x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ფილმებში გაპარული შეცდომები, რომლებზეც აქამდე არ დაფიქრებულხართ
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული, კინემატოგრაფია, დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ.


ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა, შესანიშნავი ნიჭის წყალობით კი მსახიობები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები, სამუდამოდ რჩებიან მაყურებლის გულში.



წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, რადგან მათ გაარღვიეს მაყურებლის გულებში ყველა მწვერვალი და მოიპოვეს უკვდავი გენიის სტატუსი, რის გამოც გიჩნდებათ სურვილი უსასრულოდ უყუროთ საყვარელ სცენებს.


ვტკბებით კინო მოყვარულები- ძლიერი, საყვარელი და უბრალოდ სასიამოვნო სანახავი ფილმებით, ამ დროს კი წარმოდგენა არ გვაქვს, მსახიობებმა რამდენი დრო, ენერგია და შრომა ჩადეს თითოეული ეპიზოდის გადაღებისას. თვით პროფესიონალ მსახიობებსა და რეჟისორებსაც კი რჩებათ გონების მიღმა ის მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებზეც მაყურებლები ამახვილებენ ძალიან დიდ ყურადღებას, თუმცა მოხდა ასეც და ბევრი შეცდომა, ჩვენს გონებასაც გაეპარა.





1. მწვანე მილი.image


ჰოლივუდის კინოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საყვარელი გმირი პერსონაჟის სიკვდილით დასჯა, ისევ და ისევ იწვევს მილიონობით ადამიანის ტირილს. ფილმში ვითარება ლუიზიანას შტატში 1935 წელს ხდება, სინამდვილეში კი, იქ, ელექტრო სკამზე სიკვდილით დასჯა 1941 წელს დაკანონდა.





2. მამაცი გული.image


ფილმის მთავარი გმირი, შოტლანდიელი მებრძოლი, უილიამ უილესი, რომელიც ფილმში მე-13 საუკუნის შოტლანდიელი ხალხის, კერძოდ ტომის- კელტების ეროვნულ სამოსს და ტრადიციებს ასახავს, სინამდვილეში შეცდომაა, რადგან იმ ტომში, მსგავსი სამოსი და ტრადიციები მე-18 საუკუნეში გაჩნდა.





3. ჰარი პოტერი.image


ჯოან როულინგის წიგნში, ხშირად ესმევა ხაზი ფაქტს, რომ პატარა ბიჭუნას, რომელსაც ყველა ჰარი პოტერად იცნობს, დედისგან, მემკვიდრეობით თუ გენეტიკურად ერგო მწვანე თვალები. მსახიობს, დანიელ რედკლიფს, რომელიც განასახიერებს ჰარის როლს, ცისფერი თვალები აქვს. ხოლო პატარა ლილის როლს, რომელსაც უნდა ჰქონოდა მწვანე თვალები, ასრულებს გოგონა ყავისფერი თვალებით.





4. ფორესტ გამპი.image


ერთხელ, ფორესტმა და მისმა თანაშემწე, მეგობარმა ლეიტენანტმა დენიმ, გადაწყვიტეს, ინვესტიცია ჩაედოთ "გარკვეული ხილის კომპანიაში". როგორც აღმოჩნდა, ეს ხილი იყო ვაშლი, ხოლო კომპანია კი დღეს ფართოდ ცნობილი, ლეგენდარული Apple. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში, ფორესტმა, კომპანია Apple Computer Inc- ისგან მიიღო, 1975 წლის 23 სექტემბრით დათარიღებული წერილი, თუმცა, ორგანიზაციის დაფუძნების ოფიციალური თარიღი 1976 წლის 1 აპრილია.





5. კარიბის ზღვის მეკობრეები: დასასრული.image


კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც რეჟისორებმა დროს გაუსწრეს. მეკობრეების სიუჟეტის მესამე ნაწილში, კაპიტანი ბარბოსა და ელიზაბეტ სვონი გუნდთან ერთად სინგაპურში მიდიან, რათა იქ მოძებნონ კაპიტანი საო ფენია. მოქმედება ფილმში მე-18 საუკუნის დასაწყისში ხდება. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ თანამედროვე სინგაპურის ისტორია 1819 წელს დაიწყო.





6. ჯანგოს გათავისფულება.image


ჯეიმი ფოქსის ფილმში, ჯანგოს როლის შემსრულებელი რამდენიმე ეპიზოდში ატარებს მზის სათვალეს. ფილმში 1858 წლის ვითარებაა, მზის სათვალის წარმოება აშშ-ში კი 1929 წელს დაიწყო.






იხილეთ აგრეთვე:


image




საკულტო როლები, რომლებიც სულ სხვა მსახიობებს უნდა ეთამაშათimage




12 ყველაზე სკანდალური ეროტიული სცენა კინემატოგრაფიის ისტორიაშიimage




როლის დროს დაშავებული ვარსკვლავები, რომლებიც ფილმში ორიგინალით გაუშვესimage





კინოს გადაღებისას დაშვებული "უპატიებელი" შეცდომებიimage



3
7099
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
7099
  
2018, 30 აპრილი, 20:34
გლადიატორში კომბაინის კვალიც ჩანს :)))
2018, 30 აპრილი, 19:54
კიი, მაგაზეც დავწერე ადრე სტატია :)))) და რომელიღაც, ძველ ქართულ ფილმში ტრაქტორის კვალი და დენის ანძები ჩანს :)))
2018, 30 აპრილი, 11:41
ტროაში, "აქილევსის" ფონზე თვითმფრინავი მიფრინავს. :)))
0 1 3