა მილიონერმა მეგობარმა - პრინცმა კარიმ აგა ხანმა დაფარა. ამან პოლიტიკური სკანდალი გამოიწვია და ხალხს აფიქრებინა, რომ პრინცი გავლენას ახდენდა კანადის პოლიტიკაზე. ტრუდომ ბოდიში მოიხადა და პირობა დადო, რომ უფრო ფრთხილად იქნებოდა.


საშუალოდ მინიმალური ხელფასი კანადაში თითოეული პროვინციის კანონზეა დამოკიდებული, მაგრამ, საშუალოდ, ის 1 400 დოლარია.

image








მალკოლმ ტერნბული - ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი


403 700 დოლარი წელიწადში


ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი წელიწადში 403 700 დოლარს გამოიმუშავებს (33 645 დოლარი თვეში, 1 106 დოლარი დღეში). მართალია, მალკოლმ ტერნბული თავად მულტიმილიონერია, მაგრამ პრეზიდენტის ხელფასზე უარი არ უთქვამს, როგორც დონალდ ტრამპმა ქნა. ის ბანკირი და ბიზნესმენი იყო.


საშუალოდ მინიმალური ხელფასი ავსტრალიაში 1 900 დოლარია.

image








დორის ლოიტჰარდი - შვეიცარიის პრეზიდენტი


437 000 დოლარი წელიწადში


შვეიცარიაში პრეზიდენტის პოზიცია მხოლოდ ფორმალურია და ქვეყნის ოფიციალური ლიდერი მინისტრების მიერ აირჩევა 1 წლის ვადით. დორის ლოიტჰარდის ხელფასი, რომელიც თანამდებობაზე უკვე მეორედ აირჩიეს, 437 დოლარია წელიწადში (36 000 დოლარი თვეში, 1 200 დოლარი დღეში). ეს ხელფასი მინისტრების ანაზღაურებას უტოლდება.


საშუალოდ მინიმალური ხელფასი შვეიცარიაში კანონით განსაზღვრული არაა. მხოლოდ Canton of Neuchâtel-ს აქვს განსაზღვრული და ამ პროვინციისთვის ის 20 დოლარია საათში.

image








ლი სიან ლუნი - სინგაპურის პრემიერ მინისტრი


2.2 მილიონი წელიწადში


ლი სიან ლუნიმ პრემიერ-მინისტრის პოზიცია მემკვიდრეობით მიიღო მამამისისგან, ლი კუან იუსგან, ვისი წყალობითაც გაიზარდა სინგაპურის ეკონომიკა სწრაფად. შვილი მამის პოლიტიკას აგრძელებს. მას მსოფლიოს ყველა ლიდერზე მეტი ხელფასი აქვს - 2.2 მილიონი წელიწადში (147 000 დოლარი თვეში, 7 359 დოლარი დღეში). პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ ეს ხელფასი სამართლიანი და რეალურია. ქვეყნის მთავრობის მთლიანი ბიუჯეტი, რომელიც 31 ადამიანისგან შედგება, 53 მილიონი დოლარია წლიურად.


ლი სიან ლუნის ხელფასი მეტი იყო, მაგრამ ხალხის უკმაყოფილების გამო ის 36%-ით შემცირდა. თუმცა, სინგაპურის პრემიერ-მინისტრი მაინც უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე კანადის, ავსტრიის, შვეიცარიის, ბელგიის, რუსეთისა და ავსტრალიის ლიდერები ერთად.


საშუალოდ მინიმალური ხელფასი სინგაპურში კანონით განსაზღვრული არაა. თუმცა, არაოფიციალური წყაროების მიხედვით, ის დაახლოებით 1 000 დოლარია თვეში.

image









–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ასევე დაგაინტერესებთ:


1. რას ამბობდნენ აშშ-ის პრეზიდენტები ინაუგურაციებზე

image


2. 14 ქვეყანა, რომელსაც განადგურება ემუქრება

image


3. როგორ მუშაობს გაერო?

image






2
499
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
499
  
29 მარტი, 19:41
დიდი მადლობა❤
29 მარტი, 19:11
ძალიან საინტერესო სტატია იყო. :)
0 1 2