x
image
თედო16
რუსი ვარსკვლავი დიმიტრი ნაზაროვი კემეროვოს ტრაგედიაზე: "რატომ უნდა ვებრძოლოთ ტერორს, როდესაც თავად ვართ ტერორი..."

image

ყველასთვის ცნობილი რუსი მსახიობი, დიმიტრი ნაზაროვი თავის "ინსტაგრამის" ოფიციალურ გვერდზე ვიდეო მიმართვას ავრცელებს სადაც მსახიობი კემეროვოს ტრაგედიასთან დაკავშირებით ლექსს კითხულობს:

"ქვეყანა რომელიც სირცხვილისგან იწვის, სადაც მხოლოდ ტყუილი ფასობს, რატომ უნდა ვებრძოდეთ ტერორს, როდესაც თავად ვართ ტერორი. ჩვენ ომი არ უნდა გვაშინებდეს, იქამდე ვერც ვიცოცხლებთ. აღლუმებს შორის კი თავად დავწვავთ ჩვენ ხალხს... როდესაც კანონს სიმართლე არ ააქვს, რა დაგიშლის, რომ ხალხი დაწვა... ბავშვის ცეცხლს არ შეუძლია დაუნდობელი ცეცხლი ჩააქროს..." - ამბობს ნაზაროვი მიმართვაში, რომელიც ძირითადად ხელისუფლების კრიტიკისკენ არის მიმართული.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს რუსეთის ქალაქ კამეროვოში სავაჭრო-გასართობ ცენტრს ცეცხლი გაუჩნდა. ბოლო ინფორმაციით ხანძარს 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რომელთაგან უმრავლესობა ბავშვია.

0
205
2-ს მოსწონს
ავტორი:თედო16
თედო16
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0