x
image
გემი დალანდი
სპეციალისტის რჩევები: როგორც მოვიქცეთ თუ სავაჭრო ცენტრში ხანძარია
კემეროვოში მომხდარი ხანძრის შემდეგ, ერთერთი ბავშვის მამამ, რომელიც მეხანძრეა, თავის ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მსგავსი შემთხვევების დროს:
image
თუ თქვენ ხედავთ ან გესმით, რომ:

1.ჩაირთო განგაშის სისტემა

2.ხედავთ ალს, კვამლს.

3.გრძნობთ დამწვრის ან კვამლის სუნს.


4.იწყება ევაკუაცია.

5.გესმით ინფორმაცია თვითმხილველებისგან.


როგორ მოვიქცეთ:

1.მიმოიხედეთ, რათა დაადგინოთ დაიწყო თუ არა პანიკა ხალხში

2. თუ პანიკა ჯერ არ დაწყებულა:

ა)სწრაფად გამოდით შენობიდან მხოლოდ თქვენთვის ცნობილი ღია გასასვლელით. შეეცადეთ გააკეთოთ ეს, სანამ ხალხში პანიკა და ევაკუაცია დაიწყება. ამისთვის სულ 5-10 წუთი გექნებათ.

არასოდეს ისარგებლოთ ლიფტით!

მოერიდეთ საევაკუაციო კიბეებს, რადგან ხშირ შემთხვევაში ქუჩაში გასასვლელი კარი ჩაკეტილია. გარკვეული დროის მერე შესაძლოა ამ კიბეს ხალხის მასაც მოაწყდეს და ჭყლეტვასა და საცობში მოხვდეთ, კვამლიც სწრაფად ჩამოაღწევს და გადარჩენის შანსი თითქმის არ გექნებათ.


თუ პანიკა დაიწყო:

შეეცადეთ გახვიდეთ მხოლოდ ცენტრალური გასასვლელიდან. კიბით მხოლოდ მას შემდეგ ისარგებლეთ, რაც დარწმუნდებით, რომ გასასვლელი მის ქვემოთ-ღიაა.

იმისთვის, რომ პანიკაში ჩავარდნილი ხალხის ნაკადმა გაურკვეველი მიმართულებით არ წაგიღოთ, მოერიდეთ მათ ნაკადს ნებისმიერ თავისუფალ ადგილას.

დააკვირდით ხალხის ნაკადს, რომელიც საევაკუაციო კიბეებზე ჩადის, თუ ნაკადი მოძრაობს და კიბის თავთან ჭყლეტვა არაა, ე.ი. ქვემოთ კარი ღიაა და ხალხი გარეთ გადის, ანუ თქვენც შეგიძლიათ სარგებლობა. თუ კიბეზე ჭყლეტვაა და ხალხი ვეღარ ჩადის-ქვემოთ კარი დაკეტილია, კიბეზე საცობია და არ სცადოთ ქვემოთ ჩასვლა.


ყურადღება მიაქციეთ პარკინგის ზონაში გასასვლელებს

პარკინგი-სხვა სახნძრო ნაკვეთურია და მისგან გამავალი საევაკუაციო გასასვლელები უშუალოდ ქუჩაში გადიან ისე, რომ შენობის მიწისქვეშა სხვა ტერიტორიას არ უკავშირდებიან. ამ შემთხვევაში ავტომობილით ნუ ისარგებლებთ. აკურატულად გაუყევით ტროტუარს.


უკიდურეს შემთხვევაში, როცა გარეთ გასვლას ვერ ახერხებთ, შეეცადეთ ტუალეტში შეხვიდეთ. შესვლამდე მის სახელურზე დატოვეთ თქვენი რაიმე სამოსი-ჟაკეტი, ქურთუკი, მაისური-ეს ნიშანია მეხანძრეებისთვის, რომ კარს მიღმა ადამიანია. მოუშვით წყალი ონკანში, დაასველეთ სამოსი, ტილო, ყველაფერი რისი დასველებაც შეიძლება და ამოქოლეთ კარის ღრიჭოები. გამუდმებით ასველეთ ისინი წყლით და არ აცადოთ გაშრობა.


ფანჯარა

ეს ყველაზე უკიდურესი შემთხვევაა გადარჩენისთვის, თუ რათქმაუნდა გისოსები არ აქვს და იღება.ფანჯრის გამოყენებას გასასვლელად მაშინ აქვს აზრი, როცა:

1. მესამე სართულზე მაღლა არ იმყოფებით. სავაჭრო ცენტრში კი-მეორე სართულზე მაღლა არ ხართ.

2.მისი გაღების საშუალება რსებობს, არ აქვს გისოსები, ფართოა-რომელშიც გაეტევით.


ზოგადად, ითვლება, რომ 5 მეტრიდან გადმოხტომა უკვე საშიშია, 9 მეტრამდე სიმაღლიდან თუ გადმოხტებით ფეხებს უეჭველად მოიტეხავთ, მაგრამ ცოცხალი გადარჩებით. თუ დაბლა რამეს გაგიშლიან-ის ნაჭერი სპეციალური უნდა იყოს, რომ გაუძლოს, ხალხს კი მომზადება უნდა ჰქონდეს გავლილი. თუ ქვემოთ სწორედ ასეთი სამაშველო ქსოვილია გაშლილი, ისე უნდა გადახტეთ, რომ მასზე ზურგით დაეცეთ.


როგორ გამოვიყენოთ ფანჯარა

თუ თქვენ ზრდასრული ადამიანი ხართ, მესამე სართულის (სავაჭრო ცენტრში-მეორე სართულის) ფანჯრიდან გადახტომას აზრი აქვს. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დიდი ალბათობით მოტეხილობას მიიღებთ, მაგრამ ცოცხალი გადარჩებით.

ბავშვები, მოხუცები, ფეხმძიმეები კი ასეთ ნახტომს ვერ შეძლებენ.

გადახტომის წინ თუ შესაძლებელია შეამცირეთ დაშორება მიწამდე. ნახტომისას ფეხები ნახევრად მოხრილი გქონდეთ და მიწასთან შეხებისთანავე შეეცადეთ გვერდზე გადაწვეთ.


როცა მესამე ( სავაჭრო ცენტრში-მეორე) სართულზე მაღლა ხართ:

თუ ფანჯარას გარედან დიდი რაფა აქვს-შეეცადეთ მასზე ჩამოჯდეთ გარედან და იქ დაელოდოთ დახმარებას. ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება, როცა შიგნით კვამლით გაგუდვის საფრთხეა.


თუ შეონაბში ძლიერი კვამლია, ფანჯარას კი გარედან ასეთი ფართო რაფა არ აქვს, ან უფრო პატარაა, შეეცადეთ რამდენადაც შესაძლებელია გადაიწიოთ ფანჯრიდან, რომ კვამლით არ გაიგუდოთ.

თუ შენობაში სუნთქვა შეიძლება და ძლიერი კვამლი არაა-არ გააღოთ ფანჯარა ტყულად. ღია ფანჯარა ერთგვარი გამწოვის ფუნქიას ითავსებს და კვამლს იზიდავს, შესაბამისად ის ადგილი, სადაც იმყოფებით, მალე კვამლით აივსება. ამასთან, ღია ადგილები ალის პროვოცირებასაც ახდენს.


0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0