x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რა არის შვრიის რძე და რითაა ის სასარგებლო?
image

ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება შვრიის რძე, მაგრამ ბევრს მის შესახებ არც გაუგია და არც ის იცის, რა სასარგებლო თვისებების მატარებელია ეს სითხე.

შვრიის რძე- მცენარეული პროდუქტია, რომელიც ძალიან ჰგავს ძროხის რძეს. მისი წარმოებისას შვრიის მარცვლებს წყალში ურევენ და პირალა კრემისმაგვარი სუბსტანციის მიღებამდე ფქვავენ. სითხეს ფილტრავენ და ვიტამინებს და მინერალებს ამატებენ.

ერთი ჭიქა შვრიის რძე შეიცავს:


130 კკალ.

2, 5 გრ. ცხიმი

0 გრ.-ნაჯერი ცხიმი

4გრ. ცილა

19გრ. შაქარი

1, 9 გრ. საკვები ბოჭკო

115მგ. ნატრიუმი

ამ ულუფაში შედის კალციუმის დღიური ნორმის 35% და რკინის რეკომენდებული დღიური ნორმის 10%.

შვრიის რძე ასევე მდიდარია უჯრედისით, თუმცა ცილების შემცველობით ცხოველური წარმოშობის რძეს კონკურენციას ვერ უწევს. სამაგიეროდ, შვრიის რძე ჰიპოალერეგენია და გლუტენსაც არ შეიცავს.

რადგანაც ამ რძეს ნეიტრალური გემო აქვს, მისი დამატება თავისუფლად შეგიძლიათ ყავაში, ფაფებში, ან უბრალოდ, ისე შეგიძლიათ მიირთვათ. მისი წყალობით თქვენი კუჭ-ნაწლავი საათივით გამართულად იმუშავებს.

როგორ მოვამზადოთ სახლში შვრიის რძე

imageშვრიის რძის მოსამზადებლად სახლში შეგიძლიათ ჩვეულებრივი “ჰერკულესი" გამოიყენოთ. აიღეთ შვრია და წყალი პროპორციებით 1:10. კარგად აურიეთ და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 8-10 საათით. ამ დროის გასვლის შემდეგ დააბლენდერეთ მასა ერთგვაროვანი სითხის მიღებამდე. ისევ გააჩერეთ ცოტა ხნით, რომ წვრილი ნაწილაკები ფსკერზე დაილექოს და შემდეგ სითხე ორმაგ დოლბანდში ან წვრილ საწურში გაწურეთ. რძე მზადაა. ინახება მაცივარში 3 დღემდე.

0
94
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0