x
image
გემი დალანდი
როგორ მოვაწყოთ ვიწრო ოთახი მყუდროდ-რჩევები (+ფოტოები)
იმისთვის, რომ ვიწრო და გრძელი ოთახი მყუდროდ მოვაწყოთ, მთელი რიგი დიზაინერული ხერხების ცონდაა საჭირო, სწორად უნდა შეარჩიოთ ავეჯი, ფერები და ვიზუალურად შეცვალოთ სივრცის გეომეტრია.

image



იმისთვის, რომ სივრცე ვიზუალურად გაზარდოთ, მოპირდაპირე კედლები სხვადასხვა ფერით შეღებეთ.

image



გამოიყენეთ მუქი და ღია ფერების შეხამება ოთახის ფუნქციონალურად დაყოფისთვის

image



იატაკის საფენისთვის თხელი და მოხატული ფაქტურა შეარჩიეთ. ერთი დიდი ნოხის მაგივრად რამდენიმე პატარა გამოიყენეთ.

image



ყურადღება მიაქციეთ განათებას. დიდი ჭაღი ვიწრო ოთახისთვის ხშირ შემთხვევაში შეუთავსებელია. ჭერში ჩამონტაჟებული განათება კი ამ მხრივ მომგებიანია.

თუ ოთახი ვიწროსთან ერთად პატარაცაა, გააფორმეთ ღია ფერებში, სივრცის გასაზრდელად.

image



კარგად გამოიყურება ლამპებიც. მათი დახმარებით დიზაინი უფრო მიმზიდველი ხდება.

image



ვიწრო კედელი ოთახის ბოლოში შეგიძლიათ ფოტოებით, ფარდით, ნახატებით გააფორმოთ. გააკეთეთ მასზე აქცენტი, რომ გრძელი კედლებიდან მასზე გადავიდეს ყურადღება.

image



თუ ვიწრო ოთახს ბოლოში პატარა ფანჯარა აქვს, ნუ გამოიყენებთ ფარდებს, უპირატესობა ჟალუზს მიანიჭეთ. ოთახი უფრო ფართო გამოჩნდება.

image

თუ ფანჯარა დიდი ზომისაა, მაშინ შეგიძლიათ ფარდებიც გამოიყენოთ დეკორის სტილში.



კედლების შეღებვა სხვადასხვა ფერში-ეფექტური ხერხია ოთახის გეომეტრიის შესაცვლელად. ჭერის და კედლების განათება კი საშუალებას მოგცემთ ოთახის სივრცე ზონებად დაყოთ.

image



შეძლებისდაგვარად გააფართოეთ შესასვლელები, შეცვალეთ მათი კონფიგურაცია. კარგად გამოიყურება თაღები. მრავალდონიანი კონსტრუქციები. მაგალითად, მრავალდონიანი ჭერი ვიზუალურად ცვლის ოთახის გეომეტრიას და გეხმარებათ ოთახის ზონებად დაყოფაშიც.

image


2
75
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
75
  
2018, 28 მარტი, 22:00
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 28 მარტი, 21:23
იდეალურია ყველა ფოტო!
0 1 2