x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ამერიკულმა გამოცემამ რუსულ გამანადგურებლებს- სუ-35 და მიგ-35-ს "თვითმფრინავი ქაღალდზე" უწოდა
imageრუსული გამანადგურებლების შესაძლებლობები და კლასი რეალურად მხოლოდ ქაღალდზეა და არა ცაში, ამტკიცებს გამოცემა The National Interest.


ამერიკულ ჟურნალში განხილულია მიზეზები, თუ რატომ შეამცირა ინდოეთმა რუსეთისგან სამხედრო თვითმფრინავების შესყიდვა და მზერა აშშ-სკენ და ევროკავშირისკენ მიმართა.ინდოეთი ამჟამად ორძრავიანი თვითმფრინავის ძიებაშია, არჩევანი შეჩერდა ამერიკულ F/A-18E/F Super Hornet, Eurofighter Typhoon-ზე, ფრანგულ Rafale-ზე და რუსულ Су-35 ან МиГ-35-ზე.



"რუსული გამანადგურებლები კარგ შედეგს იძლევიან ქაღალდზე, მაგრამ ინდოეთი იმედგაცრუებულია ყიდვის შემდგომ თვითმფრინავების მხარდაჭერის მხრივ, ხშირია გაუმართაობის და მოწყობილობის შეცდომის შემთხვევები, მათ შორის არის МиГ-29 და Су-30МКИ"-წერს გამოცემა.



გამოცემა ვარაუდობს, რომ ამერიკულ F-35 ან F/A-18E/F Super Hornet -ს აქვთ დიდი შანსი მოხვდნენ ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში.

imageფოტოზე:ამერიკული F-35






აღსანიშნავია, რომ იგივე გამოცემა The National Interest-სულ სხვაგვარად წერდა 2018 წლის თებერვალში რუსულ თვითმფრინავებზე და აღნიშნავდა, რომ "აშშ-ს საჰაერო ძალების F-22 Raptor და F-35 Lightning II- ის მფრინავებს გააჩნიათ მცირე შანსი ახლო ბრძოლაში წინააღმდეგობა გაუწიონ Су-35-ს.იქვე გამოცემა აღნიშნავდა, რომ "Су-35 შესაძლოა ოდესმე შექმნილი საუკეთესო მანქანა იყოს მსოფლიოში".

imageფოტოზე:რუსული су-35


imageიხილეთ სხვა სიახლეები

image

0
498
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
498
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0