x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცნობილ კანონიერ ქურდს,შაქრო კალაშოვს 13 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
image
რუსეთის სასამართლომ ცნობილ კანონიერ ქურდს, შაქრო კალაშოვს(შაქრო მალადოი) განაჩენი გამოუტანა-13 წელი პატიმრობა.ცნობილ კრიმინალს გამოძალვაში ედება ბრალი.

კალაშოვი და მისი თანამზრახველები გამოძალვის ორ ეპიზოდში სცნეს დამნაშავედ, განაჩენი მოსკოვის ნიკულინის სასამართლომ გამოიტანა.


აქამდე პროკურატურა ითხოვა კალაშოვის მიმართ მკაცრი რეჟიმის კოლონიას ათწლიანი ვადით და ჯარიმას 700 ათასი რუბლის ოდენობით.

საბრალდებო დასკვნაში კანონიერი ქურდი მოხსენიებულია, როგორც "რუსეთის კრიმინალური სამყაროს ლიდერი" და მრავალსაფეხურიანი კრიმინალური სტრუქტურის ხელმძღვანელი, რა დროსაც შაქრო და მისი უახლოესი თანამოაზრეები შემოსავლებს გამოძალვით და დარბევით იღებდნენ.


მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ ბატურ ბეკმურადოვი და ანდრეი კოჩუიტოვი, მეტსახელად "იტალიელი", ამ უკანასკნელს 9, 5 წელი მკაცრი რეჟიმის კოლონია და ჯარიმა 500 ათასი რუბლი დაეკისრა.

მთლიანად კალაშოვის ბანდიტურ დაჯგუფებაში შედიოდა 14 ადამიანი, აქედან ორს დასუწრებლად გამოუტანეს განაჩენი(პოლიციასთან შეტაკების დროს მოკლეს), დანარჩენს 7, 5 -დან 9, 5 წელი პატიმრობა მიესაჯათ.


შეაგახენებთ, შაქრო კალაშოვი დაიბადა თბილისში 1953 წლის 20 მარტს, ეროვნებით იეზიდია, 1971 წელს კანონიერ ქურდად აკურთხეს თბილისში, 1989 წელს მან დატოვა საქართველო და მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო 2003 წელს კი ესპანეთში გადაბარგდა.

კალაშოვი რუსეთში სამჯერ გაასამართლეს, ხოლო 2005 წელს ესპანელმა სამართალდამცავებმა მასშტაბური სპეცოპერაცია "ოსა" ჩაატარეს, თუმცა კალაშოვმა მოახერხა და გაერთიანებულ საემიროებში გაიქცა, 2006 წელს არაბმა სამართალდამცავებმა კალაშოვი დააკავეს და ესპანეთს გადასცეს.ესპანეთის სასამართლომ მას დანაშაულებრივი საქმიანობისთვის 20 000 000 ევროს გადახდა და 12 წელი ციხე მიუსაჯა.

2010 წელს კალაშოვის ექსტრადირებას დაჟინებით თხოვდა ქართული მხარე, ადამიანის გატაცებასა და ქურდული სამყაროს წევრობაში სდებდა ბრალს, საბოლოოდ ქართულმა სასამართლომ მას დაუსწრებლად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საბოლოოდ, 2015 წელს კალაშოვის ექსტრადირება რუსეთში მოხდა.

image

იხილეთ აგრეთვე

image


0
303
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0