x
image
Maia kordzadze
ბოლნისსა და დმანისში კატასტროფული ვითარებაა
image

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის მხარდაჭერითა და თსუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ნივთიერებათა კვლევის ინსტიტუტის მონაწილეობით ჩატარებული კვლევის თანახმად, ტყვიის ძალზე დიდი შემცველობები კარიერთან ყველაზე ახლოსმდებარე დასახლებებში დაფიქსირდა.

დოკუმენტის მიხედვით, ტყვიის რაოდენობა ნიადაგებში 2017 წლის მონაცემებით, საგანგაშოდაა მომატებული 2014 წელთან შედარებით.ტყვიით დაბინძურებულია არა მთელი რეგიონი, არამედ საყდრისის საბადოსთან ახლოს მდებარე სოფლების სავარგულები.

უნდა აღინიშნოს, რომ ტყვია ტოქსიკური და ჯანმრთელობისთვის საშიში ელემენტია. იგი უარყოფითად მოქმედებს ბავშვების ტვინის ფუნქციონირებაზე, იწვევს გონებრივ ჩამორჩენას, მეხსიერების დაქვეითებასა და სხვადასხვა ფსიქიკურ აშლილობას. ორგანიზმში დალექვის შემდეგ, ტყვია იქიდან ძალიან ძნელად განიდევნება, ამას საშუალოდ 10-დან 30 წელი ესაჭიროება.


image

ნიადაგის გარდა დაბინძურებულია მდინარეებიც, რომელშიც უკვე დიდი ხანია აღარანაიღი სიცოცხლე აღარაა და ბაყაყიც აღარ ყიყინებს. მდინარეც არანაკლებ საფრთხის შემცველია

ეს მდინარეები მინდვრების მოსარწყავად გამოიყენება.
– რა თქმა უნდა, ამ მდინარეებით ირწყვება მინდვრები, სადაც მოჰყავთ ხილი და ბოსტნეული. ამ დაბინძურებულ პროდუქციას ჭამენ როგორც ადგილობრივები, ასევე სხვა რეგიონებში მაცხოვრებლებიც. აქ მოწეული პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდება.

image

ამ რეგიონებში კატასტროფულად არის გაზრდილი როგორც სიმსივნური დაავადებები, ასევე სხვა პათოლოგიები. თითქმის კაზრეთში მომუშავე ყველა მეორე სიმსივნით იღუპება.


ეს დაავადებები სხვა რეგიონებსაც ემუქრება. აქ მოწეული პროდუქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდება. ეკოლოგიის თვალსაზრისით, არც ამ რეგიონებშია კარგი მდგომარეობა.

დაბინძურების სრული სურათის წარმოჩენისთვის აუცილებელია კვლევამ მთელი ქვემო ქართლი მოიცვას, გარდა ამისა აუცილებელია დაბინძურების ეფექტის შესწავლა საკვებ პროდუქტებსა და განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება და კვლევა. აუცილებელია გაიზარდოს საბადოს მართვის პროცესში საზოგადოების ჩართულობის დონე.

დროა ვიზრუნოთ ჩვენი მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე, თორემ საქართველო მალე უქართველებოდ -თურქებს, ჩინელებს და ვინ იცის რა რჯულის ადამიანებს დარჩება.


5
316
5-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
316
  
2018, 30 მარტი, 15:02
კი, უკეთესი იქნებოდა
2018, 30 მარტი, 15:01
ვიცი რომ ასეა, მაგრამ ჩვენ ჩვენი უნდა ვცადოთ
2018, 30 მარტი, 14:22
მაგრამ მაინც ვერ გაიგონებენ მთავრობაში...უფრო, ხალხმა უნდა გააპროტეტესტოს....
2018, 30 მარტი, 14:21
სათაური ალბათ გასასწორებელია......საქართველოს მოსახლეობა საფრთხეშია!!!.....ან კატასტროფა საქართველოში!!!
მაიკო, სამწუხაროდ შენი სტატია ,,ხმა მღაღადებლისაა უდაბნოსა შინა,,... რაც თურქმა, სპარსმა და რუსმა ვერ დაგვაკლო, სიმსივნე ,,აკეთებს,, .................
0 1 5