x
image
გემი დალანდი
ხანძარი კემეროვოში-რატომ ვერ უშველეს ბავშვებს უფროსებმა?
ერთერთი შეკითხვა, რომელიც კემეროვოში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გაჩნდა საზოგადოებაში, ასე ჟღერს: რა დაემართათ მოზრდილ ადამიანებს, რომლებმაც ბავშვები ალმოდებულ შენობაში მიატოვეს? რატომ ვერ შეძლეს მათი შველა? ამის შესახებ ფსიქოლოგი პოლინა რიჩალოვა საუბრობს.

image

დაღუპულთა რიცხვი 64 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის 41 კი ბავშვია. სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და ამავდროულად კითხვას სვამენ: როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, რატომ ვერ მოხერხდა ამ ადამიანების გადარჩენა? თვითმხილველთა ცნობით, შემთხვევის ადგილი პირველად სწორედ ცენტრის თანამშრომლებმა დატოვეს. უამრავი ბავშვი კი უმეთვალყურეოდ დარჩა.

ფსიქოლოგი პოლინა რიჩალოვა ასეთ ქცევას კულტურულ-აღმზრდელობით ტრადიციებს უკავშირებს და თავის ფეისბუქ გვერდზე წერს:


“მიმძიმს მომხდარის შესახებ წაკითხვა. ბავშვები...ისინი, ვისაც არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გაართვან თავი მსგავს სიტუაციებს.

სოციალურ ქსელებში თავდასხმა მასწავლებელზე, რომელმაც ბავშვები ჩაკეტილ დარბაზში მარტო დატოვა. მესმის სურვილის, იპოვო დამნაშავე, როცა ბრაზი პერსონიფიცირებულია. მესმის, რომ მასწავლებელი უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როცა ბავშვები უმეთვალყურეოდ დატოვა, მაგრამ მას ეგონა, რომ დარბაზის შიგნით უფრო უსაფრთხო იყო, ვიდრე გარეთ. სახლიდან გასვლისას, მშობლები ხშირად კეტავენ შვილებს გასაღებით, გამოსვლის შესაძლებლობას არ უტოვებენ, რადგან გგონია, რომ სამყარო კინოდარბაზის გარეთ უფრო საშინელია, ვიდრე შიგნით.

ვნახე შეტევა კინოთეატრის დაცვაზეც, წერენ, რომ იქ “მშიშარა დეიდები" მუშაობენ, რომლებიც არც კი ეცადნენ ბავშვების დახმარებას.

საკუთარი საქციელის განჭვრეტა ექსტრემალურ სიტუაციებში-შეუძლებელია. ბრძოლის უნარი ხშირად ბავშვობაში იკარგება. ჩვენს კულტურაში მორჩილება ფასობს და მშობლები შვილებთან ამას აღწევენ. ბევრი ზრდასრული ადამიანი ცხოვრობს “ნასწავლი უმწეოს" მდგომარეობაში და პოსტტრავმული სტრესული დარღვევების სინდრომით. უკეთეს შემთხვევაში მათ გაქცევა შეუძლიათ, უფრო ხშირად კი უმწეო მდგომარეობას ურიგდებიან. ამიტომ, ევაკუაციის გეგმა ქცევითი სქემის მიხედვით უნდა იყოს შედგენილი და იმისთვის, რომ მის გამართულად მუშაობას მივაღწიოთ, საჭიროა მისი არაერთხელ გამეორება. ის, რომ ეს არ გაკეთებულა, და დარწმუნებული ვარ, რომ თითქმის არცერთ სავაჭრო და ბიზნეს -ცენტრში არ გაკეთებულა-ესეც ჩვენი რეალობის ნაწილია.

გინდა, რომ მიზეზები დადგენილ იქნას, დამნაშავენი კანონის შესაბამისად დასჯილნი, დასკვნები გაკეთებული. მაგრამ ბოლო შეტყობინებები სოციალურ ქსელებში ბავშვებისგან- იყო სიყვარულზე, და გსურს, რომ ადამიანებმა, რომლებსაც უშველეს, გადარჩნენ, მაგრამ სხვების გადარჩენა ვერ შეძლეს, შეძლონ ამის გადატანა და ცხოვრების გაგრძელება."

0
270
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0