x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508581
სახელმწიფომ დროულად უნდა უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა!

image

სახელმწიფომ დროულად უნდა უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა!


სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა კომპანია „აიისას“ (წმინდანებისა და „ვეფხისტყაოსნის“ ციტატების პრეზერვატივებზე დახატვის ფაქტები!) და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და „რუსთავი – 2“- ის ა.წ. 18 მარტის სიუჟეტი თავისი უტიფრობით სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა.
*
ამას შედეგად მოყვა ცალკეული მოქალაქეებისა და ზოგიერთი სასულიერო პირის მკვეთრი რეაგირება.
*
„მოძრაობა ძლევაი საკვირველი'' მხარს ვერ დავუჭერთ ძალადობრივ ქმედებებს, მაგრამ ამასთან მკვეთრ რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ მორწმუნეთ (იქნება ეს ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი თუ სხვა) უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ.
*
გამოხატვის თავისუფლება, წარმოადგენს ფასეულობას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტია, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა განუყოფლადაა დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან და სხვისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან.
*
ამიტომაც მოგმართავთ ღია წერილით პრემიერმინისტრს გ.კვირიკაშვილს, პრეზიდენტ გ.მარგველაშვილს, პარლამენტის თავჯდომარეს ი.კობახიძეს და სახალხო დამცველს ნ.ლომჯარიას, რათა ძალისხმევა მიმართოთ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს ქვეყანის სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლების სათავეში, ხალხის მოთხოვნით აღვადგენთ საქართველოს მეფეთა კანონებს და ამავე კანონების წინაშე უმკაცრესად გაგებინებთ პასუხს, თუნდაც უცხოეთში იყოთ გაქცეულნი!
*

„მოძრაობა ძლევაი საკვირველი"

დავით ამაშუკელი.

20 მარტი, 2018 წელი.

*

წყარო:

https://www.facebook.com/notes/1498802820247634

0
39
3-ს მოსწონს
ავტორი:კოლხი აიეტი
კოლხი აიეტი
39